Monday, December 25, 2017

კსუ-ს სტუდენტი ციცინო ხაჩიძე ევროკავშირის ახალგაზრდა ელჩი გახდა


კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტი ციცინო ხაჩიძე საქართველოდან ერთწლიანი მანდატით ევროკავშირის ახალგაზრდა ელჩი გახდა.


„ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამაა, რომელიც პროექტის „ღია სამეზობლო - კომუნიკაცია პარტნიორობის გაძლიერებისთვის: ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს მოქალაქეებთან დაკავშირება“ (OPEN Neighbourhood - Communicating for a Stronger Partnership: Connecting with citizens across the Eastern Neighbourhood) - ფარგლებში ხორციელდება.
ციცინო ხაჩიძე, რომელიც აღნიშნულ პროგრამაში 800 აპლიკანტს შორის შეირჩა, მანდატის ფარგლებში ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების პოლიტიკის საკითხებზე იმუშავებს, სადაც ყურადღებას საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე გაამახვილებს. იგეგმება სხვადასხვა პროექტი და სასწავლო ვიზიტი ევროპისა თუ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში.
ციცინო ხაჩიძე, ასევე, აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საზოგადოებრივ აქტივობაში. ერთ-ერთი უახლესი აქტივობა თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად გამართული ღონისძიებებია, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს ეძღვნებოდა.
აღსანიშნავია, რომ ციცინო ხაჩიძე, ასევე, საერთაშორისო კვლევითი ცენტრის - „Young Initiative on Foreign Affairs and International Relations“-ის გუნდის წევრია.
 💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

No comments:

Post a Comment