Tuesday, December 26, 2017

პოეტ ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება

პოეტ ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლო პროცესი ხვალ, 14:00 საათზე გაიმართება.ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
ზვიად რატიანი საპოლიციო კონტროლის ფარგლებში დააკავეს. სამართალდამცველების მხრიდან მისი ცემის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით, "იმედის კვირის" პირდაპირ ეთერში გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თუ ფაქტი დადასტურდება, პოლიციელები დაისჯებიან, მაგრამ ამავდროულად ზვიად რატიანსაც მოუწევს სამართალდამცველებისთვის შეურაცხყოფის მიყენებისა და წინააღმდეგობის გაწევის გამო პასუხის გაცემა. 
შსს-მ მომხდარზე 24 დეკემბერს ბრიფინგი გამართა. მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა თქვა, რატიანი ნასვამი იყო და პოლიციელებს შეურაცხყოფას მიაყენა. ამასთან მეზვრიშვილმა დასძინა, რომ პროკურატურამ ზვიად რატიანის მიერ სამართალდამცველების მისამართით წაყენებულ ბრალდებაზე გამოძიება დაიწყო. საქმის მოკვლევა დაიწყო გენინსპექციამაც.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment