Saturday, December 23, 2017

მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგირო გაიხსნა


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ და ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, მესტიაში ახალი საბაგირო ოფიციალურად გახსნა.
საბაგიროს მშენებლობა 2017 წლის ზაფხულში დაიწყო და რეკორდულ დროში დასრულდა. საბაგირო არის ღია სავარძლის ტიპის 6 ადგილიანი, მსოფლიოში წამყვანი მწარმოებლის „Doppelmayr”-ის ფირმისა, რომლის სიგრძე 1200 მეტრია. მესტია-ჰაწვალის საბაგიროს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რადგან ის მესტიის ცენტრს აკავშირებს კურორტ ჰაწვალთან. ახალი საბაგიროს არსებობა კურორტის პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის.
ჰაწვალი მესტიიდან 8 კმ-ში მდებარეობს. კურორტზე 7 კმ-ნი 5 სათხულამურო გზა არის, რომელიც გათვლილია ყველა კატეგორიის მოთხილამურისთვის.
სვანეთის 5 სოფელში მაზერში, უშხვანარში, ეცერში, უშგულსა და დაბა ლენტეხში მონტაჟდება მცირე ზომის საბაგიროები, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივებში სათხილამურო სპორტის პოპულარიზაციას. საქართველოს სამთო კურორტებზე ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. ბოლო 5 წლის განმავლობაში 364% არის გაზრდილი ვიზიტორთა რაოდენობა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment