23-გზის გრანდ სლემის გამარჯვებული, 36 წლის ამერიკელი ჩოგანი სერენა უილიამსი ჩოგბურთს უბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას The National-ი ავრცელებს.
ორსულობისა და მშობიარობის შემდეგ ის პირელად აბუ-დაბიში, მუბადალას ჩოგბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს, რომელიც სტარტს მიმდინარე კვირაში აიღებს.
სერენა უილიამსმა ბოლოს 2017 წლის იანვარში ავსტრალიის ღია ჩემპიონობაზე ითამაშა, შემდეგ კი ორსულობის გამო თამაშს შეეშვა. სერენა უილიამსმა ბავშვი 1 სექტემბერს გააჩინა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment