რეჟისორმა გილერმო დელ ტორომ გულახდილად რამდენიმე საკითხის შესახებ ილაპარაკა, თუმცა მედიისთვის განსაკუთრებით საინტერესო გახდა რეჟისორის ნათქვამი - რომ მან ახალგაზრდობაში უცხოპლანეტელები ნახა. ამ თემაზე გილერმო დელ ტორო The Hollywood Reporter-ს ელაპარაკა.
"ვიცი, რომ სისულელედ ჟღერს, მაგრამ მე უცხოპლანეტელი ვნახე. ის ისე გამოიყურებოდა, როგორც წარმოგვიდგენია. ღმერთო, როგორი კლიშეა - დავინახე მფრინავი თეფში, რომელსაც ძლიერი ნათება ჰქონდა", - უთხრა მან გამოცემას.
დელ ტოროს თქმით, ეს ამბავი მექსიკაში, ქალაქ გვადალახარაში შეემთხვა.
დეკემბერში აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა პირველად ილაპარაკა ხმამაღლა პროგრამაზე, რომელიც ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესწავლის მიზნით ხორციელდებოდა 2007-2012 წლებში. აღმოაჩინეს თუ არა "სხვა სიცოცხლე", ეს უცნობია, მაგრამ ოფიციალურ ვიდეოებში დაფიქსირებულია რამდენიმე მფრინავი ობიექტი, რომელთა ფრენაც არსებული სტანდარტებიდან და ჩარჩოებიდან ამოვარდნილია.
"საჰაერო საფრთხეების შემსწავლელი პროგრამა" 2007-2012 წლებში მიმდინარეობდა. ეს ინფორმაცია პენტაგონმა დაუდასტურა ისეთ გამოცემებს, როგორებიც არიან The New York Times, Politico და The Washington Post-ი.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment