საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში დაბადებისას ბიჭები ჭარბობენ გოგონებს და როგორც წესი სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობა დაბადებისას დაახლოებით 105-ის ფარგლებშია. საქსტატის მონაცემებით, სიცოცხლის მოსალოდნელმა ხანგრძლივობამ დაბადებისას 1990 წლის შემდეგ 1,5 პუნქტით მოიმატა და 2015 წელს 72,9-ს მიაღწია ორივე სქესისთვის.
ქალთა და კაცთა სიცოცხლის მოსალოდნელმა ხანგრძლივობას შორის განსხვავება გაიზარდა 7.5 წლიდან 8.6-მდე 1990-დან 2015 წლამდე. ამასთან, ქალები ცოცხლობენ უფრო დიდხანს, ვიდრე კაცები. კაცებსა და ქალებს შორის სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობას შორის განსხვავება კი მხოლოდ ბიოლოგიური ფაქტორებით არ არის გამოწვეული. მაგალითად, მაღალია მამაკაცთა სიკვდილის რისკი საწარმოო ხასიათის ტრამვებისაგან, თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლიზმი და ავტოსაგზაო შემთხვევები.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment