Saturday, March 8, 2014

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ღია კარის დღეები იწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყველა მსურველს შესაძლებლობას აძლევს შეხვდეს ცენტრის წარმომადგენლებს, საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელებსა  და მათგან მიიღოს ინფორმაცია გამოცდებთან დაკავშირებულ საკითხებზე. 2014 წლის 11 მარტიდან ცენტრში მოეწყობა ღია კარის დღეები აბიტურიენტების, მაგისტრანტობის კანდიდატებისა და მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეთათვის:

აბიტურიენტებისთვის - 13 მარტს 15:00 საათზე;
მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის - 11 მარტს -15:00 საათზე;
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაში მონაწილეებისთვის - 12 მარტს 16:00 საათზე.


ღია კარის დღეებზე დასასწრებად მობრძანდით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, მისამართზე: ქ. თბილისი, მინდელის ქ. N 9, V სართული.
naec,ge

No comments:

Post a Comment