Monday, March 31, 2014

ზაზა ცოტნიაშვილი
ნუთუ?!

უჭირს დღეს ცხინვალის რეგონს, მის ცეცხლის წვიმა გამოვლილ მოსახლეობას. დიდი იმპერიულის ზრახვების დასაკმაყოფილებლად მოზღვავებულ უხეშ ძალმომრეობას გაუძლო ჭირსა შიგან გამაგრებულმა ქართველმა კაცმა. სამაჩაბლოდ სახელდებული, ამ რეგიონის სოფლების თავდადებამ განაპირობა, რომ დღეს ქართულ დასახლებებში კვლავ საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება.
ჩვენი მიზანი არ არის აქ შექმნილი ვითარების სრული მიმოხილვა. გთავაზობთ მხოლოდ ერთ მაგალითს: სოფელი ვანათი დასახელებული რეგიონის ერთ-ერთი რთული უბანია. მძიმე მდგომარეობაშია სოფლის ქართული საშუალო სკოლის პედკოლექტივი და სკოლის შენობა. ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ვანათის მეზობელ ოსურ სოფლებში – ორტევში გაიხსნა ოსური საშუალო სკოლა, ხოლო სათიხარში აშენდა, კეთილმოეწყო და ერთი წელია რაც ფუნქციონირებს რვაწლიანი სკოლა. ოსი მოსახლეობის კულტურულ-საგანმანათლებლო წინსვლა საქართველოში ყოველ დროს მისასალმებელი მოვლენა იყო, არც დღეს უნდა იწვევდეს უარყოფით ემოციებს, მაგრამ არაადეკვატურად გვეჩვენება ასეთ ფონზე ქართული საგანმანათლებლო კერების ყოფა – ვანათის საშუალო სკოლა მოითხოვს აუცილებელ სარემონტო სამუშაოებს, მესამე სართული გამოუყენებელია, სკოლის ეზო შემოუღობავია. აქ 1991-92 წლწბში განთავსებული იყო გვარდიის ნაწილი, რომელიც საბრძოლო მდგომარეობაში იმყოფებოდა, რამაც შენობის სრული ამორტიზაცია გამოიწვია.
სკოლას ემსახურება 21 მასწავლებელი, ცხრა ტექნიკური მუშაკი, 86 მოსწავლიდან ოსი ეროვნებისაა –12.
უახლოესი ისტორია მრავლად გვაძლევს რუსულ-ოსური განათლების ხელშეწყობით გაოსებისა და გარუსების მაგალითებს. ნუთუ დღესიმდენად წყალწაღებულნი ვართ, რომ არა თუ ჩვენი მრავალსუკუნოვანი მატიანის გათვალისწინებით, არამედ რამდენიმე წლის წინანდელი ტრადიციითაც ვერ ვაკეთებთ რაციონალურ დასკვნებს. ვინ აგებს პასუხს დღეს, ვანათის ჩამოქცეული სკოლის კედლებიდან მეზობელი ოსურ კეთილმოწყობილი სკოლისაკენ გეზი რომ აიღოსრამდენიმე ოსმა მოსწავლემ, ხოლო ხვალ ქართველი ბავშვების მშობლებმაც ისურვონ შვილების უკეთეს პირობებში აღზრდა-განათლება. თუმც, ქართული სიბრძნის ნაყოფია: "მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენ, გამიშვით ცხვარი გარბისო."
გაზ. "საქართველო",
1997, ივლისი.

Sunday, March 30, 2014

ვინ და რა პირობით წავა საზღვარგარეთ სასწავლებლად?


ბოლო ხანს, უფრო მეტი ახალგაზრდა, ვისაც მცირედი შანსი მაინც აქვს, მიდის უცხოეთში სწავლის გასაგრძელებლად, მათი დიდი ნაწილი კი უკან აღარ ბრუნდება... ახლახან ცნობილი გახდა, რომ მთავრობა საერთაშორისო განათლების ცენტრის შექმნას და სტუდენტების უცხოეთში სასწავლებლად გაგზავნას იმ პირობით აპირებს, რომ უკან დაბრუნდებიან და საჯარო სამსახურში დასაქმდებიან. ამ აქტუალურ საკითხსა და საზღვარგარეთ სტუდენტთა სწავლასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე, განათლების ექსპერტი, არასამთავრობო ორგანიზაციის "სამოქალაქო ინტეგრაციის ცენტრის" ხელმძღვანელი შალვა ტაბატაძე და პრაღის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, "ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების" ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ნავერიანი გვესაუბრებიან.

ნინო კობახიძე:
-
ახლა მიმდინარეობს კვლევები იმის გამოსავლენად, თუ რა დარგის, მიმართულების სპეციალისტების დეფიციტია ქვეყანაში და სახელმწიფო სტუდენტების ამ პროგრამებზე სწავლებას დააფინანსებს. თავის მხრივ, ახალგაზრდები ვალდებულნი იქნებიან, დაბრუნდნენ და დაიწყონ მუშაობა საჯარო სექტორში. სახელმწიფომ მათ 6 თვის განმავლობაში უნდა შესთავაზოს ოპტიმალური სამუშაო ადგილი, სადაც სულ ცოტა, 3 წელი უნდა იმუშაონ. შეიქმნება ახალი საიტი, ამოქმედდება 24-საათიანი "ცხელი ხაზი", სადაც დაინტერესებული პირები მიიღებენ ინფორმაციას, როგორ მოხდება უცხოეთში გასაგზავნი სტუდენტების შერჩევა, რა სფეროს და რა დონის სპეციალისტები სჭირდება დღეს ქვეყანას. საუბარია სამაგისტრო და დოქტორანტურის პროგრამებზე, ასევე - სამუშაო გაცვლით კურსებზეც. 1-ლი აპრილიდან ეს ინფორმაცია საჯარო გახდება. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ამ ფონდში "ცოდნის კარის" და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის, ასევე, სახელმწიფო სახსრების აკუმულირება მოხდება. დამატებით, პრემიერის სარეზერვო ფონდიდანაც გამოიყოფა თანხა, სტუდენტების მიზნობრივად უცხოეთში ცოდნის გასაღრმავებლად გასაგზავნად და შემდეგ ამ გამოცდილების ქვეყნისათვის მოსახმარად.

- ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაეკისრება თუ არა სტუდენტს რაიმე სახის პასუხისმგებლობა?
-
მათ ხელშეკრულებას შევთავა­ზებთ. სტუდენტს ეცოდინება, კონკრეტულად, რა მიზნით იხარჯება მასზე თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეს იქნება პირდაპირი შეთავაზება: თუ გინდათ, რომ სახელმწიფო დაფინანსება მიიღოთ, უნდა დაბრუნდეთ უკან. თავის მხრივ, სახელმწიფო ვალდებულია შემოგთავაზოთ სამუშაო ადგილი, ხოლო თქვენ იქნებით ვალდებული, ამ ადგილზე 3 წელი იმუშაოთ. ეს არის ძირითადი პირობა.

შალვა ტაბატაძე:
-
სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს სწავლება იმ მიმართულებებზე, სადაც კადრების ნაკლებობაა. ეს განსაკუთრებით რეგიონებს ეხება. ამიტომ სასურველია, ერთი პროგრამა ადგილობრივი კადრების მოსამზადებლად გაკეთდეს. უცხოეთიდან დაბრუნებული კადრები მუნიციპალიტეტებსა თუ სამხარეო ადმინისტრაციაში იმუშავებენ საკონტრაქტო სისტემით. როცა სახელმწიფო დაგაფინანსებს და განათლებას მოგცემს, მას აქვს უფლება, ვალდებულებად უკან დაბრუნება და გარკვეული დროით საჯარო სამსახურში შენი დასაქმება ჩადოს. ასეთი პრაქტიკა სხვა ქვეყნებშიც არსებობს, თუმცა ამას ზუსტი შერჩევა, თანამიმდევრული მიდგომა სჭირდება, რა ტიპის სპეციალისტებს და რისთვის ვამზადებთ, როგორ მოხდება მათი დასაქმება. ამგვარი პროექტები საქართველოში ჯერ კიდევ 2006 წლიდან არსებობდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ჰარვარდისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში მიავლინა 24 ახალგაზრდა, რომლებმაც განათლების პოლიტიკის მართვისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამები გაიარეს. ამაში თანხა ჩადო როგორც სახელმწიფომ, ისე სოროსის ფონდმა. ასე მომზადდა 24 სპეციალისტი, რომელთაც, ხელშეკრულებით, 3 წლის განმავლობაში სახელმწიფო დაწესებულებებში უნდა ემუშავათ და მათ დაიწყეს კიდეც სამსახური.
მაგრამ მოხდა ისე, რომ ეს ინიციატივა კახა ლომაიას მინისტრობისას დაიწყო, გია ნოდიას და ნიკა გვარამიას დროს გაგრძელდა, დიმიტრი შაშკინმა კი მათი უმრავლესობა სამსახურიდან გაუშვა, ნაკისრი ვალდებულებაც მოუხსნა, რომელიც მატერიალური თვალსაზრისით მათთვის შესაძლოა, ხელსაყრელიც იყო. ზოგი უცხოეთში დაბრუნდა, ზოგმა საერთაშორისო ორგანიზაციებში გააგრძელა მუშაობა მაღალანაზღაურებად ადგილზე. აღსანიშნავია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულებით, წაყენებული პირობის დამრღვევი სტუდენტი 30.000 დოლარით ჯარიმდებოდა, რისი უფლებაც დამფინანსებელს ჰქონდა და აქვს... ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პროექტის განხორციელებისას დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ იდეის გაუფასურება არ მოხდეს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საზღვარგარეთ სასწავლებლად ჩამოყალიბებული, უკვე გარკვეული გამოცდილების მქონე ახალგაზრდები წავიდნენ, რომელთაც დამატებითი ცოდნა სჭირდებათ. 18-19 წლის ახალგაზრდების ერთი წლით სტაჟირებაზე გაგზავნა და მერე სახელმწიფო სამსახურში მიღება, რა თქმა უნდა, უნაყოფო იქნება.

ლაშა ნავერიანი:
-
სახელმწიფოს მხრიდან სტუდენტების მხარდაჭერა სწავლის უცხოეთში გასაგრძელებლად მნიშვნელოვანია, თუმცა ჩემთვის არანაკლებ აქტუალურია პრემიერ-მინისტრის განცხადება რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტების საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. ვფიქრობ, პარალელურად უნდა დაიგეგმოს სახელმწიფო პროგრამები საიმისოდ, რომ რეგიონებში ცოდნის დონე ამაღლდეს. იქ ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომლებსაც ხელშეწყობა სჭირდებათ.

- რა პროგრამით წახვედით ჩეხეთში? ვინ აფინანსებს თქვენს სწავლას? სად სწავლობთ და თქვენი აზრით, სჭირდება თუ არა ამ დარგის სპეციალისტები დღეს საქართველოს?
-
ჩემი სწავლის ხარჯს მთლიანად ჩეხეთის სახელმწიფო ფარავს. დავამთავრე პრაღის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ადმინისტრირების ფაკულტეტი, ავიღე ბაკალავრის დიპლომი და ამჟამად მაგისტრატურაში სწავლის გასაგრძელებლად ვემზადები. კვალიფიციური კადრები სახელმწიფოს ყოველთვის სჭირდება, ამიტომ ჩემი მთავარი მიზანია, მივიღო კარგი განათლება, დავბრუნდე საქართველოში და ცოდნა ქვეყნის განვითარებასა და წინსვლას მოვახმარო.

- ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების წევრი ხართ. თქვენი აზრით, დაბრუნდება თუ არა დღეს უცხოეთში მყოფი სტუდენტების დიდი ნაწილი სამშობლოში?
-
ბევრს სურს დაბრუნება, მაგრამ სამწუხაროდ, აქ არ არის პირობები, რომ მათ მოახერხონ საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების რეალიზება. პრემიერ-მინისტრმა დახმარება აღუთქვა სტუდენტებს და იმედი მაქვს, მის ნათქვამს რეალური ნაბიჯებიც მოჰყვება. ასეთ შემთხვევაში, საზღვარგარეთ მყოფი ქართველი სტუდენტების უმრავლესობა სიხარულით დაბრუნდება სამშობლოში.

- რა არის თქვენთვის ყველაზე მისაღები ჩეხეთის განათლების სისტემაში? თუ შეძლებდით, საქართველოში გესწავლათ და გეკეთებინათ ის, რასაც უცხოეთში მიაღწიეთ?
-
ყველაზე მეტად ჩეხეთში ის მომწონს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასოა. ეს არა მარტო ჩეხი სტუდენტებისთვისაა მისაღები. ამასთან, თავისი სახელმწიფო ენის პოპულარიზაციასაც უწყობენ ხელს. ბაკალავრიატი ჩეხურ ენაზე დავამთავრე და მაგისტრატურაშიც ჩეხურ ენაზე უნდა ვისწავლო, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო დაფინანსება შემიწყდება. აქ სწავლისას საჭირო უნარ-ჩვევები შევიძინე, მაგრამ რაც მთავარია, გავხდი სრულიად დამოუკიდებელი. სამწუხაროდ, საქართველოში არ არის კომფორტული გარემო სტუდენტისთვის. აქ რომ გამეგრძელებინა სწავლა, არ ვიქნებოდი ისეთი, როგორიც დღეს ვარ, - ამაში დარწმუნებული ვარ.

- უცხოეთში თავის დამკვიდრება ალბათ ძნელია? რასთან შეგუება გაგიჭირდათ ყველაზე მეტად?
-
საწყის ეტაპზე ყველა სტუდენტს უჭირს ადაპტაცია ახალ გარემოსთან. საქართველოდან ისე ჩანს, თითქოს საკმარისია, ქვეყნის ფარგლები დატოვო, რომ არანაირი პრობლემა აღარ შეგხვდება და ყველაფერი კარგად იქნება. სამწუხაროდ, ასეც არ არის საქმე. რეალურად, უცხოეთში ცხოვრებას აქვს თავისი სირთულეებიც. თუ სტუდენტი საკუთარ თავში არ არის დარწმუნებული და მიზანდასახული, გაუჭირდება, იყოს წარმატებული, რადგან გართობისა და დროს ტარების ცდუნება საკმაოდ დიდია.

ნინო კვიტაშვილი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)


წყარო/Source:ambebi.ge

Saturday, March 29, 2014

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2014 - საგრანტო თანხების განაწილების ცხრილი

2014 წელს აბიტურიენტთა დაფინანსებისათვის გამოყოფილია 9 მლნ. 165 ათასი ლარი, რომელიც თანაბრად იყოფა ჰუმანიტარული და ტექნიკური/საბუნებისმეტყველო საგნების ჯგუფზე.
თითოეული ჯგუფისათვის გამოყოფილი თანხის 4 % თანაბრად გადანაწილდება შესაბამისი ჯგუფის არჩევით საგნებზე, ხოლო 96 % გადანაწილდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების ყოველი არჩევითი საგნისათვის მოთხოვნილი ადგილების რაოდენობის პროპორციულად. 

თანხების განაწილების ცხრილი

4582500 ლარი
საგანი
შესაბამისი ადგილების რაოდენობა
ამ ადგილებისათვის განკუთხვილი თანხა %

შესაბამის გამოცდისათვის რეგისტრირებულთა რაოდენობა


მათემატიკა
11885
64.78%
9361
ფიზიკა
1538
8.38%
452
ქიმია
1759
9.59%
1523
ბიოლოგია
3164
17.25%
3270

4582500 ლარი
საგანი
შესაბამისი ადგილების რაოდენობა
ამ ადგილებისათვის განკუთხვილი თანხა (%)

შესაბამის გამოცდისათვის რეგისტრირებულთა რაოდენობა

ისტორია
11401
47.50%
11178
გეოგრაფია
6903
28.76%
12577
ლიტერატურა
4835
20.14%
5155
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
864
3.60%
162

განაწილების შედეგად მიღებული თანხების 25% დაეთმობა სრულ (100%-იან) საგრანტო დაფინანსებას, 25% დაეთმობა 70%-იან საგრანტო დაფინანსებას, ხოლო დარჩენილი თანხა – 50%-იან საგრანტო დაფინანსებას.

Friday, March 21, 2014

გამოცდები 26 ივნისს დაიწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივნისს დაიწყება- როდის იქნება ცნობილი შედეგები?!2014 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების მსურველი აბიტურიენტების რეგისტრაციის დასრულებამდე რამდენიმე საათი რჩება. ბოლო მონაცემებით, რეგისტრაცია 35 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. საბოლოო ციფრში სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი ცვლილება არ იქნება. 

Aris.ge- განათლება მოახლებულ გამოცდებზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორს მაია მიმინოშვილს ესაუბრა. 

"დღეს შეწყდება რეგისტრაცია. დაიხურება ბაზები. ჩვენ კი დახურვიდან ცოტა ხანში გვექნება საბოლოო შედეგი. ამ დროისთვის 35 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა რეგისტრაცია. სიახლეები რეგისტრაციის პროცესში არ ყოფილა. ჩვენ წინა წელს დავნერგეთ რეგისტრაციის არსებული ფორმა, ვფიქრობ, წარმატებულია და გაამართლა. აბიტურიენტებს აქვთ საშუალება, აგვისტოს დასაწყისამდე, ცვალონ არჩევანი, ფაკულტეტი და უნივერსიტეტი რამდენჯერაც სურთ იმდენჯერ,"-განაცხადა მიმინოშვილმა.

რაც შეეხება გამოცდების დაწყების თარიღს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ტრადიციულად ქართული ენის გამოცდით გაიხსნება. 

"გამოცდებს ვიწყებთ ივნისის ბოლო კვირას. ხუთშაბათობით. ხუთშაბათი 26 რიცხვია. შესაბამისად დიდი ალბათობით გამოცდები 26 ივნისს დაიწყება. სამაგისტრო და პედაგოგების გამოცდებიც პარალელურ რეჟიმში ჩატარდება. ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტების გასწორებას ყველაზე დიდი დრო სჭირდება. როდესაც სრულდება ქართულის გამოცდის ტესტების გასწორება, როგორც წესი სხვა გამოცდების შედეგებიც უკვე გვაქვს. ასე რომ 5-8 აგვისტოსთვის შედეგები უკვე ცნობილი იქნება. შემდეგ დაიწყება აპელაციის პროცესი. 20-25 აგვისტოს კი საბოლოო შედეგები დაიდება,"-განუცხადა aris.ge განათლებას ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

იქიდან გამომდინარე, რომ ინგლისური ენის გამოცდას "მოსმენის" ნაწილი დაემატა, რასაც სპეციალური აპარატურა სჭირდება, ინგლისურის გამოცდა სპორტულ დარბაზებსა და დერეფნებში ვეღარ ჩატარდება. შესაბამისად, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, ახალი საგამოცდო ცენტრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. 

უკვე ცნობილია, რომ დამატებითი საგამოცდო ცენტრები თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და თელავში გაიხსნება. ზუგდიდში, ხულოში, რუსთავში ფოთსა და ოზურგეთში კი, როგორც მაია მიმინოშვილი ამბობს ამის აუცილებლობა არ არის.

რა სიახლეები იქნება წლევანდელ გამოცდებზე ამის შესახებ Aris.ge-განათლების მკითხველი უკვე ინფორმირებულია. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი კი სახელმწიფო გრანტს ეხება. გრანტი წელს ორად იყოფა. სახელმწიფო სუფსიდია ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე თანაბრად გადანაწილდება. 

რაც შეეხება საორგანიზაციო შტაბს, რომელიც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებით კომპლექტდება და რომლის მიზანიც საგამოცდო პროცესის მაღალ დონეზე, ხარვეზებისა და შეფერხებების გარეშე ჩატარებაა, მაისის შუა რიცხვებიდან დაიწყებს მუშაობას.

ეკა არის© წივწივაძე
edu.aris.ge

რეგისტრაცია მე-6 და მე-9 კლასელთა ტესტირებისთვის



რეგისტრაცია მე-6 და მე-9 კლასელთა ტესტირებისთვის
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სკოლებს მე-6 და მე-9 კლასელთათვის ცენტრალიზებული ტესტირების ჩატარებას სთავაზობს. ტესტირებისათვის რეგისტრაცია 20 მარტიდან 18 აპრილის ჩათვლით იწარმოებს ვებგვერდებზე www.naec.ge; online.naec.ge

მე-6 და მე-9  კლასელთა ტესტირება

2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 35 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა

2014 წლის გამოცდებისთვის რეგისტრაცია 35 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა

2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 35 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. ასევე, 17 ათასმა პედაგოგმა და 10 000-მდე მაგისტრმა.

როგორც გამოცდებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ჯერ არ არის განსაზღვრული, რომელი ფაკულტეტებია წელს პრიორიტეტული, ვინაიდან ბევრმა აბიტურიენტმა ფაკულტეტის არჩევა გამოცდების შედეგების გაცნობის შემდეგ გადაწყვიტა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებ სტუდენტთა კვოტა 44 ათასს შეადგენს, იმ შემთხვებაში, თუ სავალდებულო გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ყველა რეგისტრაციაგავლილმა აბიტურიენტმა გადალახა, ყველა მათგანი სტუდენტი გახდება.

რეგისტრაციის პროცესის დასრულებამდე რამდენიმე საათი რჩება. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის გაკეთება დღეს, 18:00 საათამდე ჯერ კიდევ შეუძლიათ.

ეკა არის© წივწივაძე
edu.aris.ge

Thursday, March 20, 2014

გამოცდები 2014 - შეფასების ზოგადი კრიტერიუმები

2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები

2014 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილების (წაკითხულის გააზრება; ლოგიკური მსჯელობა; რაოდენობრივი მსჯელობა და ანალიტიკური წერა) შეფასების ზოგადი კრიტერიუმები

2014 წლის მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები

სკოლის გამოსაშვები გამოცდებისათვის მოსწავლეები სკოლებმა 20 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით უნდა დაარეგისტრირონ

გამოსაშვები გამოცდებისათვის მოსწავლეთა დასარეგისტრირებლად მიჰყევით ბმულს. იქვე იხილავთ რეგისტრაციის ინსტრუქციას.

სკოლის გამოსაშვები გამოცდებისათვის მოსწავლეები სკოლებმა 20 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით უნდა დაარეგისტრირონ.

Wednesday, March 19, 2014

2014 წლის პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების პროგრამები

სამი სიახლე, რომელიც აბიტურიენტებს საგამოცდო ცენტრებში დახვდებათ


ინფორმაცია, რომ 2014 წლიდან საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები გაუქმდებოდა, არ დადასტურდა. ეგაა ოღონდ, საგამოცდო ცენტრები აბიტურიენტებს წელს ახალი წესებით უმასპინძლებს, რომელთა შესახებაც "ვერსიას" გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი ესაუბრა.

- ერთიან ეროვნულ გამოცდებში სამი ცვლილებაა: ერთი არჩევითი საგნების ნუსხაში სახვითი და დამატებითი ხელოვნების შეტანას ეხება, რაც ძალიან კარგია, რადგან ეს საგნები სკოლებში სავალდებულოა და უმაღლესი სასწავლებლებისთვის, რომელთაც ისეთი მიმართულებები თუ პროგრამები აქვთ, სადაც ხელოვნების გამოცდის მოთხოვნა ისტორია-გეოგრაფიაზე უფრო რელევანტურია, ეს შეთავაზება დავუშვით; მეორე სიახლე - უცხო ენაში მოსმენის ნაწილი დაემატა. არსებული რეალობის გათვალისწინებით, კომპეტენციის ზღვარი ყველაზე დაბალი უცხო ენის გამოცდაზეა, რაც შენარჩუნებულია და შიში, რომ აბიტურიენტებისთვის ზღვრის გადალახვა რთული ქნება, ახლაც არსებობს, მაგრამ გაუმართლებელი იქნებოდა, გამოცდის ტესტი არ სრულგვეყო. საერთოდ, 4 მნიშვნელოვანი კომპეტენცია - წერა, კითხვა, მოსმენა და ლაპარაკი - არსებობს. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ყველა კომპეტენციას გამოცდაზე თანაბარი წონა აქვს. აქამდე გამოცდებზე მხოლოდ ორ ტენდენციას - წერასა და კითხვას ვამოწმებდით.

- გაისად საგამოცდო ტესტებში ე.წ. ლაპარაკის კომპეტენციაც შევა?
-
 ამაზე, ჯერჯერობით, არ ვფიქრობთ... წელს მოსმენის ნაწილი მინიმალური დოზით შევიტანეთ და, რადგან პირველი წელია, საგამოცდო ტესტებში მხოლოდ 8 პროცენტი ეთმობა, შესაბამისად, მასალაც იმაზე მარტივი იქნება, ვიდრე სახელმძღვანელოებშია. სკოლებს ვალდებულება აქვთ, სამომავლოდ, მოსწავლეები ამ მიმართულებით ავარჯიშონ.

მესამე სიახლე ბარიერის დადგენაა, რომელიც არა ე.წ. ნედლი, არამედ გაიგივებული ქულით მოხდება. წლების განმავლობაში გვქონდა მცდელობა, გამოცდებზე შედარებით რეალური ბარიერი დაგვეწესებინა, მაგრამ, სამწუხაროდ, აქამდე ვერ მოხერხდა. იმ საგამოცდო ტესტებში, სადაც მხოლოდ არჩევითი პასუხების დავალებები გვაქვს, ოთხი სავარაუდოდან ბრმად შემოხაზვისას, სწორი პასუხის არჩევის ალბათობა 25 პროცენტია, სწორედ ამ 25 პროცენტს ემთხვეოდა კომპეტენციის მინიმალური ზღვარი და, აქედან გამომდინარე, იძულებულნი ვიყავით, შედეგები ზუსტად ერთ ქულაზე გადაგვეჭრა - მაგალითად, ზოგადი უნარების ტექსტში 21 ქულა იყო გამსვლელი, ყველა აბიტურიენტი, ვინც 20 ან ნაკლებ ქულას აიღებდა, ჩაჭრილად ითვლებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ ვიყენებდით სკალირების მეთოდს, რომლის პირველი ეტაპი ქულების გაიგივება გახლავთ. ზოგადი უნარების გამოცდაზე კომპეტენციის ზღვარი 3 ქულითაა აწეული, სამაგიეროდ, ბარიერი დადგინდება გაიგივებული ქულით, რაც იმას ნიშნავს, რომ 24 ქულა, ყველა შემთხვევაში, გამსვლელი იქნება, უბრალოდ, ის აბიტურიენტები, რომლებსაც შედარებით რთული ვარიანტი შეხვდებათ და 24-ის ნაცვლად, 23 ქულას მიიღებენ, ჩაჭრილებად აღარ ჩაითვლებიან და კონკურსში მონაწილეობას განაგრძობენ. სხვა გამოცდების შემთხვევაში, ბარიერი აწეული არ არის იმიტომ, რომ არჩევითპასუხიან დავალებებთან ერთად, ღია დავალებებიც გვაქვს და ბარიერის აწევა საჭირო არ იყო. მოკლედ, ქართულ ენასა და ლიტერატურაში 21 ქულა უცვლელია, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლოა, კონკურსში მონაწილეობა 20-ქულიანმა აბიტურიენტებმაც განაგრძონ.

- ამ ცვლილებების შესახებ აბიტურიენტებმა როდის შეიტყვეს?
-
 2013 წლის შემოდგომიდან აქტიურად ვსაუბრობთ, რომ ცვლილებები იგეგმება, რაც იანვარში ოფიციალურად დამტკიცდა და ეს ყველა დაინტერესებული პირისთვის ცნობილი იყო.

- იქნება თუ არა რამე შეღავათი განსაკუთრებული შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული აბიტურიენტებისთვის?
-
 მხოლოდ კომპეტენციის მინიმალური ზღვარი უნდა გადალახონ.
მათ ჩასაბარებელი აქვთ შემოქმედებითი ტურიც და ჩვენთან მონაწილეობას მხოლოდ ჩათვლის პრინციპით მიიღებენ.

- აბიტურიენტები ამბობენ, რომ სპეციფიკური პასტები ფურცლებს სვრის, ასევე უჩივიან ზედმეტად მზიან აუდიტორიებს. საგამოცდო გარემოს შეცვლას ხომ არ გეგმავთ?
-
 დიდი სურვილი მაქვს, ყველა საგამოცდო ცენტრში კონდიციონერი დავამონტაჟოთ და ყველგან ევრორემონტი გავაკეთოთ, მაგრამ საქართველოს მასშტაბით 800-ზე მეტი სექტორი გვაქვს. თუ აუდიტორია მზიანია, ფარდები გვაქვს შეძენილი, მაქსიმალურად ვცდილობთ, შენობა შესაძლებლობის ფრაგლებში მოვამზადოთ და აბიტურიენტებზე გარეფაქტორებმა ნაკლებად იმოქმედოს.

რაც შეეხება იმას, რომ ვთქვათ, აბიტურიენტს კალამი დაეღუნა, სარეზერვოდ ძალიან ბევრი კალამი გვაქვს, ხოლო თუ პასუხების ფურცელი დასვრილია, მაგრამ პასუხი გაცემულია, ეს პრობლემას არ შექუმნის, თუ პრობლემა პასუხის გაცემისას შეექმნა, ფურცელს გამოუცვლიან... ეს ყველაფერი სერიოზულ პრეტენზიად არ მიმაჩნია.

ანი ბეშიტაიშვილი
გაზეთი "ვერსია"

იხილეთ, ასევე ვიდეო: 

2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია სრულდება

Monday, March 17, 2014

30 მილიონი აშშ დოლარი საქართველოს უმაღლესი განათლებისთვის

რა ნიშნით შეარჩია საქართველოათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამდასაფინანსებლად და როგორ დაიხარჯება ფონდის მიერ გამოყოფილი 30 მილიონი აშშ დოლარი უმაღლესი განათლების სფეროსთვის?
 http://openx.sourcefabric.net/delivery/lg.php?bannerid=335&campaignid=142&zoneid=208&loc=http%3A%2F%2Fwww.netgazeti.ge%2FGE%2F105%2FNews%2F29261%2F.htm&referer=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2F&cb=675df55e14
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამეორე კომპაქტის ფარგლებში საქართველოს უმაღლესი განათლებისთვის 30 მილიონ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. აღნიშნული გრანტი გაიცემა ამერიკული და ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტებისგან შემდგარი კონსორციუმისთვის, რომელიც საქართველოში საინჟინრო და ტექნოლოგიურ მეცნიერებებში საბაკალავრო პროგრამას განახორციელებს.
                        
საქრთველოში ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი ეკონომიკური განვითარების, ადამიანური კაპიტალის ნაკლებობაა. როდესაც ინვესტორი შემოდის და სჭირდება პროფესიონალი კადრები, ვერ პოულობს მათ. არსებობს რამდენიმე კვლევა, რომელთა შედეგებით დღეს საქართველოში დამსაქმებლები ვერ პოულობენ შესაბამის კადრებს. ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ისეთი სფეროების გაძლიერება, როგორიცაა სამშენებლო ბიზნესი, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, სადაც აუცილებელია პროფესიონალი ინჟინრები და ტექნოლოგები,”- ამბობს მაგდა მაღრაძე, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოსაღმასრულებელი დირექტორი.
                                                                         
აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის განათლების პროგრამის დირექტორისდოქტორ ვენ კრაუდერის თქმით, პროექტის განხორიელებით საქართველო განათლების განვითარების ინტეგრირებულ და ინოვატორულ მიდგომებს მიიღებს.

ბაზრის მოთხოვნებით განსაზღვრული უნარების გაძლიერება, უმაღლესი განათლების პროგრამების განვითარება, რომელიც ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებს განახორციელებს და ამერიკულ დიპლომებს გასცემს, საქართველოს უნივერსიტეტების მიერ საგანმანათლებლო პროგრამებისთვის ამერიკული აკრედიტაციის მოპოვება - ამ ყველაფრის ერთობლიობა წარმოადგენს განათლების განვითარების ინტეგრირებულ და ინოვატორულ მიდგომებს,”- ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში ვენ კრაუდერი.

განათლების სექტორში პროგრამების დააფინანსება კორპორაციისთვის პირველი შემთხვევაა.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პირველი კომპაქტი 2005 წელს დაიწყო და მიზნად ისახავდა ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელებას. პროექტი მიმართული იყო ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის გზის მშენებლობაზე, თბილისის გარეთ წყალმომარაგების გაუმჯობესებასა და გაზის მომარაგებისა და გაზის მილსადენების ერთიანობაზეგარდა ამისა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას ჰქონდა მცირე და საშუალო ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით საინვესტიციო ფონდი.

მიმაჩნია, რომ ძირითადი განსხვავება არის ის, რომ 2005 წელს საქართველოსთვის საჭირო იყო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ახლა, 2014 წელს მთავრობამ შემოგვთავაზა ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის საჭირო ინვესტიციების განხორციელება. ამ ეტაპზე მოხდება ინვესტირება სამუშაო ძალის განვითარებაში, რომელიც აქცენტირებულია საბუნებისმეტყველო, საინჟინრო, ტექნოლოგიებისა და მათემატიკის მეცნიერებების გაძლიერებაზე. თავისთავად, განათლების პროექტებზე მუშაობა ყოველთვის შეიცავს გამოწვევებს, მაგრამ  ამერიკასა და საქართველოს მთავრობებს შორის ხელმოწერილი და რატიფიცირებული კომპაქტი მოიცავს კონკრეტულ მიზნებსა და ამოცანებს როგორც უმაღლესი განათლებისა და სამუშაო ძალის გაძლიერების მიმართულებით, ასევე, ზოგადი განათლების მიმართულებით,” - აცხადებს ჯიმ მაკნიკოლასი, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოშინეტგაზეთთან საუბარში.

ათასწლეულის გამოწვევევის კორპორაციის მიერ ქვეყნების შერჩევის პროცესი, როგორც მაკნიკოლასი ამბობს, ეფუძნება ისეთი კრიტერიუმების ერთობლიობას, როგორიცაა მოცემულ ქვეყანაში ხელისუფლების მიერ განხორციელებული კარგი მმართველობა, ეკონომიკური გარემო, ინვესტირება ადამიანური რესურსების განვითარებაში და ..

თითოეულ ქვეყანას ვადარებთ სხვა ქვეყნებთან. შერჩეული ქვეყანა აუცილებლად უნდა იყოს შეფასების ზედა ჯგუფში, რათა მოიპოვოს დაფინანსების უფლება. ის ქვეყნები, რომლებიც გაივლიან წინასწარ შეფასებას და უპასუხებენ მოთხოვნილ კრიტერიუმებს, შემდგომში განიხილებიან ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დირექტორთა საბჭოს მიერ, რომლის თავმჯდომარეა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და შედგება საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან,” -აცხადებს ჯიმ მაკნიკოლასი.

საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი თავდაპირველი წინადადება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან ბათუმში ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შექმნას შეეხებოდა. როგორც ჯიმ მაკნიკოლასი ამბობს, პროექტთან დაკავშირებით კორპორაციას კითხვები გაუჩნდა

ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა ცალკე მდგომი უნივერსიტეტის შექმნისთვის საჭირო ხარჯებსა და მდგრადობას შენობის გრძელვადიანი ფუნქციონირების თვალსაზრისით; მეორე  - ეს იყო ხელმისაწვდომობის საკითხი, რაც მდგომარეობდა იმაში, შეძლებდნენ თუ არა საქართველოს სტუდენტები ასეთი ძვირადღირებული განათლების მიღებასა და სწავლის საფასურის გადახდას. შესაბამისად, დღეს არსებული პროექტი აქცენტს აკეთებს აშშ-სა და საქართველოს არსებული სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობის შექმნაზე,”- ამბობს ჯიმ მაკნიკოლასი, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში.”

რა ეტაპზეა პროექტის განხორციელება

დოქტორ ვენ კრაუდერის, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის განათლების პროგრამის დირექტორის თქმითკომპაქტის უმაღლესი განათლების პროექტში  ამჟამად განიხილება მიღებული სატენდერო წინადადებები.

უკვე ვუახლოვდებით გამარჯვებულის გამოვლენის ეტაპს. ამჟამად მიმდინარეობს ორი ნახევარფინალისტი კონსორციუმის წინადადების განხილვა. ესენია - (1) სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების კონსორციუმი და (2) ჩრდილოეთ კაროლინას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების კონსორციუმიმათ სატენდერო წინადადებებში უნდა შეეტანათ ინფორმაცია ტექნიკური მდგრადობის შესახებ, რაც გულისხმობს, თუ რამდენი სტუდენტი შეძლებს პროგრამით სარგებლობას, რა პროგრამებს გვთავაზობენ საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური სფეროების მიმართულებით მათ ადგილობრივ პარტნიორებთან ერთადპროცესი მოითხოვს, რომ აღნიშნულ უნივერსიტეტებს შეერჩიათ ადგილობრივი პარტნიორები,”-ამბობს ვენ კრაუდერი.

სატენდერო წინადადებაში, აგრეთვე, შეტანილი უნდა იყოს ინფორმაცია, აპირებენ თუ არა კონკურსში მონაწილე უნივერსიტეტები საქართველოს უნივერსიტეტებში ლაბორატორიების განახლებას და შესაბამისი აღჭურვილობითა და ტექნიკით უზრუნველყოფას; რას გეგმავენ საქართველოს უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის განვითარების მიზნით; რას მოიმოქმედებენ, რომ მოხდეს პროგრამებში სხვადასხვა სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის სტუდენტების მონაწილეობა, რათა მათ ჰქონდეთ უნივერსიტეტებში სწავლის თანაბარი შესაძლებლობა.

შესაბამისად, მოვითხოვეთ წარმოდგენილ პროექტებში მოგვაწოდონ ინფორმაცია, გასცემენ თუ არა სტიპენდიებს ასეთი სტუდენტებისთვის. აგრეთვე, გვაინტერესებს, განახორციელებენ თუ არა ინგლისური ენის ტრენინგებს; როგორ დაეხმარებიან სტუდენტებს რეგიონებიდან, ჩააბარონ უნივერსიტეტებში. ეს არის ტექნიკური კრიტერიუმების ის გარკვეული ჩამონათვალი, რომელიც თავად პროგრამებს ეხება. კომისიას აინტერესებს, თუ როგორ ითანამშრომლებენ საქართველოში არსებულ უნივერსიტეტებთან აღნიშნული ამერიკული უნივერსიტეტები, როგორი იქნება საქართველოში მათი მხრიდან ამ პროგრამების მართვა, როგორ მოხდება ამერიკული აკადემიური პერსონალის ქართველ კოლეგებთან დაკავშირება, როგორ მოხდება აკადემიური პერსონალისთვის გაცვლითი პროგრამების განხორციელება, იქნება თუ არა ერთი-ერთზე ტრენინგები აკადემიური პერსონალისთვის.”

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებასთან ერთად, პროექტის განსახორციელებლად გრანტს საქართველოს მთავრობაც გამოყოფს.

ეს არის პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია გრძელვადიან, 20-წლიან პარტნიორობაზე, ასე რომ, უნდა დავინახოთ ფინანსური მდგრადობის პოტენციალი. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რა ეღირება ამ პროგრამებზე სწავლა. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ კერძო სექტორიც დაინტერსდება და მხარს დაუჭერს აღნიშნულ პროგრამებს. ჩვენ ვთხოვეთ კონკურსში მონაწილე უნივერსიტეტებს, წარმოადგინონ დეტალური ფინანსური ინფორმაცია, შეგვიძლია ამას ბიზნესგეგმაც ვუწოდოთ. მთელი ეს ინფორმაცია არის მოთხოვნილი იმისთვის, რომ კომისიამ განიხილოს და ამაზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილება გამარჯვებულის გამოსავლენად” -  აცხადებს ვენ კრაუდერი.

პროექტის შესახებ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით 13 მარტს გაიმართა.

საქართველოს მთავრობასა და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას შორის გაფორმებულიმეორე კომპაქტის ფარგლებში, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის განვითარებისთვის გრანტის სახით 140 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. კომპაქტის მიზანია პროექტების განხორციელება ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორშიაქედან ზოგადი განათლების ხარისხის განვითარების მიზნით 76 მილიონი აშშ დოლარი უნდა დაიხარჯოს, პროფესიული განათლების განვითარებისათვის - 16, ხოლო უმაღლესი განათლებისათვის - 30 მილიონი აშშ დოლარი.


ნამდვილად არსებობს ამ ინიციატივაში საინტერესო ასპექტი, რადგან მას ინტეგრირებული მიდგომა აქვს. საქართველოს განათლების სისტემაში ინვესტირების ლოგიკა ძალიან საინტრესოა და მით უფრო საინტერესოა საერთაშორისო აკადემიური საზოგადოებისთვის. ის მოიცავს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარებას, მასწავლებელთა პედაგოგიური უნარების გაუმჯობესებას, სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას, რის შედეგადაც მოსწავლეები და სტუდენტები უკეთესი ხარისხის განათლებას მიიღებენპროგრამაში შეტანილია შეფასების ინდიკატორები, რაც მონიტორინგს გაუწევს სწავლის პროცესსა და პროექტების განხორციელებას. ეს არის ინვესტიცია პროფესიულ სასწავლებლებში და სამუშაო ძალის განვითარებაში, რაც ქვეყნის ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ისეთი განათლება, რაც პასუხობს ბაზრის მოთხოვნებს,”-  აცხადებს ვენ კრაუდერი
ნინო კახიშვილი, netgazeti.ge