Monday, December 25, 2017

მარგველაშვილი: ვთანხმდებით - რთული საკითხები საერთაშორისო სამართლით უნდა გადაწყდეს


სტატიის გაგრძელება
სომხეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიისთვის განცხადებები გაკეთა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა თქვა, პრეზიდენტები თანხმდებიან, რომ ყველა რთული საკითხი საერთაშორისო სამართლისა და მოლაპარაკებების ფარგლებში უნდა გადაწყდეს.
"ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ წელს არის 25 წელი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისა, არა მარტო სომხეთთან, არამედ სხვა ქვეყანასთანაც. ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონში სტაბილურობისა და განვითარების საკითხებზე. თანახმა ვართ, რომ ყველა რთული საკითხი უნდა გადაწყდეს საერთაშორისო სამართლისა და მოლაპარაკების ფარგლებში", - განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილმა სარგსიანი საქართველოს 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად საქართველოში მოიწვია.
ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პირველი პირი პრემიერმინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძესა და კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს შეხვდება.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment