Wednesday, December 4, 2013

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და Microsoft 12 დეკემბერს მართავენ უმაღლესი განათლების ლიდერთა ფორუმს


                                                                               განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და Microsoft 12 დეკემბერს მართავენ უმაღლესი განათლების ლიდერთა ფორუმს:

ხარისხის განვითარება ინსტიტუციური ეფექტურობისთვის და ტექნოლოგიების როლი უმაღლეს განათლებაში.

შეხვედრის მთავარი მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პრიორიტეტებისა და საჭიროებების განხილვა და იმ ტექნოლოგიური გადაწყვეტების და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციების გაცნობა, რომლებიც ხელს უწყობს სწავლა-სწავლების, ადმინისტრირების პროცესების თუ ინფრასტრუქტურის მართვის ხარისხის გაუმჯობესებას და ინსტიტუციური ეფექტურობის ზრდას.

ლიდერთა ფორუმზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და Microsoft-ის წარმომადგენლებთან ერთად პრეზენტაციებს გააკეთებენ ტექნოლოგიური ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ საუნივერსიტეტო საკითხებზე.

ღონისძიების დღის წესრიგს და სხვა დეტალებს გაცნობებთ მოგვიანებით.






No comments:

Post a Comment