Sunday, December 24, 2017

საქართველოს პრეზიდენტმა მოქალაქეებს შობა მიულოცა


საქართველოს პრეზიდენტმა შობის დღესასწაული გრიგორიანული კალენდრით მოქმედი კონფესიების წარმომადგენლებს მიულოცა.
"ძვირფასო თანამოქალაქენო, გულითადად გილოცავთ შობას ყველას, ვინც დღეს ზეიმობთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. მაცხოვრის შობა ჩვენი თავისუფლებისა და განახლების მაუწყებელია. სხვათა თავისუფლებისათვის თავგანწირვა ქრისტეს ცხოვრების არსია. სწორედ ამ უზენაესი ზნეობრივი, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ფასეულობის ჩვენ ყოველდღიურობაში გასაძლიერებლად მომდევნო, 2018 წელი თავისუფლების წლად გამოვაცხადე. მჯერა, რომ ყველამ ერთად უნდა შევასხათ ხორცი თანამედროვე საქართველოს უმთავრესი შემოქმედის, ილია ჭავჭავაძის ხედვას თავისუფალი საქართველოსი, როგორც მშვიდობისმყოფელი სავანის და სინდისის თავისუფლების ადგილისა ყველასათვის. ვუერთდები თქვენ სიხარულს. დაე, თავისუფლებისადმი რწმენის ამ დიდმა დღესასწაულმა სიყვარული და მშვიდობა მოიტანოს თქვენ ოჯახებსა და ჩვენ სამშობლოში,"- წერია განცხადებაში.
მანამდე კათოლიკეებს შობა პარლამენტის თავმჯდომარემაც მიულოცა.
ქრისტიანების ნაწილი 25 დეკმებერს ქრისტეს შობას ზეიმობს. მთავარი სადღესასწაულო ღონისძიებები ბეთლემში, ნაზარეთსა და ვატიკანში იმართება. თუმცა კათოლიკური სამყაროს გარდა, ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს მართლმადიდებელთა უმრავლესობაც, რომელთა შორის საბერძნეთის მრავალრიცხოვანი მრევლიცაა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment