Wednesday, April 30, 2014

შავი ზღვის მესამე საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენციისათვის რეგისტრაცია იწყება

შავი ზღვის მესამე საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენცია, რომლის ორგანიზატორია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, 2014 წელს 12 და 13 სექტემბერს ბათუმში გაიმართება. საკურორტო ქალაქი რიგით მესამე ასეთ ღონისძიებას უმასპინძლებს. კონფერენციის ძირითადი თემა იქნება "ახალი ტექნოლოგიები საგანმანათლებლო შეფასებაში".

მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა. რეგისტრაცია 30 ივნისამდე გაგრძელდება www.BlackSeaConference.ge


შავი ზღვის კონფერენციების ორგანიზება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2006 წლიდან დაიწყო. განათლების სფეროს მკვლევარები, პრაქტიკოსი ექსპერტები და განათლების პოლიტიკის სპეციალისტები მსოფლიოს 40–ზე მეტი ქვეყნიდან 3 წელიწადში ერთხელ საქართველოში იკრიბებიან და საგანმანთლებლო სფეროში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს, პრობლემებსა და სიახლეებს განიხილავენ.


კონფერენციის ფორმატი, გარდა ძირითადი გამოსვლებისა და პრეზენტაციებისა ინტენსიურ განხილვას და დებატებსაც ითვალისწინებს. კონფერენციაზე მოწვეულნი არიან სტუმრები როგორც შავი ზღვის რეგიონიდან, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან.

Monday, April 28, 2014

მიმდინარეობს ინტენსიურ კუსებზე მსურველების მიღება!


მომზადება:
ს ა ა ტ ე ს ტ ა ტ ო,
ერთიანი ე რ ო ვ ნ უ ლ ი,
საერთო ს ა მ ა გ ი ს ტ რ ო,
გ რ ა ნ ტ ი ს მოპოვების და გაუმჯობესების
გამოცდებისთვის!
599 201096, 214 80 24
 

მე-11 კლასელთა რეგისტრაცია სკოლის გამოსაშვები გამოცდებისთვის

სკოლის გამოსაშვები გამოცდებისათვის მე-11 კლასელები სკოლებმა 25 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით უნდა დაარეგისტრირონ.

გამოსაშვები გამოცდებისათვის მოსწავლეთა დასარეგისტრირებლად მიჰყევით ბმულს. იქვე იხილავთ რეგისტრაციის ინსტრუქციას.

Thursday, April 24, 2014

როგორ გამოიყურებოდნენ პოლიტიკოსები ახალგაზრდობაში?!


pirveliradio.ge

წელს გამოსაშვები გამოცდები 20 მაისს დაიწყება და 19 ივნისს დამთავრდება

როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა “პირველ პრესკლუბში” განაცხადა, გამოცდის ჩაბარება როგორც მე-11, ისე მე-12 კლასელებს მოუწევთ.


მისივე თქმით, გამოსაშვები გამოცდები ორ ნაწილადაა გაყოფილი: მე-12 კლასელები ოთხ საგანს ჩააბარებენ, რაც შეეხება მე-11 კლასელებს, მათ იმ ოთხი საგნის ჩაბარება მოუწევთ, რომლის სწავლასაც ამ წელს ასრულებენ.

მე-12 კლასელებისთვის საგამოცდო ციკლი 20 მაისს დაიწყება, ეს არის ე.წ. სავარჯიშო დღე, როდესაც მათ შეეძლებათ, გაეცნონ პროგრამას, რომლის საშუალებითაც შემდეგ გამოსაშვები გამოცდა უნდა ჩააბარონ. პირველი გამოცდა 21 მაისს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება, საგამოცდო ციკლი 25 მაისს დასრულდება. ამასთან, ამ პერიოდში გამოცდის ჩაბარება იმ მე-12 კლასელებსაც შეუძლიათ, რომელთაც რომელიმე საგამოცდო საგანში ბარიერის გადალახვა შემოდგომის სესიაზე ვერ მოახერხეს.  

რაც შეეხებათ მე-11 კლასელებს, მათი რეგისტრაცია 25 აპრილიდან დაიწყება. მათთვის ე.წ. სავარჯიშო დღე 13 ივნისს იქნება, 14 ივნისს კი პირველი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. საგამოცდო ციკლი 19-ში დასრულდება. 

როგორც მაია მიმინოშვილმა აღნიშნა, წელს მე-12 კლასელების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით მცირეა, სულ 39 ათასზე ოდნავ მეტი მე-12 კლასელია რეგისტრირებული. რეგისტრირებული მე-11 კლასელების ზუსტი რაოდენობა კი ცოტა ხანში გახდება ცნობილი.

Monday, April 21, 2014

7 ფრაზა, რომლებიც თქვენს შვილს წარუმატებელს გახდის



7 ფრაზა, რომლებიც თქვენს შვილს წარუმატებელს გახდის
ბავშვის აღზრდაზე რომ მთელი მისი მომავალია დამოკიდებული, ეს ყველამ ვიცით. მაგრამ ერთი შეხედვით უწყინარმა ფრაზებმა რომ შესაძლოა ზიანი მიაყენოს თქვენი შვილის მომავალს, ამის შესახებ, ალბათ, ბევრს არ სმენია. 
მაშ ასე, რომელი ფრაზები არ უნდა ვუთხრათ შვილს, თუ გვსურს, რომ წარმატებული მომავალი ჰქონდეს მას:

1. "შენს ასაკში მე ამის გაკეთება შემეძლო"
არ ღირს თქვენს უპირატესობაზე აქცენტის გაკეთება, იმაზე ხაზგასმა, რომ რაღაც ოდესღაც თქვენ უფრო მარტივად გამოგდიოდათ. თქვენ ხომ თქვენი შვილის მეტოქე არ ხართ?! ბავშვს ისედაც ესმის, რომ თქვენ უფრო მეტი იცით, რომ უფრო ძლიერი ხართ და მეტად ჭკვიანი, რადგან უფროსი ხართ... და მას სურს, ისწავლოს თქვენგან, მოგბაძოთ, რათა გახდეს ისეთი, როგორიც დედაა, ან მამა.

და თუ თქვენი შვილი დარწმუნდება, რომ ყოველთვის ჭკვიანი იყავით, მაშინაც კი, როცა მისი თანატოლი იყავით, მაშინ ის ხელს ჩაიქნევს თავის მომავალზე და დაკარგავს იმის იმედი, რომ ოდესმე დაგეწევათ და თქვენნარი გახდება. მოუყევით შვილს, როგორ მიაღწიეთ წარმატებას, რა სირთულეები გადალახეთ, რა განცდები გქონდათ. ეს უფრო დაგაახლოვებთ ბავშვთან, ჩაუნერგავს მას სიამაყეს და მომავლის იმედს.

2. "ნუ წაიღებ სათამაშოს ბაღში. დაკარგავ!"
ფსიქოლოგები გვირჩევენ ბავშვებთან ურთიერთობაში გამოვიყენოთ ე.წ. "მე - მესიჯები", იმისათვის, რომ გავაფრთხილოთ პატარა მისი ქმედებებით გამოწვეული მოსალოდნელი რისკების ან შედეგების შესახებ. ასეთი ფორმით ფრაზები უწყინრად ჟღერს, რადგანაც თქვენ ამ დროს საკუთარ ემოციებზე საუბრობთ და არა ბავშვის უარყოფით მხარეებზე.

პერეფრაზი: "მე გირჩევდი სათამაშო მანქანაში დატოვო - მეშინია, რომ ბაღში დაგეკარგება. შენ რას ფიქრობ ამის შესახებ?

3. "შენ არ გაქვს ამის ნიჭი"
"ჩვენ შვილს საერთოდ არ აქვს მუსიკალური ნიჭი"; "ვის დაემსგავსა ასეთი არასპორტული?"; "ჰოო, მხატვარი შენგან არ გამოვა"... ხშირად მშობლები არ ფიქრობენ მსგავსი კომენტარების დამანგრეველ შედეგებზე. თუ მშობლების აზრით, ბავშვს არ აქვს რაიმეს მონაცემები, უმჯობესია, ამ სფეროებიდან ის შორს ამყოფოთ. ამასთან ბავშვთა წრეები მხოლოდ გენიოსებისთვის არ არის შექმნილი! თუ ბავშვს სიამოვნებას ანიჭებს ესა თუ ის საქმიანობა, ნუ დაუკარგავთ მას იმედეს და მიეცით შანსი, მოსინჯოს თავისი ძალები.

4. "გაიზრდები და ისწავლი"
თუ ბავშვი გამუდმებით ასეთ პასუხს იღებს, დროთა განმავლობაში ის მშობელს კითხვებს საერთოდ აღარ დაუსვამს. გარდა ამისა, ბავშვს შესაძლოა, შეექმნას მისტიკური წარმოდგენა იმის შესახებ, საიდან მოდის ცოდნა: ადამიანი ავტომატურად იგებს ყველაფერზე ყველაფერს, როცა გარკვეულ ასაკს (სიმღლესაც კი) მიაღწევს. ესეიგი, იმისათვის, რომ ჭკვიანი გავხდე, უბრალოდ უნდა დავიცადო, სანამ გავიზრდები და არა რაიმე ვისწავლო.

ბავშვის ინტერესის შენარჩუნება და მისი სტიმულირება აუცილებელია. თუ თქვენ არ იცით იმ კითხვაზე პასუხი, რომელიც ბავშვმა დაგისვათ, გულწრფელად უთხარით მას ამის შესახებ და შეპირდით, რომ ერთად მონახავთ პასუხს წიგნებსა თუ ინტერნეტში – და აუცილებლად შეასრულეთ დანაპირები.

პერეფრაზი: "ესეიგი, კოსმოსი გაინტერესებს? მაგარია! ძალიან რთული კითხვა დამისვი, მომზადების გარეშე გამიჭირდება ამაზე პასუხის გაცემა. მოდი, საღამოს მამიკოს ვკითხოთ. ან წიგნებში დავძებნოთ პასუხი..."

5. "შენ მე გამაგიჟებ!"
ამ სიტყვებით, პირველ რიგში თქვენ ხაზს უსვამთ თქვენს უუნარობასა და არაკომპეტენტურობას, მეორეც – ბავშვს თქვენს მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას აკისრებთ.
საეჭვოა, თქვენს დაღლილობასა და გაღიზიანებულობაში მხოლოდ ბავშვი იყოს დამნაშავე... თუ "ზღვარზე ხართ" და აღარ შეგიძლიათ მეტი, ნუ მოაჩვენებთ თავს ისე, თითქოს ძალებით აღსავსე იყოთ, და ნუ წამოიწყებთ ბავშვთან ხმაურიან თამაშებს. პატარასთან გულწრფელობა – ყველაზე მთავარია. თქვენ გაქვთ უფლება, იყოთ დაღლილი, მოწყენილი და გაბრაზებულიც კი. უმჯობესია, ამ დროს ტაიმ-აუტი აიღოთ, ვიდრე თავს ძალა დაატანოთ და ბოლოს აფეთქდეთ.

პერეფრაზი: "ძალიან მძიმე დღე მქონდა, დასვენება მჭირდება. შეგიძლია წყნარად ითამაშო შენს ოთახში? მოგვიანებით კი ერთად დავლიოთ კაკაო და წავიკითხოთ ზღაპარი".

6. "ყრუ ხარ?"
სარკაზმი, იუმორისგან განსხვავებით, ძალიან საშიშია – პირველ რიგში, ანგრევს კარგ ურთიერთობებს, შემდეგ კი ქმნის გაუგებარ ბარიერს. ბავშვს შესაძლოა, ვერც შეატყოთ, რომ ეწყინა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ირონიულმა შენიშვნამ მასზე არ იმოქმედა. პატარები ნათქვამს პირდაპირ იგებენ. თუ მას ეტყვით "შენი ადგილი საღორეშია!" ან "ტვინი საერთოდ არ გაქვს!" - ამით ბავშვს სერიოზულად შეაშინებთ.

ბავშვები, რომლებსაც ხშირად დასცინიან, ჩაკეტილები, მშფოთვარე და დათრგუნულები ხდებიან. სარკაზმი, ბოროტი ხუმრობა - იმაზე არანაკლებ დამანგრეველად მოქმედებს, ვიდრე აგრესიის სხვა ფორმები, ამიტომაც ბავშვთან ურთიერთობისას უმჯოესია, საერთოდ ამოიღოთ ლექსიკიდან მსგავსი სიტყვები.

7. "როგორ მომაბეზრე თავი"

ეს ფრაზა ძალიან უხეშად ჟღერს და ამცირებს ბავშვს. გეთანხმდებით, ხშირად ბავშვის სიცელქეს წყობილებიდან გამოვყავართ და ვერ ვაკონტროლებთ ემოციებს. მაგრამ შეგვიძლია ვისწავლოთ, როგორ არ უნდა დავკარგოთ თავი – თუ მივეჩვევით ჩვენი გრძნობების აღაირებას. მაგალითად, თუ საკუთარ თავს გამოვუტყდებით: "მე გაბრაზებული ვარ", "მე საშინელ ხასიათზე ვარ", "მე უბრალოდ გამოსული ვარ წყობილებიდან" "მე ძალიან მწყინს!" – ჩათვალეთ, რომ საკუთარ თავს სიმშვიდისკენ უკვე მოუწოდეთ.

პერეფრაზი: "ძალიან გავბრაზდი, როცა დავინახე, როგორ ურტყამდი შენს ძამიკოს. წყობილებიდან გამოვყავარ, როცა ვხედავ, როგორ ჩაგრავს ძლიერი სუსტს!"
marao.ge

პროფესიები, რომელთა წარმომადგენლებსაც უმუშევრობა არ ემუქრება


The Hacker
როგორ დავგეგმოთ მომავალი ოპტიმალურად

მაკა ღანიაშვილი
გლობალური განათლების სისტემა ნელ-ნელა იცვლება. მომავალი სტუდენტები პროფესიის არჩევისას სულ უფრო პრაგმატულები ხდებიან და „მყვირალა სახელწოდებიანი“, ე.წ. ზე-პოპულარული პროფესიებისგან განსხვავებით, სამომავლო მიზნებზე მორგებულ პროფესიას ირჩევენ. ძალიან მიმზიდველია დილერების, ჯობერების, ფინანსური ანალიტიკოსების, მაღალტექნოლოგიურ ინჟინრების და სხვა მსგავსი პროფესიები, მათ პროფესიით დასაქმების შემთხვევაში, კოლოსალური ხელფასები და პრემიები აქვთ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ გასულ წლებში ამ პროფესიებს ყოველწლიურად სულ უფრო მეტი აბიტურიენტი ირჩევდა, მათგან წარმატებული კი, განსაკუთრებით გაზრდილი კონკურენციის პირობებში, ძალიან ცოტაა. მსგავს პროფესიებზე მეოცნებე ახალგაზრდები ხშირად იმედგაცრუებულნი რჩებიან და სწავლაზე მინიმუმ 5-7 წლის, ასი ათასობით დოლარისა და ნერვების დახარჯვის მერე, სხვა პროფესიაზე გადაწყობაც ძალიან უჭირთ.
ბევრი უკვე მიხვდა, რომ ჯობს სასურველი პროფესია თავიდანვე იმ სფეროებში შეარჩიოს, სადაც არც განსაკუთრებულ უნარებსა და არც განაკუთრებული ხარისხის დიპლომს არავინ გთხოვს და ანაზღაურებაც მაღალია. მაგალითისათვის, აშშ-ში გამოქვეყნდა იმ 8 პროფესიის სია, რომელთა მისაღებად უმაღლესი განათლება არაა საჭირო. ამავე დროს, ეს პროფესიები ძალიან მაღალშემოსავლიანი და მაღალმოთხოვნადია. ამ პროფესიების დასაუფლებლად არათუ ბაკალავრის დიპლომი, ხშირად მოკლევადიანი კურსების გავლაც კი საკმარისია, რაც უამრავ დაზოგილ დროსა და თანხას ნიშნავს. ყველაფერთან ერთად, სტუდენტს გარანტიაც აქვს, რომ რომელიმე პროფესიიდან ერთ-ერთის არჩევისას, მინიმუმ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში არაფერი ემუქრება, შეუძლებელია ამ პროფესიებზე მოთხოვნა 21-ე საუკუნეში შემცირდეს. მსგავსი პროფესიების სიაში პირველი ვებ-დეველოპერია.
როდესაც ვებგვერდებზე „დაძვრებით“, გიფიქრიათ თუ არა ადამიანზე, ვის მიერაც ეს ყველაფერია შექმნილი? ვებ-დეველოპერის ფუნქციაში შედის საიტის დიზაინის გადაწყვეტა, მისი შემუშავება და საბოლოო სახის მიცემა. მათ კომპეტენციაში ასევე შედის, საიტის მართვა და შესაძლო პრობლემების გადაჭრა.
აშშ-ს შრომის დეპარტამენტის პროგნოზის მიხედვით, ვებ-დეველოპერების ვაკანსიები 2012 წლიდან 2022 წლამდე 20%-ით გაიზრდება. ციფრული ეპოქის ხანაში რთული მისახვედრი არაა, რომ იგივე ტენდენციები იქნება მსოფლიოს დანარჩენ ნაწილშიც. სმარტფონების, ტაბლეტებისა და მსგავსი მოწყობილობების ბუმი იმაზე მიუთითებს, რომ ვებ-დეველოპერის პროფესია კიდევ დიდხანს იქნება აქტუალური.
ელექტრონული კომერცია და ვაჭრობა სულ უფრო პოპულარული ხდება, რაც ასევე განაპირობებს კომპანიებისთვის კარგი ვებ-გვერდების საჭიროებას. განსაკუთრებით აქტუალური მობილური აპლიკაციების შექმნა ხდება.
„მონაცემებზე სწრაფი წვდომისა და ელექტრონული მომსახურების სერვისის საჭიროება ვებ-დეველოპერებზე მასობრივ მოთხოვნას ქმნის“ – აცხადებენ სპეციალისტები. ამ პროფესიის შესაძენად კი მოკლევადიანი სერთიფიკატის კურსები სრულიად საკმარისია.
სიაში მეორე ფარამაცევტის ტექნიკური დამხმარის პროფესიაა. იმის ნაცვლად, რომ სამედიცინო კოლეჯში წლები ისწავლოთ, ამ პროფესიის დასაუფლებალადაც რამდენიმე თვეა საკმარისი. ისინი ლიცენზირებულ ფარმაცევტებს ეხმარებიან წნევის გაზომვაში, რეცეპტების მიხედვით წამლების გაცემაში, მათ შეფუთვაში, აღჭურვილობის მოწესრიგებაში და მომხმარებელთა შეკითხვების პასუხსა და ინფორმირებაში. ისევე როგორც ვებ-დეველოპერების შემთხვევაში, ამ პროფესიის ადამიანებზე მოთხოვნა 2022 წლამდე 20%-ით გაიზრდება. მზარდი მოთხოვნის მიზეზი მოსახლეობის ზრდაა, რომელთა მხრიდანაც სულ უფრო იზრდება მედიკამენტებსა და პირველად სამედიცინო კონსულტაციაზე მოთხოვნა.
სხვადასხვა გამოკვლევების მიხედვით, ამერიკელთა 70% ერთ წამალს მაინც მოიხმარს ექიმის მიერ დანიშნულს, მათი ნახევარი კი ორ და მეტ მედიკამენტსაც. ამიტომ აფთიაქების წინ რიგები სულ უფრო იზრდება.
იმ პროფესიებს შორის, რომლებიც კვალიფიკაციის დაბალ დონეს მოითხოვენ, მოთხოვნა კი საკმაოდ მაღალია, მესამე ადგილზე გამათბობლების, კონდიციონერებისა და მაცივრების შემკეთებლის პროფესიაა. დღევანდელი ცივილიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა ტემპერატურის კონტროლია. გამათბობლები უზრუნველყოფენ სითბოს ზამთარში, გამაგრილებლები კი სიგრილეს ზაფხულში. მაცივრები კი ჩვენს პროდუქტს უსაფრთხოდ ინახავენ. მათი შემკეთებელ-მემონტაჟეების პროფესიაც შესაბამისად მოთხოვნადია. მათ მოვალეობებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი დაემატა – მომხმარებელთა ინფორმირება ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით. ამ პროფესიაზე მოთხოვნის ზრდა 2022 წლისთვის 21%-ს შეადგენს. მათზე მოთხოვნას კი ის ფაქტი განაპირობებს, რომ თითქმის ყველა სახლსა თუ საოფისე შენობაში არის დამონტაჟებული გამათბობელი ან კონდიციონერი. ამასთანავე, ბევრი მსგავსი მოწყობილობა მინიმუმ 10-15 წელში საჭიროებს განახლებას ან სრულიად გამოცვლას, რაც დამატებით სამუშაოს ნიშნავს. ამ პროფესიის შეძენას კი ბაკალავრის ხარისხი სულაც არ სჭირდება.
Pharmacist Filling Prescription
მეოთხე პროფესია დიაგნოსტიკური სამედიცინო სონოგრაფიაა. ამ პროფესიას თანამედროვე ტექნოლოგიის პირობებში უამღლესი კვალიფიკაცია არ სჭირდება, რადგან დიაგნოზის დასმა თანამედროვე აპარატების საშუალებითაა შესაძლებელი, მთავარია მათი მოხმარება ვიცოდეთ. ამ პროფესიაზე მოთხოვნა 2022 წლისთვის, რეკორდულად, 46%-ით გაიზრდება. პროფესიაზე მოთხოვნის ზრდა ტექნოლოგიურმა პროგრესმა განაპირობა, დიაგნოზის დასასმელად ექიმის ინსტიტუტს ნელ-ნელა ანაცვლებს ტექნიკური მოწყობილობები, რომელთა მართვაცაა საჭირო. ამ მართვის შესწავლისთვის კი სპეციალური კურსების გავლაც საკმარისია უმაღლესი განათლების მიღების გარეშე.
ganatleba 111
სულ უფრო პოპულარული ხდება სამშენებლო მენეჯერის პროფესია. შენობები და ცათამბჯენები რომელსაც თვალი ასე შეეჩვია, თავისით არ შენდება. სამუშაო პროცესის წარმართვისთვის აუცილებელი არიან სამშენებლო მენეჯერები. ამ პროფესიაზე მოთხოვნა 2022 წლისთვის 16%-ით გაიზრდება. მოთხოვნის ზრდას განსაკუთრებით წინასწარმეტყველებენ მომდევნო 5-10 წლის განმავლოაბში, რადგან კომერციული პროექტების ბუმია მოსალოდნელი. „ეკონომიკის გაჯანსაღებასთან ერთად, მოსალოდნელია კომერციული ფართების, საცხოვრებელი სახლების, სავაჭრო მოლების მშენებლობების მატება, რაც ლოგიკურად ზრდის მოთხოვნას სამშენებლო მენეჯერებზე“ – აცხადებენ სპეციალისტები. ამ სფეროში მუშაობის უფლების მოსაპოვებლად კი მოკლევადიანი ლიცენზირებული კურსების გავლა სრულიად საკმარისია.
2022 წლამდე 11%-ით გაიზრდება ბუღალტრებისა და აუდიტორების დამხმარე პერსონალზე მოთხოვნა. არც ამ პროფესიას სჭირდება უმაღლესი განათლება. მათი მათავარი მოვალეობა ქვითრების, ვაუჩერებისა და ნაღდი გადახდების აღრიცხვა-გატარებაა. მათ მოვალეობაში ასევე შედის მონაცემების კომპიუტერულ პროგრამებში შეყვანა და ანგარიშის ტექნიკური მომზადება. ეს პროფესია სულ უფრო აქტუალური ხდება კომპანიებისთვის, რომელთაც ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის შემდეგ რეგულატორები მეტ მოთხოვნებს უწესებენ.
გიყვართ იურისპრუდენცია, მაგრამ არ გხიბლავთ უმაღლეს სასწავლებლებში წლების გატარებისა და ასეული ათასი დოლარის დახარჯვა? მაშინ იურისტის დამხმარის პროფესია სათქვენო ყოფილა. მათ მოვალეობაში შედის კვლევების ორგანიზება, დოკუმენტაციის მომზადება-ორგანიზება. ისინი ასევე აწარმოებენ მოპალარაკებებს კლიენტებთან. 2022 წლამდე ამ პროფესიის ადამიანებზე მოთხოვნა 17%-ით გაიზრდება. ძვირადღირებული იურისტების დაქირავების ნაცვლად, კლიენტები იურიდიული კონსულტაციის მისაღებად ხშირად ამ პროფესიის ადამიანებს მიმართავენ, რომელთა მომსახურებაც გაცილებით იაფი ჯდება. სულ უფრო იზრდება მოთხოვნა სტომატოლოგის ჰიგიენისტის პოზიციაზე. სტომატოლოგის ლიცენზიის მოპოვება ძვირადღირებული და გრძელვადიანი შრომაა, რასაც ვერ ვიტყვით მათ დამხმარე პერსონალზე. ამ პოზიციაზე მოთხოვნა 2022 წლისთვის 33%-ით გაიზრდება.
ექვსი ყველაზე მაღალანაზღაურებადი „დაბალი კვალიფიკაციის“ მქონე პროფესია
ზემოთ ჩამოთვლილი რამდენიმე პროფესია ამ სიაშიც მოხვდა. მაგალითისათვის, იურისტის დამხმარის საშუალო შემოსავალი წელიწადში 46.990 აშშ დოლარია, მათგან ყველაზე მაღალანაზღაურებადი ნაწილი წელიწადში 75 410 აშშ დოლარს გამოიმუშავებს, ყველაზე დაბალანაზღაურებადის შემოსავალი კი წელიწადში 29 420 აშშ დოლარია. ლიცენზირებული ექთნების საშუალო წლიური შემოსავალი 65 470 აშშ დოლარია. ყველაზე მაღალ შემოსავლიანების საშუალო შემოსავალი წელიწადში 94 720 აშშ დოლარს, ხოლო დაბალშემოსავლიანების შემოსავალი 45 040 აშშ დოლარს შეადგენს. პოლიციის ოფიცრების საშუალო შემოსავალი წელიწადში 55 270 აშშ დოლარია, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ოფიცრები 89 310 აშშ დოლარს იღებენ, ხოლო ყველაზე დაბალშემოსავლიანები – 32 350 დოლარს.
სტომატოლოგის ჰიგიენისტების საშუალო წლიური შემოსავალი 70 210 აშშ დოლარია, ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპეციალისტების შემოსავალი – 96 280 აშშ დოლარი, ყველაზე დაბალანაზღაურებადის შემოსავალი კი 46 540 აშშ დოლარია წელიწადში. პროგრამისტები წელიწადში საშუალოდ 74 280 აშშ დოლარს გამოიმუშავებენ, ყველაზე მაღალანაზღაურებადები – 17 890 აშშ დოლარს, ყველაზე დაბალშემოსავლიანები კი – 42 850 აშშ დოლარს. სამედიცინო დოკუმენტაციის აღმრიცხველი და ჯანდაცვის სფეროს სხვა ტექნიკური პერსონალის საშუალო წლიური შემოსავალი 34 160 აშშ დოლარია, მათგან ყველაზე მაღალშემოსავლიანები წელიწადში საშუალოდ 56 200 აშშ დოლარს იღებენ, ყველაზე ნაკლებშემოსავლიანები კი 22 250 აშშ დოლარს.
ყველაზე მოთხოვნადი საბაკალავრო პროფესიები
მაგრამ თუ თქვენ არც ფული გენანებათ და არც დრო უამღლესი განათლების მისაღებად, არსებობს სხვა ყველაზე მაღალ მოთხოვნადი პროფესიების სიაც, მაგრამ ამჯერად საჭიროა მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი.
ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ზოგადად, სპეციალისტები დასაქმების ბაზარზე სამუშაო ადგილების ზრდას წინასწარმეტყეველებენ 2020 წლისთვის. მაგრამ ეს ყველა სპეციალობას მეტ-ნაკლებად ეხება. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ საშუალო სკოლას დაამთავრებთ, მოკლევადიან კურსებს, კოლეჯს თუ უმაღლეს სასწავლებელს, თქვენი მთავარი მიზანი მომავალში კარგად ანაზღაურებადი სამსახურის შოვნაა. ამიტომ, როცა სწავლის გასაგრძელებლად ფაკულტეტს ირჩევთ, პროგნოზებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება.
ბევრ პროფესიაზე მოთხოვნის ზრდა 2020 წლისათვის, როგორც ეს ზემოთაც აღვნიშნეთ, 30%-ს გადააჭარბებს. ამიტომ მომავალი სტუდენტებისთვის უპრიანი იქნება პროფესია ამ სიის მიხედვით აირჩიოს. სიაში პირველ ადგილზე პერსონალური ფინანსური მრჩეველის პროფესიაა. 2020 წლამდე ამ პროფესიაზე მოთხოვნა 30%-ით გაიზრდება. მათი მთავარი მოვალეობა კლიენტებისათვის ფინანსურ სირთულეებში გარკვევა, საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებასა და საგადასახადო საკითხებში დახმარებაა. მათი დახმარება განსაკუთრებით იმ პენსიონერებს სჭირდებათ, რომელთაც სიცოცხლის განმავლობაში სოლიდური დანაზოგი გააკეთეს, თანამედროვე ფინანსურ სამყაროში გარკვევა კი ძალიან უჭირთ და ეძებენ ფულის მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენების გზებს. ამ პოზიციაზე მომუშავეებს, როგორც წესი, მინიმუმ ბაკალავრის დიპლომს სთხოვენ.
მეორე მზარდი მოთხოვნის პროფესია მონაცემთა ბაზის ადმინისტრატიორია, რომელზე მოთხოვნაც 2020 წლისთვის 31%-ით გაიზრდება. მათთვის წაყენებულ მოთხოვნებში ხშირად დამსაქმებლები მხოლოდ ბაკალავრის დიპლომს არ ჯერდებიან და ასევე ითხოვენ ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო ხარისხს.
მოთხოვნადია მარკეტინკული კვლევის ანალიტიკოსთა პროფესიაც. ამასთანავე, მასზე მოთხოვნა 2020 წლისთვის 41%-ით გაიზრდება. მათი მოვალეობა ბაზრების მარკეტინგული კვლევა, ტრენდების განსაზღვრა, ანგარიშების მომზადება და მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებაა. დასაქმებისათვის აუცილებელია ბაკალავრის დიპლომი, მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების, სოციალური მეცნიერებების სფეროში ან ისეთ მონათესავე სპეციალობებში, როგორიცაა მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, სტატისტიკა და სხვა.
ganatleba 1111
2020 წლისთვის 30%-ით გაიზრდება პროგრამული დეველოპერების პროფესიაზე მოთხოვნა. მათი მთავარი მოვალეობა ახალი პროგრამების შექმნა და ძველი კომპიუტერული პროგრამების განახლება/სრულყოფაა. ამ შემთხვევაშიც, პირველი მოთხოვნა, მინიმუმ, ბაკალავრის ხარისხია ისეთ სფეროებში, როგორიცაა კომპიუტერული მეცნიერებები, პროგრამული უზრუნველყოფა ან სხვა მონათესავე სფეროებში.
პოპულარულ და პერსპექტიულ პროფესიებზე ბევრი ვისაუბრეთ, უპრიანი იქნება ბოლოსკენ ის პროფესიებიც ვახსენოთ, რომელსაც დამსაქმებლები დიდად არ წყალობენ და ამ პროფესიის კურსდამთავრებულებს წლიდან წლამდე ნაკლები შანსი აქვს დასაქმების.
სიაში პირველი არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამებია. მართალია, ეს ძალიან საინტერესო პროფესიაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრ კომპანიას და, შესაბამისად, დამსაქმებელს არ სჭირდება მათი მომსახურება, ამიტომ სამუშაო ადგილებიც ცოტა იქმნება. მიმდინარე ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის დროს, ყველაზე მეტად არქიტექტორების სამუშაო ადგილები შემცირდა, ამ პროფესიის ადამიანებს შორის უმუშევრობა13.9%-მდე გაიზრდა.
ამ სიაში მეორე პროფესია ხელოვნების ბაკალავრია. მათი მომსახურება ბევრს აღარ სჭირდება, ამიტომ უმუშევრობის დონე სხვა სფეროებთან შედარებით მაღალია.
დასაქმების მიღების თვალსაზრისით, დიდი პერსპექტივა არც ფილოსოფიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებს აქვთ.
რომელი პროფესია ავირჩიოთ საქართველოში
მსოფლიო ტენდენციებს ფეხს საქართველოც უწყობს. ჩვენთან, ისევე როგორც განვითარებულ ქვეყნებში მაღალია მოთხოვნა მარკეტინგის სპეციალისტებზე, ვებ-დიზაინერებზე, ბუღალტრებსა და სხვა ზემოთ დასახელებულ პროფესიებზე.
რაც შეეხება საქართველოს შრომის ბაზარზე დამსაქმებელთა მხრიდან, ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების ათეულს, შემდეგნაირად გამოიყურება: სიაში პირველი მარკეტინგის სპეციალისტია. ბოლო წლებია ყველაზე მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. მოთხოვნა გამოწვეულია კომპანიების სურვილით გაზარდონ გაყიდვები და მოძებნონ კადრი, ვინც ამ პროცესს გაუძღვება; ამასთანავე, პრობლემაა პროფესიონალების ნაკლებობა ბაზარზე, რაც ხშირად იწვევს კადრების დენადობას, ხდება ძველის გაშვება და ახლების მიღება. ამ პროფესიის კვალიფიციურ კადრს სამსახურის მოძებნა არ გაუჭირდება, რადგან დღესდღეობით უამრავი ახალი პროდუქტი გაჩნდა ბაზარზე. კარ-გმა სპეციალისტმა მაღალი კონკურენციის პირობებში გაყიდვა უნდა გაზარდოს, ეს კი ადვილი ნამდვილად არაა.
ინტერნეტ-ტექნოლოგიების სფეროს სპეციალისტებზე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოშია მოთხოვნა. კომპანიებს მუდმივად სჭირდებათ კომპიუტერული ტექნოლოგიების საუკეთესო სპეციალისტები, რომლებიც ტექნიკურ პრობლემებს მყისიერად აღმოფხვრიან და პასუხისმგებელიც იქნებიან ქსელის გამართულ მუშაობაზე.
მაღალია, მოთხოვნა ვებდიზაინერის პროფესიაზეც. განსაკუთრებით პოპულარულია გრაფიკული დიზაინის, მულტიმედიის, ვიზუალური ხელოვნების მიმართულებები. პროგრამისტებზე მოთხოვნა სტაბილურად მზარდია, ბიზნესს კომპანიები დიდ ყურადღება უთმობენ ინტერნეტში და სოციალურ ქსელებში კორპორატიული პროფილების ინტეგრირებას და განვითარებას.
წლიდან წლამდე იზრდება მოთხოვნა დისტრიბუტორებზე. ბაზარზე უამრავი სავაჭრო ობიექტი გაიხსნა, მათ კი მომარაგება სჭირდება. ამ სფეროში განსაკუთრებით დიდია კონკურენცია. მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება დისტრიბუტორებზე, რაც ასევე კომპანიის ქსელების გაფართოებით ან ახალი ჩამნაცვლებელი კადრების ძიებით არის განპირობებული.
ტურიზმის სპეციალისტის პოპულარობა ბოლო დროს ტურიზმის მთავარ მიმართულებად გამოცხადებამ გამოიწვია. ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა დაიწყო, საქართველოს პოტენციალის საერთაშორისო რეკლამირებამ კი საქართველოსადმი ინტერესი გაზარდა. განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა გიდებზე, რამაც გასულ წლებში კადრების დეფიციტი გამოიწვია. განსაკუთრებული მოთხოვნაა ინგლისურენოვან გიდებზე.
ბუღალტერ-ფინანსისტი საკმაოდ პერსპექტიული პროფესიაა. შრომის ბაზარზე ამ სპეციალობის წარმომადგენლებს საკმაოდ მაღალი შემოსავალი აქვთ. ბუღალტერი, ისევე როგორც კომპიუტერული ტექნოლოგიის სპეციალისტი, ნებისმიერ ბიზნესს სჭირდება. გარდა ამისა, კვალიფიციური ბუღალტერი მნიშვნელოვანია საგადასახადო სამსახურებთან ურთიერთობაში, კომპანიების ფინანსურად გამართვაში და გაუთვალისწინებელი ხარჯების თავიდან აცილებაში. ტურიზმის განვითარებამ ასევე გამოიწვია მოთხოვნის ზრდა მიმტანის, ბარმენის, სასტუმროს ადმინისტრატორის პროფესიებზე.
საქართველოში ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს შორის პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ ექიმები, იურისტები და მასწავლებლები. ამის მიზეზი ისაა, რომ მასწავლებლობა დღეს აღარავის სურს. კვალიფიციური კადრები სამუშაოდ სკოლაში აღარ მიდიან, რადგან პედაგოგის ანაზღაურება საკმაოდ დაბალია, პასუხისმგებლობა კი ძალიან დიდი. პედაგოგებს შორის ჭარბობს მოთხოვნა ინგლისური ენის მასწავლებლებზე.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლამ მიმდინარე წლის მარტში ჩაატარა კვლევა (კვლევის ფარგლებში ინფორმაცია მოძიებული იქნა შემდეგი ვებ-გვერდებიდან: www.saqme.ge, www. myjobs.ge, www. hr.ge და www.jobs.ge), რომელმაც გამოავლინა კომპანიებისა და საზოგადოების მხრიდან 10 ყველაზე მოთხოვნადი პროფესია/პოზიცია.
კვლევის შედეგად გამოვლენილ კომპანიების მხრიდან 10 ყველაზე მოთხოვნად პროფესიაში/პოზიციაზე პირველ ადგილს იკავებს – მენეჯერი რომელიც ბოლო ორი თვეა პირველ ადგილს იკავებს; შემდეგ ადგილზეა კონსულტანტი, რომელიც თებერვლის თვეშიც მეორე ადგილზე იყო; მესამე ადგილზეა მოლარე (თებერვალშიც მესამე ადგილი); შემდეგ ადგილს იკავებს მიმტანი (თებერვალში მეშვიდე ადგილი); მეხუთე ადგილზეა ადმინისტრატორი (თებერვალში მერვე ადგილი); შემდეგ მოსდევს გამყიდველი (თებერვლის თვეში მეათე ადგილი) მეშვიდე ადგილს იკავებს დამლაგებელი (თებერვალში არ იყო მოთხოვნად პროფესიებში); მერვე ადგილზე მოდის დისტრიბუტორი (თებერვალში მეოთხე ადგილი) შემდეგ ადგილს იკავებს პრისელერი (თებერვალში მეცხრე ადგილი); ხოლო ბოლო ადგილს იკავებს გაყიდვების აგენტი ( თებერვლის თვეში არ იყო მოთხოვნად პროფესიებში).
ganatleba 5

საზოგადოების მხრიდან 10 ყველაზე მოთხოვნადი პროფესიას/პოზიციას: პირველ ადგილს იკავებს – ბუღალტერი (თებერვლის თვეში პირველი ადგილი); მეორე ადგილზეა მზარეული (თებერვლის თვეში მეოთხე ადგილი); შემდეგ ადგილს ინაწილებენ მძღოლი და ძიძა (მძღოლი-მეცხრე ადგილი, ძიძა-არ იყო მოთხოვნად პროფესიებში) მეოთხე ადგილზეა კონსულტანტი (თებერვალში მეექვსე ადგილი) მეხუთე ადგილს იკავებს დამლაგებელი (თებერვალში მეორე ადგილი) მეექვსე ადგილზეა მიმტანი (თებერვალში მესამე ადგილი) შემდეგ მოდის ოჯახის დამხმარე (თებერვალში არ იყო მოთხოვნად პოზიციაზე) მერვე ადგილზეა მცხობელი (თებერვალში მეშვიდე ადგილი); მეცხრე ადგილს იკავებს მუშა (თებერვალში არ იყო მოთხოვნად პროფესიებში); ხოლო ბოლო ადგილს იკავებს ოფის -მენეჯერი (თებერვალში არ იყო მოთხოვნად პოზიციაზე).
geoeconomics.ge

Sunday, April 20, 2014

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე


უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II

,,წყალობაი და ჭეშმარიტებაი შეიმთხვივნეს,

სიმართლემან და მშვიდობამან ამბორს-უყვეს" (ფს. 84,10).

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მამანო და დედანო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, სასულიერო და საერო დასნო, მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,

ქრისტე აღდგა!

აღდგომის მადლითა და სიხარულით აღვსილი ვადიდებთ უფალს და თქვენ ყოველთა გულითადად გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს.

აღსრულდა!

აღსრულდა ის, რაც განჩინებული იყო უწინარეს საუკუნეთა!

,,ვნებითა მით შენითა, ქრისტე, ვნებათაგან განვთავისუფლდით და აღდგომითა შენითა ხრწნილებისაგან ვიხსენით, უფალო, დიდება შენდა!"

49 დღე ემზადებოდნენ მორწმუნენი ამ ზეიმის შესახვედრად.

შვიდი კვირის განმავლობაში ყველანი ვცდილობდით სულიერი კიბით ზესვლას, რათა ძალისამებრ ჩვენისა მომზადებულნი ვზიარებოდით პასექის სიხარულს, რომლის სადიდებელად ენა ამაოდ დაშვრება, რადგან ადამიანური

მეტყველება უძლურია, გადმოსცეს ღვთის სიყვარულის ის საოცარი გამოვლინება, რისი მომსწრე და მხილველიც კაცთა მოდგმა 1981 წლის წინ გახდა.

აღდგომა, ეს არის ნეტარ მარადისობასთან ზიარების, წარუვალი სიკეთისა და სიხარულის მაუწყებელი დღე.

,,სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი?

სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი?" (I კორ, 15,55).

ქრისტე აღდგა! გიხაროდეთ!

გარდა იმისა, რომ მაცხოვარმა ჩვენმა ბოროტება შემუსრა, თითოეულ ჩვენგანს უჩვენა გზა ხსნისა, უჩვენა მაგალითი ცხოვრებისა, ისეთი სიცოცხლისა, რომელიც ჭეშმარიტ ბედნიერებასთანაა დაკავშირებული.

ბედნიერება, ეს არის ის ცნება, ის მდგომარეობა, რომელსაც ესწრაფვის ყველა ადამიანი, არა აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნისა და ერის წარმომადგენელია იგი. ოღონდ, რა თქმა უნდა, ბედნიერებას ესა თუ ის პიროვნება სხვადასხვანაირად აღიქვამს. მთავარი განსხვავება კი ის არის, რომ ზოგნი ამას ღმერთთან სიახლოვეში ხედავენ, ზოგნი კი, მის გარეშე მოიაზრებენ.

ამ გაორებას სათავე სამოთხეში დაედო.

ღმერთთან ერთობის პერიოდში ადამი და ევა აქ უზრუნველად ცხოვრობდნენ, მაგრამ, როდესაც მათ, საკუთარი თავის კიდევ უფრო მეტად განდიდების მიზნით, უფლის დარიგება უგულებელყვეს, ქვენა მიდრეკილებებს გაუხსნეს კარი და თვითონაც და მათი შთამომავლობაც გაორდა:

კაენის სულის მქონეთ ღმერთს ზურგი აქციეს და დაემონნენ ეგოისტურ ზრახვებს, ამბიციას, ხორციელ და გრძნობად მოთხოვნილებებს: ისინი ცდილობენ აქ, ამ წუთისოფელში, მიიღონ შესაძლო პატივი, სიმდიდრე, სიამოვნება... იმქვეყნიური ცხოვრებისა კი ან არ სწამთ, ან ამ თემაზე საკუთარი წარმოდგენა აქვთ და ყველაფერს სათავისოდ განსჯიან.

აბელ-სეითის გზით მავალნი კი ბედნიერებას მხოლოდ უფლის წიაღს უკავშირებენ.

მათთვის მიწიერი ცხოვრება, ეს არის სამოთხიდან განდევნილთა ადგილი, ის დრო და სივრცე, სადაც ადამიანმა საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს თავისი ხვედრი და შეამზადოს თავისი მარადიული მომავალი.

ასეთი პიროვნებებისათვის ადამიანური ნამდვილი ბედნიერების საიდუმლო შემოქმედის ამ სიტყვებშია გაცხადებული: ,,შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა. ეს არის პირველი მცნება. მეორე არის: შეიყვარე მოყვასი, ვითარცა თავი შენი" (მრ. 12, 30-31).

პირველი მცნება გულისხმობს ღვთისადმი ისეთ სიყვარულს, რომელიც ყველაზე ძლიერი უნდა იყოს ჩვენში.

- როგორ მივხვდეთ, ვართ თუ არა ამ განწყობით?

- შემოქმედზე წინ არ უნდა დავაყენოთ არავისი და არაფრის სიყვარული და ამასთან, ყოველივე ჩვენს თავზე მოწევნული, - სიხარული თუ განსაცდელი, - უნდა მივიღოთ მადლიერებით.

- განა თუნდაც 
მშობლების ან შვილებისადმი გამორჩეული სიყვარული სწორი არ არის?

- ქრისტიანობა სიყვარულის სარწმუნოებაა, გულმხურვალე, თავგანწირული სიყვარულის რელიგია და, ბუნებრივია, ახლობლებისადმი დიდი სითბოსა და მზრუნველობის გამოჩენა არა თუ კარგია, ჩვენი ვალდებულებაა. ამის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია, მაგრამ ჩვენც, ჩვენს მშობლებსა და მათ წინაპართ, ისევე როგორც ჩვენს შვილებს და მათ შთამომავლებს, სიცოცხლეც და სხვა ყოველივე სიკეთეც უფლისაგან მოგვეცა. იგი არის ყველაზე დიდი მშობელი, ყველაზე დიდი ახლობელი ყველასათვის, ყველაზე მართალი და გულწრფელი გულშემატკივარი, იმედი და ნუგეშინისმცემელი ჩვენი.

ამიტომაც, როცა, თუნდაც, მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს საჭიროა ჩვენთვის.

- მაგალითად, შვილის გარდაცვალებაც?

- რა თქმა უნდა, ეს უდიდესი ტკივილია და ბოლომდე ღვთის განგებულებას ვერავინ ჩაწვდება. თუმცა, ასეთ შემთხვევებში ვხედავ იმ აზრს, რომ უფალს ადამიანი თუნდაც ახალგაზრდა, გაყავს ამ ქვეყნიდან მისი ცხონებისათვის საუკეთესო პერიოდში. და, ბუნებრივია, იგი ცათა შინაც შესაფერის ადგილს დაიმკვიდრებს; ხოლო ის ტკივილი, რაც მშობლებს, ნათესავებსა და მეგობრებს მიეყენებათ, კიდევ ერთხელ დააფიქრებთ მათ სიცოცხლის საზრისზე, მთავარ ღირებულებებზე, ცხოვრების წესზე, ზესთასოფელზე. . .. ყოველივე ეს კი იწვევს ფერისცვალებასა და უკეთესობისაკენ მათ შეცვლას. ანუ, ფაქტობრივად, ეს ახალგაზრდები მიზეზნი ხდებიან თავისი ახლობლების სულიერი გადარჩენისაც, რაც უდიდესი მადლია იმ ქვეყნად წასულთათვისაც და აქ მყოფთათვისაც;

ხოლო თუ ამ ხალხს ასეთმა განსაცდელმაც ვერ უშველა, ძალიან დიდი ალბათობაა იმისა, რომ მათს გულებში უფლის ადგილი არც არასოდეს იქნება.

- და რაკი ადამიანი გამუდმებით სცოდავს, მითუმეტეს ჩვენს დროში, განსაცდელებით ამიტომ ვართ სავსენი?

- ეს, მართლაც ასეა. დემონი ყოველნაირად ცდილობს თითოეული ადამიანის სული მიიზიდოს და მიიტაცოს. სთესავს მასში ეჭვსა და ურწმუნოებას, ყველაფრისადმი ზერელე დამოკიდებულებას, ბინდავს გონებას ათასგვარი სიამოვნებით და თვალსაწიერს მხოლოდ წუთისოფლით უფარგლავს, რათა იგი გონს არ მოეგოს და ხელიდან არ დაუსხლტეს.

ასე იყო ყოველთვის, ასეა დღესაც, თუმცა თანამედროვე ჩვენი ყოფა უფრო დამძიმდა და დასნეულდა, რადგან მასიურად ხდება წახალისება ცოდვის პროპაგანდისა. ბოროტის შემოტევის ასეთი ფართო მასშტაბები ადრე არ იყო. ადრე დევნიდნენ და აწამებდნენ მორწმუნეებს, ანგრევდნენ ტაძრებს, შეურაცხყოფდნენ სიწმინდეთ, მაგრამ ზნეობაზე სიტყვით მაინც უარს არ ამბობდნენ.

თანამედროვე ფსევდო-ლიბერალიზმს კი სურს, მოსპოს ცნება ცოდვა. მათი აზრით, ცოდვის განცდა თურმე ზედმეტად ,,ბოჭავს" ადამიანს და ,,თავისუფლებას" აკარგვინებს. ამიტომაც უნდათ, გააქრონ მორალი და მასთან ერთად სინდისის ქენჯნაც. იერიში მიტანილი აქვთ ზნეობაზე, რაც დღეს უკვე გულისხმობს ბრძოლას არა

მარტო რელიგიურ მცნებებთან, არამედ საყოველთაო, ზოგადადამიანურ ღირებულებებთანაც, ფაქტობრივად, ისინი ცხოველებზე უფრო დაბალი ცხოვრების წესს სთავაზობენ საზოგადოებას და სრული სულიერი გადაგვარებისაკენ უბიძგებენ. აჩვენებენ სადიზმითა და სექსოპათიით გაჯერებულ ფილმებს და თან ,,გართობის" მიზნით სხვადასხვა ,,შოუსა" და გადაცემებში ირონიით საუბრობენ ადამიანურ ღირსებებზე, კულტურაზე, ტრადიციებზე, რათა, მათი თქმით, ხალხი ,,განკურნონ ნევროზისა და ფობიებისაგან."

ეს მეთოდიკა ისეთი ფორმით ინერგება, რომ ზოგჯერ თვით ამ ,,სპექტაკლების" მონაწილეთაც არ ესმით, სინამდვილეში რას ემსახურებიან და რატომ აქვთ ასეთი დაკვეთები. ვითომ ორიგინალობის და სიახლის შემოტანის სურვილით აკეთებინებენ ამას, სინამდვილეში კი საყოველთაო ურწმუნოებასა და ეშმაკეულ ცნობიერებას ამკვიდრებინებენ, რითაც, რა თქმა უნდა, ღმერთს განარისხებენ:

,,ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის ცდუნება. მისთვის უმჯობესი იქნებოდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვის უფსკრულში ჩაეძირათ(მთ.18,6, 18,7) _ ბრძანებს უფალი.

ბუნებრივია, ადამიანის ისედაც სუსტ ბუნებას უჭირს გაუძლოს ბოროტის ამდენ მახეს. ამიტომაც, სახეზე გვაქვს საყოველთაო დაცემა და ამ ფონზე არც მართლმადიდებლები არიან განსხვავებულ მდგომარეობაში. მათ შორისაც გახშირდა სიცრუე და ღალატი, ეგოისტური მიდგომები, უარის თქმა ოჯახურ ვალდებულებებზე, გულგრილობა. ყოველივე ეს კი სულიერ სამყაროში იწვევს სერიოზულ რღვევებს, რასაც ზოგიერთი გრძნობს, მაგრამ არ რეაგირებს, ზოგიერთი კი ვერც აცნობიერებს და აგრძელებს ცოდვასთან კავშირს.

მაგრამ თუ უფალს ეს ადამიანი უყვარს და არა ჰყავს მიტოვებული, მასზე ღვთისაგან დაეშვება განსაცდელი (ან განსაცდელები), რათა იგი გამოფხიზლდეს და დაფიქრდეს თავის მდგომარეობაზე.

ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, ვიდრე არ მოხდება გაცნობიერება დანაშაულისა და მისი გამოსყიდვა.

მე პირადად არაერთი ადამიანი მინახავს გულწრფელი აღსარებითა და ზიარებით მძიმე სენისაგან განკურნებულნი, ასევე რთული და, ერთი შეხედვით, გამოუვალი მდგომარეობიდან თავდახსნილნი; ეს ხომ დასჯა არ არის! იგი უფსკრულიდან ჩვენი ამოყვანაა, ჭუჭყისაგან ჩვენი განთავისუფლებაა.

ამიტომაც განსაცდელი მადლიერებით უნდა მივიღოთ.

ამასთან, ჩვენს თავში უნდა გავაძლიეროთ მებრძოლი სული, არ შევეგუოთ დაცემას, რამდენჯერაც არ უნდა შეგვემთხვას იგი, და ყოველთვის უნდა მოვძებნოთ ძალა ვნებათა დასათრგუნად, ასადგომად და გზის გასაგრძელებლად.

,,სასუფეველი ცათაი იიძულების, და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი," (მთ. 11,12.). ანუ სასუფეველი ცათა საკუთარ თავთან ჭიდილით, _ ცოდვათა დაძლევით მოიპოვება და ვინც ამ ომში გაიმარჯვებს, ის დაიმკვიდრებს მას.

ვიმეორებ, ეს დაპირისპირება დღეს განსაკუთრებული სიმწვავით მიმდინარეობს. ბოროტი თავგამოდებით იბრძვის და ჩვენც თავგამოდებით გვმართებს დავიცვათ ჩვენი მეობა, ჩვენი სული, ჩვენი ღირებულებები.

მაცხოვარი ჭეშმარიტ ქრისტიანებს თავისიანებსა და რჩეულებს უწოდებს და ასე მოიხსენებს: ,,ვიცნი ჩემნი იგი და მიციან ჩემთა მათ" (ინ. 10,14).

როგორი დიდი წყალობაა, უფალს მიაჩნდე თავისიანად!

მე მინდა, მივმართო ჩვენს ხალხს, რომელმაც ბოლო პერიოდში მრავალი განსაცდელი გადაიტანა, _ არ შედრკეთ! ეს ტკივილი, ეს მწუხარება სწორედაც ნიშანია იმისა, რომ უფალი ჩვენთანაა, რომ ღმერთს ვუყვარვართ და ამიტომაც გვწვრთვნის შეცოდებათა გამო.

- მართალია, სხვათა მსგავსად ჩვენც რთულ დროში გვიწევს ცხოვრება და ეს გავლენას ახდენს ჩვენს სულიერ მდგომარეობაზე, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ მრავალი ტაძარი აიგო, ეკლესიები სავსეა ხალხით, მოსახლეობის დიდი უმრავლესობა თავს მართლმადიდებლად მიიჩნევს. სხვაგან ასეთი პროცესები არ არის, თუმცა ისინი ჩვენზე უკეთ არიან. ჩვენ რა დავაშავეთ, რომ გამოცდის და განსაცდელების პერიოდი ასეთი ხანგრძლივი და მძიმე აღმოჩნდა?

- ჯერ ერთი, ვისაც ბევრი მიეცა, მეტიც მოეთხოვება. ჩვენს ხალხთან მიმართებაში სწორედ ეს ვითარებაა. ამასთან, მართალია, საზოგადოებაში დიდი დადებითი ძვრები მოხდა, მაგრამ მთავარი ნაკლოვანებები ჯერ კიდევ არ არის გამოსწორებული.

თითოეულმა ჩვენგანმა (ამჯერად ვგულისხმობ მხოლოდ მორწმუნეთ, მათ შორის სასულიერო პირებსაც) ჩავიხედოთ სულში და პირუთვნელად შევაფასოთ ჩვენი განწყობები და დამოკიდებულებები.

ვფიქრობ, ცოტანი არიან ისეთნი, რომელთა გულის ტახტზე უფალია დაბრძანებული. უმეტესი ნაწილი კი ძირითადად, სიტყვით და ნაწილობრივ კი, საქმითაც ღვთის მადიდებელია, მაგრამ ბოლომდე მაინც არ არის მინდობილი ღმერთს.

ეს ჰგავს იმ პიროვნების მდგომარეობას, რომელმაც ცურვა არ იცის, ზღვის სანაპიროზე მხოლოდ ფეხს ისველებს და ზღვაში ცურვის სიყვარულზე კი საუბრობს.

რა თქმა უნდა, ათეისტური აზროვნებისაგან ხალხი მალევე ვერ განთავისუფლდება და ზემოთქმული ამის შედეგიც არის, მაგრამ უკვე დადგა დრო, მთავარი სულიერი ორიენტირების გასწორებისა; ხოლო თუ ეს ასე არ მოხდება, მთელი ჩვენი ძალისხმევა, ჩვენი ვედრება ამაო იქნება, რადგან არასწორად აღვლენილი ლოცვა ჰაერში განიბნევა და შედეგს ვერ გამოიღებს.

ჩვენი ცხოვრება, ჩვენი საქმიანობა, აზრი და ფიქრიც კი, შესაძლებლობისამებრ, ღმერთით უნდა იყოს განმსჭვალული და სწორებას მუდამ მასზე უნდა ვახდენდეთ. ასეთი დამოკიდებულება სასიცოცხლოდ აუცილებელი არის თითოეული ჩვენგანისთვის.

მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ, თავი დავიცვათ ცოდვისაგან და მივუახლოვდებით იმ მდგომარეობას, რაც დაცემამდე იყო შემოქმედსა და ჩვენს პირველმშობლებს შორის, - შევცურავთ უფლის სიყვარულის ოკეანეში და აღვივსებით მისი მადლითა და წყალობით.

ვინ არის მოყვასი და რატომ არის მისი სიყვარული ჩვენი გადარჩენისათვის, ასევე, აუცილებელი პირობა?

- მოყვასია ყველა, ვინც კი ცხოვრების გზაზე გხვდება. დაწყებული შენი ოჯახის წევრებიდან, ახლობლებიდან და მეგობრებიდან და დამთავრებული უცნობი, მაგრამ შენთან შეხებაში მყოფი პიროვნებებით; რა თქმა უნდა, ამათ რიცხვში შედიან ის ადამიანებიც, რომელთაც ჩვენ მტრებს ვუწოდებთ.

ახლობლებისა და ჩვენი მოყვარული ადამიანების სიყვარული რომ აუცილებელია, გასაგებია. ეს გრძნობა იმდენად ბუნებრივად მკვიდრობს ჩვენში, რომ აქ მოვალეობაზეც კი ლაპარაკი არ არის, ეს ჩვენი მოთხოვნილებაა.

ჩვენი ხალხის ხასიათის წარმოსაჩენად ორ მომენტს გავიხსენებ: თუკი ქვეყანამ გაუძლო ბოლო ოცი წლის დუხჭირ ცხოვრებას, ეს სწორედ მეგობრების, მეზობლების, ნათესავების ერთსულოვნებით მოხდა. უბრალო ადამიანები, თვითონაც არას- მქონენი, მასზე გაჭირვებულთ უშურველად უნაწილებდნენ თავის ლუკმას, რაც ბუნებრივად, დაუყვედრებლად ხდებოდა.

ეს ხომ გმირობის ტოლფასია!

თქვენ იცით, მე ყოველთვის მოვუწოდებდი და მოვუწოდებ უცხოეთში წასულ ქართველებს, დაბრუნდნენ სამშობლოში და აქ ეძიონ საშუალებები დასაქმებისა, თუნდაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით, მაგრამ არ შეიძლება არ დავაფასო ამ ადამიანების დიდი ნაწილის, განსაკუთრებით ქალბატონების, თავდადება, როგორც თავისი შვილების, ისე მეუღლეებისა და ახლობლების მიმართ.

მათ მიატოვეს ყველაფერი და უცხოეთში უმძიმესი შრომა არ ითაკილეს, რომ როგორმე ფიზიკურად გადაერჩინათ თავისი საყვარელი პიროვნებები.

ეს მოყვასის მიმართ შეწირული მსახურებაა.

- ჩვენს ურთიერთობებში დიდი პრობლემები მაშინ იწყება, როდესაც ცოდვას ვეხებით და წყენა და გულისტკენა ჩნდება. როგორ მოვიქცეთ?

- ცოდვის პირველი უცილობელი წამალი სინანულია.

თუ შენ ხარ დამნაშავე, ბუნებრივია, ბოდიში უნდა მოიხადო, აღიარო დანაშაული, მიხვიდე მასთან, ვისაც გული ატკინე და სთხოვო პატიება. ეს შენი ვალდებულებაა. თუმცა ადამიანებს ზოგჯერ უჭირთ ამ ნაბიჯის გადადგმა და პატივმოყვარეობის დაძლევა, რაც ფრიად სამწუხაროა.

- როგორ ვიგრძნოთ, გულით ვაპატიეთ, თუ არა სხვას დანაშაული?

- პატიება ნიშნავს არა მარტო იმას, რომ სამაგიეროს არ მიაგებ მას, არამედ იმასაც, რომ დაფარავ და არ განაცხადებ შენი შემცოდის ცოდვას. უფრო მაღალი საფეხური კი გულისხმობს იმ მდგომარეობას, როდესაც ამ ადამიანს შენ სიკეთით უპასუხებ.

- შეიძლება ნაკლებად შემცოდეს შეუნდო, მითუმეტეს, თუ იგი შენდობას ითხოვს, მაგრამ როგორ შევიყვარო მტრები, ისინი, რომელნიც უსამართლოდ, საშინლად გვექცევიან?

- ცოდვა, რა თქმა უნდა, არ არის ის, თუ ასეთ დამნაშავეს სამართლებრივ ფარგლებში პასუხს მოთხოვ, მაგრამ ეს ურთიერთობის შედარებით დაბალი დონეა.

საერთოდ კი, შენ უნდა მოინდომო, მას აუხსნა საქმის რეალური ვითარება, რომ გაღიზიანება დაიძლიოს; მაგრამ თუ ეს ქმედება ამაო გამოდგა, იგივე ახლა სხვათა საშუალებით გააკეთე; ხოლო თუ შედეგი ამ შემეთხვევაშიც ვერ მიიღე, ეცადე ღვთის სადიდებელად დაითმინო ცილისწამება, რითაც შენს სხვა მრავალ

ცოდვას აღხოცავ და სულიერადაც ამაღლდები; მაშინ ,,მტრის" შხამიანი ქმედებების მიღმა დაინახავ, რომ შენი შეურაცხმყოფელი, ფაქტობრივად, თავისი ნებით წირავს თავს შენი განწმენდისათვის და ამასთან, უღირსი საქციელის გამო, საკუთარ თავს გაუცნობიერებლად, ღვთის რისხვას უმზადებს.

განა რა უნდა იყოს ამაზე მეტი სასჯელი მისთვის! შენ კი, თუ გონიერი ხარ, ასეთ პიროვნებაში დიდ კეთილისმყოფელს აღმოაჩენ, შეიბრალებ და შეიყვარებ მას.

ასე რომ, ჩვენი პირადი მტრის შეყვარება შესაძლებელია!

გავიხსენოთ მამა გაბრიელი (ურგებაძე), _ აღმსარებელი და სალოსი.

მოგეხსენებათ, სალოსობის ინსტიტუტი, ძველი დროიდანვე იყო ცნობილი მართლმადიდებლობაში, მაგრამ ამ გზით მავალნი ძალიან ცოტანი იყვნენ;

ისინი ყველას დასანახად ისე იქცევიან, რომ თავის არარაობას გაუსვან ხაზი და სხვათა თვალში დამცირდნენ. ანუ სალოსები მარტო კი არ ითმენდნენ შეურაცხყოფას, არამედ საზოგადოებაში ხელს უწყობდნენ მათზე უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, რათა ყველასაგან ფარული, დიდი ღვაწლი ლოცვისა ეტვირთათ არა მარტო ცალკეული პიროვნებისა და ერისათვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის.

ასე იცხოვრა მამა გაბრიელმაც, – დაიმდაბლა თავი და ამიტომაც ამაღლდა.

არანაკლები მადლმოსილება აქვთ ბეთანიელ ბერებსაც, - არქიმანდრიტებს: გიორგი მხეიძესა და გიორგი-იოანეს(მაისურაძეს) და XX ს-ში გაბრწყინვებულ სხვა წმინდანებს (აღარაფერს ვამბობთ წინა საუკუნეებში მოღვაწე სხვა წმინდანებზე).

* გამოდის, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის მტერი არ არსებობს?

- მტერი არსებობს და მისი სახელი არის ბოროტი სული, ეშმაკი, რომელიც თავისი მიზნების განსახორციელებლად იყენებს ცალკეულ პიროვნებებს, განსაკუთრებით ურწმუნოთ. აი, ვინ უნდა გვძულდეს და მოვიძაგოთ. მისი გავლენის ქვეშ მოქცეული ადამიანები კი, - გვიყვარდეს და გვებრალებოდეს, როგორც სნეულნი და ვეცადოთ, ვუმკურნალოთ მათს წყლულებს.

არსებობს ასეთი მოკლე ლოცვა:

ღმერთო, აცხოვნე (უნდა ითქვას მაჭირვებელთა სახელი) და მისი ლოცვით მეც მაცხოვნე, _ ამ სიტყვებში დიდი სიბრძნეა.

მაგრამ, მოგეხსენებათ, წამლობა ხშირად მწარეა, თუმცა მისი მიღება აუცილებელია ჩვენი გამოჯანმრთელებისთვის. ასეა ცხოვრებაშიც, სიყვარული არ ნიშნავს ყოველივეს პატიებას, დაუსჯელობას. უფალიც ხომ გვწვრთნის დანაშაულთა გამო! ამიტომაც, ჩვენც უნდა ვიცოდეთ, რომ სიყვარული არ ნიშნავს უმოქმედობას, რომ ჩვენ ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ ღირსების დაცვა და პატივმოყვარეობა, თავდაცვა და ძალადობა, სიმართლის თქმა და განკითხვა, მხილება და დაბეზღება, დათმენა და სისუსტე.

შეუძლებელია, შენი სახელმწიფოს მტრების მიმართ იყო გულგრილი და არ დაიცვა ქვეყანა, მისი წარსული და მომავალი როგორც სიტყვით, ისე ფიზიკურადაც.

შეუძლებელია, სიწმინდის ტოლფასად ცოდვის აღიარებას გაიძულებდნენ და ეს დაუშვა.

შეუძლებელია, მეგობარს, ზოგადად ადამიანს სასიკვდილოდ იმეტებდნენ, ან თუნდაც... უსამართლოდ ეპყრობოდნენ და თანადგომა არ გაუწიო მას.

უკიდურესობები არაფერში არ ვარგა, მით უმეტეს, აზროვნებაში. ამ სფეროში უკიდურესობებს მივყავართ ან ფანატიზმამდე, ან ფსევდო-ლიბერალიზმამდე. ორივე გადახვევაა ჭეშმარიტებიდან და, ამდენად, მიუღებელიც.

პიროვნების სწორად ჩამოყალიბება დამოკიდებულია ოჯახში აღზრდაზე. ეს გარემო, სასწავლებელთან და ეკლესიასთან ერთად, გადამწყვეტ როლს ასრულებს ახალგაზრდის ფორმირებაში.

კომუნისტური რეჟიმის პირობებში ბევრი რამ დამახინჯდა, გაუკუღმართდა, მათ შორის, შვილებისადმი სიყვარულიც. მშობლები თავისი გაგებით უფრთხილდებიან მათ და ცდილობენ, ჰქონდეთ საუკეთესო ჩასაცმელი, არაფერი ეტკინოთ, არ ეწყინოთ, არ დაიღალონ, არამედ გაერთონ და ისიამოვნონ.. . . ანუ უქმნიან სასათბურე პირობებს და თავისდაუნებურად ბავშვებში ეგოისტურ სულს აღაზევებენ.

ეს არის გაუცნობიერებელი მტრობა შვილების მიმართ!

ასეთი დამოკიდებულების შედეგად ახალგაზრდა უსუსური ხდება, არა აქვს შინაგანი სიმტკიცე, ხშირად იჩენს სიმხდალეს, მუდმივად ეძებს საყრდენს და სხვაზეა დამოკიდებული, დაქვეითებული აქვს აზროვნებაც და სიცოცხლისუნარიანობაც; ამასთან, არის ამბიციური და ,,მე"-ზე ორიენტირებული.

ეს ყველაფერი სხვადასხვა ეკონომიური შესაძლებლობის მქონე ფენაში სხვადასხვა სახით ვლინდება, თუმცა დიდ ნაწილში ერთი საერთო მდგომარეობა შეიმჩნევა, _ არსებულით დაკმაყოფილება, უინიაციტივობა და მიშვებულობა.

ხშირია შემთხვევები, როცა მათ ბევრი რამ აკლიათ, მაგრამ ეზარებათ ვითარების გამოსწორებისათვის ზრუნვა. შედარებით უკეთეს მდგომარეობაში მყოფნიც, ზედმეტად თავს არ იწუხებენ, რადგან არა აქვთ ძიების სურვილი. ეს მოსწავლეები და სტუდენტები ამთავრებენ რა სასწავლებელს, ამთავრებენ ურთიერთობას წიგნთან და მხოლოდ ინტერნეტის თამაშებით იქცევენ თავს.

ბევრი მიეჩვია უშრომელად, ან შედარებით იოლი საქმიანობით, თავის გატანას და აღარ ეძებს სხვა გზებს მდგომარეობის გამოსასწორებლად; ამასთან, თუ ერთხელ არ გაუმართლა მცდელობამ, უიმედობა იპყრობს, დეპრესიული ხდება და იწყებს ცხოვრების კიბეზე კიდევ უფრო დაღმა დაშვებას. ამიტომაც გამრავლდა ნარკომანია, ლოთობა, ქურდობა, მკვლელობა, აღვირახსნილობა...; ეს ყველაფერი არასწორი აღზრდის შედეგია.

ჩვენი შვილები თავიდანვე ძლიერ პიროვნებებად უნდა აღვზარდოთ და, პირველ რიგში, ღვთის სიყვარული და იმედი შთავუნერგოთ; იმედი იმისა, რომ თუ სწორად იცხოვრებენ, მარტონი არასოდეს იქნებიან და პრობლემებს უფლის შეწევნით აუცილებლად გადალახავენ.

ამასთან, პატარები უნდა მივაჩვიოთ შერიგებას, წყენის დავიწყებას, მეგობრებისადმი და, საერთოდ, ადამიანისადმი ერთგულებას, მადლიერებას, სხვის დახმარებას, სწორედ იმის გაღებას, რაც თვითონ ყველაზე მეტად უყვარს და სხვისი სიხარულით გახარებას, უნდა მივაჩვიოთ სამართლიანობას, ამტანობას, ტკივილის გაძლებას, რთულ სიტუაციაში გამოსავლის პოვნას, რა თქმა უნდა, შრომასა და წიგნის კითხვას; ანუ მოვამზადოთ ცხოვრებისათვის.

ფიზიკური და ინტელექტუალური დატვირთვა აუცილებელია ჯანსაღი თაობის აღსაზრდელად, რომ საჭიროების შემთხვევაში თავიც დაიცვას და სხვაც, ამასთან, გაარჩიოს, სად არის შავი და სად _ თეთრი, რა არის კარგი და რა _ ცუდი პირადად მისთვის, მისი ოჯახისათვის, ახლობლებისა და ქვეყნისათვის, რომ თავის შინაგან სამყაროში იგრძნოს სილაღე, თავისუფლება, სიძლიერე და სიყვარულით აღვსილი ამ თვისებების სხვათათვის გამზიარებელი იყოს სიცოცხლის ბოლომდე.

ამ მიზნის მისაღწევად დედ-მამამ პირადი მაგალითი უნდა უჩვენონ და, ამავე დროს, ურთიერთპატივისცემითა და შეთანხმებულად უნდა იმოქმედონ.

ქართველი ქალი ყოველთვის იყო ოჯახის დედა-ბოძი და დღესაც, ემანსიპაციის პირობებში, ისევ მან უნდა შეძლოს მთავარი გამაწონასწორებლი როლის შესრულება ოჯახში და ყველა წევრის ჩაბმა მომავალი თაობის სწორად აღზრდის პროცესში (აქ იგულისხმება ოჯახური საუბრები, საინტერესო თემების განხილვა და სხვა).

სახელმწიფოს ვალდებულებაა, ბავშვები დაიცვას მავნე ზეგავლენებისაგან, შესთავაზოს სწორად დაგეგმილი სასწავლო პროცესი და ამასთან სკოლიდანვე შეაჩვიონ პატარები ანალიტიკურ აზროვნებას; უნდა შეიქმნას ფილოსოფიური და ლიტერატურული წრეები, სადაც მოსწავლეები წაიკითხავენ საინტერესო წიგნებს და გაარჩევენ მათ, დაწერენ თავისუფალ თემებს და იმსჯელებენ სხვადასხვა საკითხზე.

ახალგაზრდებმა და, საერთოდ, ნებისმიერმა პიროვნებამ, ღრმა აზროვნების განსავითარებლად საჭიროა იკითხონ როგორც სასულიერო წიგნები, ისე მხატვრული, ფილოსოფიური, ისტორიული, ფსიქოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლიტერატურა; ამის გარეშე მათი ხედვის დიაპაზონი ვიწრო იქნება და ვერ გააკეთებენ სწორ არჩევანს.

ისინი უნდა აკონტროლებდნენ თავის ფიქრებს, უნდა იცოდნენ, სად არის ოქროს შუალედი, სად უნდა დაედოს ზღვარი მათს აზროვნებას, რომ უფლისაგან მონიჭებული არჩევანის უფლება და თავისუფლება ბოროტის მსახურებად არ აქციონ. თუ ეს განხორციელდა, მაშინ მშობლებს შეუძლიათ ჩათვალონ თავისი ვალი შვილებისა და სამშობლოს წინაშე აღსრულებულად.

დაახლოებით ასეთია მორწმუნის დამოკიდებულება ბედნიერებისადმი.

ყოველივე ზემოთქმული კი ემსახურება ერთ მიზანს, რომ ჩვენ ვისწავლოთ იმ გზებით სიარული, რომელიც ნამდვილ ბედნიერებასა და სიყვარულს გვაზიარებს და რწმენით, ჭეშმარიტებით, სიწმინდით, სიკეთითა და სიხარულით აღგვავსებს.

ამ მადლს არცერთი ეპოქა არ მოიცავდა სრულად, მაგრამ არც ისეთი დრო ყოფილა ოდესმე, რომ სრულად განძარცვლი ყოფილიყო იგი ამ წყალობათაგან.

დღესაც, ტექნიკის განვითარებისა და მისი ბატონობის პერიოდში, ამბიციურობის, ცრუ ჰუმანიზმის, ნელ-თბილი რწმენისა და ბოროტთან საიდუმლო გარიგების ხანაში, კვლავ გვესმის აღდგომილი მაცხოვრის იმედისმომცემი და განმამტკიცებელი ხმა:

,,მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა" (მთ. 28,20)!

მაშ, ვისი მეშინოდეს, ან ვისგან შევძრწუნდე?

მართალია, ბოროტი ძალა გამუდმებით გვებრძვის, მაგრამ მასზე განუზომლად ძლიერი და დაუსაბამოა ღმერთი, რომელიც მუდამ ჩვენთან არის და დღესაც

სააღდგომო ტრაპეზზე გვიხმობს: ქართველებს, ოსებს, რუსებს, აფხაზებს, ბერძნებს, იეზიდებს, უდიებს, ასირიელებს, ებრაელებს, აზერბაიჯანელებს, სომხებს, უკრაინელებს, . . . როგორც მესამე, ისე მეთერთმეტე ჟამის ქრისტიანებს.

მაშ, რომელნი ხართ კეთილ მსახურნი და ღმრთისმოყვარენი, იშვებდით კეთილსა ამას და ბრწყინვალესა კრებასა; რომელი არს მონაჲ კეთილგონიერი, შევედინ სიხარულით სიხარულსა ამას უფლისასა... და ყოველთავე მიიღეთ სიმდიდრე სიტკბოებისა..., რამეთუ აღსდგა ქრისტე და დაირღვა ჯოჯოხეთი; აღსდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი; აღსდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქობს, აღსდგა ქრისტე და არცაღა ერთი მკუდართაგანიც არს საფლავსა შინა, აღსდგა ქრისტე მკვდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესვენებულთა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი,

ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი

ილია II

აღდგომა ქრისტესი 2014,

20 აპრილი.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/101344-patriarqis-saaghdgomo-epistole.html#ixzz2zRjld8jj

Friday, April 18, 2014

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2014 - საგრანტო თანხების განაწილების ცხრილი

2014 წელს აბიტურიენტთა დაფინანსებისათვის გამოყოფილია 9 მლნ. 165 ათასი ლარი, რომელიც თანაბრად იყოფა ჰუმანიტარული და ტექნიკური/საბუნებისმეტყველო საგნების ჯგუფზე.
თითოეული ჯგუფისათვის გამოყოფილი თანხის 4 % თანაბრად გადანაწილდება შესაბამისი ჯგუფის არჩევით საგნებზე, ხოლო 96 % გადანაწილდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების ყოველი არჩევითი საგნისათვის მოთხოვნილი ადგილების რაოდენობის პროპორციულად. 


თანხების განაწილების ცხრილი

4582500 ლარი
საგანი
შესაბამისი ადგილების რაოდენობა
ამ ადგილებისათვის განკუთხვილი თანხა %

შესაბამის გამოცდისათვის რეგისტრირებულთა რაოდენობა


მათემატიკა
11885
64.78%
9361
ფიზიკა
1538
8.38%
452
ქიმია
1759
9.59%
1523
ბიოლოგია
3164
17.25%
3270

4582500 ლარი
საგანი
შესაბამისი ადგილების რაოდენობა
ამ ადგილებისათვის განკუთხვილი თანხა (%)

შესაბამის გამოცდისათვის რეგისტრირებულთა რაოდენობა

ისტორია
11401
47.50%
11178
გეოგრაფია
6903
28.76%
12577
ლიტერატურა
4835
20.14%
5155
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
864
3.60%
162

განაწილების შედეგად მიღებული თანხების 25% დაეთმობა სრულ (100%-იან) საგრანტო დაფინანსებას, 25% დაეთმობა 70%-იან საგრანტო დაფინანსებას, ხოლო დარჩენილი თანხა – 50%-იან საგრანტო დაფინანსებას.
naec.ge

ონკოლოგების მიერ შემუშავებული უნიკალური რეცეპტი

გთავაზობთ ონკოლოგების მიერ შემუშავებულ უნიკალურ რეცეპტს კიბოს და სხვა მრავალი დაავადების თავიდან ასაცილებლად.
ინგრედიენტები:
1. 15 ც. მწიფე ლიმონი
2. 12 თავი ნიორი
3. 1კგ. ნატურალური თაფლი
4. 400გრ. ხორბლის მარცვალი
5. 400 გე. ნიგოზი

მომზადების წესი:
დავფქვათ ხორბლის მარცვლები; შემდეგ დავფქვათ ნიორი და ნიგოზი ერთად; დავაქუცმაცოთ (ბლენდერის მეშვეობით) 5ც. ლიმონი კანიანად; შევურიოთ ყველაფერი ერთმანეთში და დავამატოთ დარჩენილი 10 ც. ლიმონის , მხოლოდ წვენი; ბოლოს ვამატებთ თაფლს და ხელახლა კარგად ვურევთ. მიღებული მასა გადავიტანოთ მინის ქილაში ,კარგად მოვარგოთ ხუფი და შევდგათ მაცივარში,3დღის შემდეგ მზადაა გამოსაყენებლად.
გამოყენების წესი:
I ვარიანტი - 1-2 ს/კ ჭამამდე 30 წუთით ადრე,დღეში 4 ჯერ;II ვარიანტი (ონკოლოგიური დაავადებების დროს) - 1-2 ს/კ ყოველ 2 საათში.
ეს უნიკალური რეცეპტი სასარგებლოა მთელი ორგანიზმისთვის:
- გულსისხლძარღვთა დაავადებების დროს;
- იმუნური სისტემის გასაძლიერებლად;
- ღვიძლის ,თირკმლისა და სასუნთქი გზების გასაწმენდად;
- გონებრივი შესაძლებლობების და მეხსიერების გასაუმჯობესებლად;
- ამცირებს გულის იშემიური დაავადებების განვითარების რისკს, არსებობის შემთხვევაში გამოიყენება მათ სამკურნალოდ;
- აღადგენს ორგანიზმის სასიცოცხლო რესურსებს პოსტოპერაციულ პერიოდში;
- უნარჩუნებს სხეულს სიჯანსაღეს, ენერგიას,ახალგზრდულ იერს, ვინაიდან შეიცავს ყველა საჭირო ვიტამინს,მინერაურ მარილებს, ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, კარბოჰიდრატებს და ცხიმს.

Thursday, April 17, 2014

2014-15 სასწავლო წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დასაფინანსებელი მიმართულებების სია

2014-2015 სასწავლო წლის პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამები2014-15 სასწავლო წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დასაფინანსებელი მიმართულებების სია უკვე ცნობილია. წელს პროგრამულ დაფინანსებას მიიღებენ შემდეგი უნივერსიტეტები:

- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;

- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;

- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

- იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

თითოეულ დაფინანსებულ, პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, წლიური დაფინანსება უნივერსიტეტისათვის შეადგენს 33750 ლარს 15-მდე სტუდენტზე. 

2014-15 სასწავლო წელს შემდეგი სპეციალობები დაფინანსდება:

1. აგრარული მეცნიერებანი:

- აგრონომია
- ვეტერინარია
- მეცხოველეობა
- სასურსათო ტექნოლოგია
- სატყეო საქმე

2. განათლება:

- განათლების მეცნიერებები
- მასწავლებლის განათლება

3. ინჟინერია:

- საინჟინრო ფიზიკა
- ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია
- მშენებლობა
- აგროინჟინერია

4. მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი:

- მათემატიკა
- ფიზიკა
- ქიმია
- ბიოლოგია/სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებანი/გამოყენებითი ბიომეცნიერებები

5. სოციალური მეცნიერებები:

- ეკონომიკა

6. ჰუმანიტარული მეცნიერებანი:

- ისტორია
- ფილოლოგია
- ფილოსოფია

7. მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები:

- არქიტექტურა
- არქეოლოგია


აღნიშნულ მიმართულებებზე 2014 წელს დარეგისტრირებულ ადგილთა რაოდენობა:

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

- ქართული ფილოლოგია - 200 
- ისტორია - 150 
- არქეოლოგია - 25 
- ფილოსოფია - 25 
- დაწყებითი განათლება - 25 
- მათემატიკა - 100 
- ფიზიკა - 100 
- ქიმია - 100 
- ბიოლოგია - 100 
- ეკონომიკა - 400 

2. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

- მშენებლობა - 500 
- ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია - 450 
- არქიტექტურა - 150 
- მათემატიკა - 50 
- საინჟინრო ფიზიკა - 100 
- აგრარული ტექნოლოგიები - 75 
- სასურსათო ტექნოლოგია - 120 
- სატყეო საქმე - 100 
- აგროინჟინერია - 80 
- მეცხოველეობა - 75 
- აგრონომია - 75 
- ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია - 75 

3. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

- ქართული ენა და ლიტერატურა - 150 
- არქეოლოგია - 30 
- ისტორია - 60 
- მათემატიკა - 50 
- ფიზიკა - 25 
- ბიოლოგია - 60 
- ეკონომიკა - 100 
- დაწყებითი განათლება - 210 
- ელექტრული ინჟინერია - 75 
- მშენებლობა - 60 
- აგრონომია - 75 

4. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

- მათემატიკა - 50 
- ბიოლოგია - 50 
- ქართული ფილოლოგია - 50 
- ისტორია - 100 
- ფილოსოფია - 15 
- არქეოლოგია - 50 

5. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

- მათემატიკა - 20 
- ქიმია - 15 
- ბიოლოგია - 15 
- ფიზიკა - 10 
- ქართული ფილოლოგია - 30 
- არქეოლოგია - 15
- ისტორია - 15 
- ეკონომიკა - 15 

6. თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

- ქართული ენა და ლიტერატურა - 55 
- ისტორია - 55 
- ბიოლოგია - 40 
- დაწყებითი განათლება - 62 

7. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 

- დაწყებითი განათლება - 90 
- ეკონომიკა - 30 
- მშენებლობა - 30 
- აგრონომია (აგროტექნოლოგია, აგროეკოლოგია) - 50 
- ქართული ფილოლოგია - 60 
- ისტორია - 30 
- ბიოლოგია - 30 
- ქიმია - 15 
- ფიზიკა - 15 
- მათემატიკა - 30 


სულ ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე დარეგისტრირებულია 5012 ადგილი. 

დამატებითი ინფორმაციისათვის დასაფინანსებელი პროგრამების შესახებ გადადით ლინკზე.