Monday, December 28, 2015
ერთსულოვნების სალონი - იჩაგრებოდნენ თუ არა ქალები საქართველოში
ერთსულოვნების სალონი - იჩაგრებოდნენ თუ არა ქალები საქართველოში
Sunday, December 13, 2015
დედაქალაქის რამდენიმე რაიონს გაზის მიწოდება შეუწყდება
‘’ყაზტრანსგაზ თბილისის“ განცხადებით, ავარიის ლიკვიდაციის მიზნით
დედაქალაქის რამდენიმე რაიონს გაზის მიწოდება შეუწყდა. კომპანია ქუჩების
ჩამონათვალს ავრცელებს.
„ავარიის ლიკვიდაციის მიზნით დღეს ,13 დეკემბერს 12.00სთ-დან 17.00 სთ-მდე გაზის მიწოდება შეუწყდა:
წყნეთში – არსენას, ჭავჭავაძის, გრიშაშვილის, ტაბიძის, ვ.ფშაველას, სატყეო უბანის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. (დაახლოებით 500 აბონენტს)
თემქის დას. III მ/რ-ის 4 კვ-ისა და თემქის დას. IV მ/რ-ის კორპუსების მოსახლეობას.
(დაახლოებით 2200-მდე აბონენტს)
დღეს დილიდან მიმდინარეობს ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები და გაზმომარაგება ეტაპობრივად აღდგება სამუშაოს დასრულებისთანავე დღის მეორე ნახევარში.
შპს ”ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის“, - ნათქვამია ‘’ყაზტრანსგაზ თბილისის’’ განცხადებაში.
cp.ge
„ავარიის ლიკვიდაციის მიზნით დღეს ,13 დეკემბერს 12.00სთ-დან 17.00 სთ-მდე გაზის მიწოდება შეუწყდა:
წყნეთში – არსენას, ჭავჭავაძის, გრიშაშვილის, ტაბიძის, ვ.ფშაველას, სატყეო უბანის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. (დაახლოებით 500 აბონენტს)
თემქის დას. III მ/რ-ის 4 კვ-ისა და თემქის დას. IV მ/რ-ის კორპუსების მოსახლეობას.
(დაახლოებით 2200-მდე აბონენტს)
დღეს დილიდან მიმდინარეობს ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები და გაზმომარაგება ეტაპობრივად აღდგება სამუშაოს დასრულებისთანავე დღის მეორე ნახევარში.
შპს ”ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის“, - ნათქვამია ‘’ყაზტრანსგაზ თბილისის’’ განცხადებაში.
cp.ge
Friday, December 11, 2015
ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს, ოთხშაბათ დღეს დაიწყება და ორი კვირა გაგრძელდება
ზამთრის არდადეგები მოახლოვდა. როგორც Aris.ge-განათლებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა განუცხადა, ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს ახალი წლამდე ორი დღით ადრე დაიწყება.
,,ყველა საჯარო სკოლაში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს, ოთხშაბათ დღეს დაიწყება და ორი კვირა გაგრძელდება. სასწავლო პროცესი კი 15 იანვარს, პარასკევ დღეს განახლდება,”- განაცხადა ლია გიგაურმა.
რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებში ზამთრის არდადეგების გამოცხადებას, არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღებს თავად უნივერსიტეტების ადმინისტრაცია განსაზღვრავს.
edu.aris.ge
Sunday, December 6, 2015
სტუ-ში ტარდება მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი და სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატი პროგრამირებაში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება პროგრამირებაში 2015-2016 წლების სეზონის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი და სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატი.
ძირითადი ღონისძიებების განრიგი ასეთია:
5.12 18:00-19:50 - პრაქტიკული ტური
6.12 10:30-16:00 - გუნდური კონტესტი
7.12 9:30-14:00 - პერსონალური ტური
7.12 19:00 - დახურვა
ყველა კონტესტი ჩატარდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ზედა კომპიუტერულ დარბაზში
დახურვა ჩატარდება სტუ-ს ადმინისტრაციულ კორპუსში მე-3 სართულზე მცირე სააქტო დარბაზში.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორი თემურ ზარქუა აცხადებს, მოწვეულია მოსწავლეთა 6-ვე გუნდი, რომლებიც გავიდა რუსეთის ღია გუნდური ოლიმპიადის ფინალში.
„დახურვაზე გვექნება შესაძლებლობა გადავცეთ მედლები, რომლებიც მოიპოვა შარშან ჩვენმა მოსწავლეთა გუნდმა (სხირტლაძე, მაჩაიძე, ცხოვრებოვი)“, - განაცხადა მან.
6 დეკემბერს, 11:00-ს შემდეგ, დაგვიანებული მონაწილე დარბაზში არ დაიშვება.
Sunday, November 29, 2015
გუნდური მუშაობის პრინციპები სკოლაში
ელენა
აგილარი, ლიდერის თვისებებისა და თანამშრომლობის უნარის განვითარების ტრენერი კალიფონიიდან, სკოლის წარმატებული
საქმიანობისთვის სასკოლო გუნდის ხუთ ეფექტურ მახასიათებელს გამოყოფს. ეს ის
ძირითადი პრინციპებია, რომლებიც ზრდის გუნდის ძალას და გვიჩვენებს, თუ რა
უპირატესობები აქვს გუნდურ თანამშრომლობას სკოლაში.
რატომ გვჭირდება ჩვენი უპირატესობების და პრაქტიკის გაუმჯობესება, რათა ჩამოვყალიბდეთ როგორც კარგი გუნდი:
ძლიერი გუნდი სკოლის შიგნით არის ძირითადი პირობა მასწავლებლების როგორც საყრდენის შესანარჩუნებლად – სკოლაში,
რომელშიც არის კოლეგიალურობა თანამშრომლებს ჰყავთ მყარი დასაყრდენი ერთმანეთის
სახით. ისინი თვლიან, რომ ეკუთვნიან გუნდს რომლის წევრებიც აკმაყოფილებენ იმ
მოთხოვნებს, რაც მათ აკისრიათ გუნდთან ერთად. საჯარო განათლება არის ადგილი,
სადაც გვჭირდება სტრუქტურები, როგორიცაა მაგალითად ძლიერი გუნდი.
თუ გუნდი არის ეფექტური, ადამიანები სწავლობენ ერთმანეთისგან – ისინი
აკეთებენ მეტს ვიდრე შეიძლება გაკეთდეს ერთის მიერ. ისინი ერთმანეთს აძლევენ
შთაგონების საშუალებას და იწვევენ ერთმანეთს. მათ აქვთ ნამდვილი მიზანი, მაგალითად
სკოლის გარდაქმნა, რომელიც შეიძლება განვიხილოთ როგორც უზარმაზარი პროექტი.
მაშ ასე, რას ნიშნავს იყო კარგი გუნდი?
1.კარგმა გუნდმა იცის თუ რატომ არსებობს ის – არ
არის საკმარისი რომ თქვათ, „ჩვენ ვართ მეექვსე კლასის მასწავლებელთა გუნდი“- ეს
არის უბრალოდ განმარტება, რომ ასწავლით მეექვსე კლასს, და არა რატომ
არსებობთ როგორც გუნდი. გუნდის მიზანი შეიძლაბა იყოს: „ ჩვენ ვართ გუნდი იმიტომ,
რომ დავეხმაროთ ერთმანეთს, ვისწავლოთ ერთმანეთისგან და აღმოვაჩინოთ გზები, რომელთა
საშუალებითაც უკეთ დავეხმარებით მეექვსე კლასის მოსწავლეებს.“ ეს შეიძლება იყოს
მისია ან მიზანი, რომელიც არის მნიშვნელობის მქონე, ნათელი და
განხორციელებადი.
2.კარგი გუნდი ქმნის გარემოს სწავლისთვის – არსებობს
რამდენიმე მიზეზი, რატომაც ზოგიერთი სკოლა, შეიძლება, მუშაობდეს ერთად როგორც
გუნდი, მაგრამ ყველაზე მთავარი მიზეზი ასეთი გუნდური თანამშრომლობის არის ერთად
სწავლა და ერთმანეთისგან სწავლა. არსებობენ ისეთი განმანათლებლებიც,
რომლებიც უარს ამბობენ სწავლაზე, მაგრამ ასეთი განმანათლებლები ძალაინ ცოტაა.
ამრიგად, ეფექტურ გუნდში სწავლის პროცესი არის უსაფრთხო. ჩვენ შეიძლება დავუშვათ
შეცდომა, წავიდეთ რისკზე, და დავსვათ ყოველა ის შეკითხვა, რომლის პასუხიც გვსურს
რომ მივიღოთ.
3.კარგ გუნდში ჯანსაღი კონფლიქტია – ეს
არის აუცილებელი და საჭირო, თუ ჩვენ ვსწავლობთ ერთად და ერთ ნავში ვზივართ რაიმე
სახის პროექტიდან გამომდინარე. ჩვენ არ ვეთანხმებით აზრებს, გვაქვს შემოქმედებითი
დიალოგი, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა და ჩვენ ბიძგს ვაძლევთ ფიქრებს.
4.კარგი გუნდის წევრები ენდობიან ერთმანეთს – რაც
ნიშნავს რომ გარდაუვალი კონფლიქტის დროსაც კი შეიძლება ამ კონფლიქტის მართვა.
ადამიანები იცნობენ ერთმანეთს. უსმენენ ერთმანეთს. არსებობს შეთანხმება, რომ
ერთმანეთს ენდობიან და მონიტორინგს უწევენ ერთმანეთს. მათ ჰყავთ ასევე ვიღაც, ვინც
არის ფასილიტატორი რომელიც ეხმარება მათ. უფრო მეტიც, ძლიერი გუნდის წევრები
უზიარებენ ერთმანეთს გადაწყვეტილებებს. გუნდის წევრები არიან თანასწორები და
აქ არ აქვს ადგილი უთანასწორობის შემთხვევებს(როგორიც შეიძლება იყო მამაკაცის
მბრძანებლობა).
5.კარგ გუნდს ჰყავს ფასილიტატორი, ლიდერი, ან ლიდერები – აქ
ერთი ან რამდენიმე ადამიანი მართავს პროცესებს, ისე, როგორც გემს. ეს არის
გარანტი, რომ გუნდი არ იყოს ერთფეროვანი და არსებობდეს სწორი დაგეგმარება
იმისათვის, რომ გუნდმა შედეგიანად იმუშაოს და გააკეთოს სწორი სვლები.
მოამზადა მარიკა @ ჰედუ კიკალიამ
Thursday, November 26, 2015
2016 წლის 1 ივლისიდან პენსია 180 ლარი გახდება
2016 წლის 1 ივლისიდან პენსია 180 ლარი გახდება, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობამ თავიდანვე განაცხადა, რომ ბიუჯეტი იქნებოდა სოციალურად ორიენტირებული და მომავლი წლის ბიუჯეტიც ასეთი იქნება.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ეს სახსრები განკუთვნილი იქნება პენსიებისა და პედაგოგების საბაზო ხელფასებისთვის, ასევე მაღალმთიანი რეგიონების განვითარებაზე და სხვა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, "გუნდმა გადაწყვეტა, რომ 2016 წლის 1 ივლისიდან პენსიები გახდეს 180 ლარი".
"2012 წლიდან ჩვენ პენსიები გავზარდეთ დაახლოებით 64%-ით. ეს არის 600 მილიონ ლარამდე, თუ შევადარებთ 2012 წლის ბიუჯეტს ამ მიმართულებით", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, დაინერგოს პენსიის დაგროვებითი სისტემა და ეტაპობრივად გადავიდეთ ახალ სისტემაზე.
მედია პროგრამა მულტიმედია ტექნოლოგიების დასაუფლებლად ქართველი ჟურნალისტებისთვის
აპლიკაციის მიღების ვადა იწურება 2016 წლის 8 იანვარს. დააკლიკეთ აპლიკაციის შესავსებად.
ახალი მედია პროგრამა ქართველი ჟურნალისტებისთვის მომავალ წელს შეერთებულ შტატებში მულტიმედია უახლესი ტექნოლოგიების დაუფლების, ციფრული მედიის სფეროში ცოდნის გაღრმავებისა და გამოცდილების შეძენის შესაძლებლობას გთავაზობთ.
პროგრამისთვის შეირჩევა 18 ჟურნალისტი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ 16-დღიან სასწავლო ტურში, რომელიც ამერიკის 4 ქალაქში მულტიმედია თრეინინგს, შეხვედრებს და იმ კომპანიების თუ ორგანიზაციების დათვალიერებას ითვალისწინებს, სადაც ისინი ციფრული მედიის უახლეს ტექნოლოგიებს და ამ სფეროში მუშაობის მეთოდებს გაეცნობიან. პროგრამა დაიწყება საორიენტაციო შეხვედრით, რომელიც ამერიკის დედაქალაქში, ვაშინგტონში (Washington, D.C.) გაიმართება და გადაინაცვლებს მსოფლიო მნიშვნელობის მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიულ ზონაში - სილიციუმის ველი - კალიფორნიაში, გაგრძელდება ოსტინში, ტეხასი და დასრულდება ნიუ-იორკში.
მონაწილეებისთვის ინგლისური ენის ცოდნა სასურველია, თუმცა ეს პროგრმაში მონაწილეობის პირობას არ წარმოადგენს. პროგრამა უზრუნველყოფს პროფესიონალურ თარგმანს ქართულენოვანი ჯგუფისთვის. სასწავლო ტურის დამთავრებისთანავე, მონაწილეები საქართველოში დაბრუნდებიან, თუმცა ისინი დარჩებიან ორთვიანი, ონლაინ "მეთვალყურეობის" ქვეშ – გამოცდილი, პროფესიონალი, ციფრულ მედიაში მომუშავე ამერიკელი ჟურნალისტები მათ დაეხმარებიან ახლადმიღებული ცოდნა ადგილზე, ქართულ ნიუსრუმში დანერგონ და საქმიანობისას გამოიყენონ. ე.წ. მენტორები ჟურნალისტებს მუშაობის პროცესში რჩევებს და მითითებებს მისცემენ კონტენტის მომზადების, აუდიტორიის ჩართულობის თუ ინოვაციური ბიზნეს-პროექტების მომზადების შესახებ.
პროგრამის მიზანია ქართველ ჟურნალისტებს გაუღრმავოს ცოდნა მულტიმედია წარმოების და აუდიტორიის ჩართულობის უახლესი ტენდენციების და მეთოდების შესახებ. პროგრამა მათ საშუალებას აძლევს გამოსცადონ ახალი ბიზნეს მოდელი. პროგრამის მონაწილეები ასევე გაეცნობიან მედია გარემოს შეერთებულ შტატებში, რაც მათ ახალი კონტაქტების და კოლეგებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების სშუალებას მისცემს.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ბეჭდვური მედიის, ასევე ტელე/რადიო და ონლაინ ჟურნალისტებს, რედაქტორებს და პროდიუსერებს. აპლიკანტი უნდა იყენებდეს მულტიმედიას პროფესიული საქმიანობისას და ამის დამადასტურებელი მასალები უნდა წარმოადგინოს. პროგრამა ასევე იწვევს ე.წ. ფრილანსერებს, რომლებიც შეძლებენ წარმოადგინონ საკუთარი ნამუშევრები.
პროგრამას აფინანსებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება.
პროგრამის დეტალები:
სამშაბათი, 14 ივნისი: მონაწილეები ჩამოდიან ვაშინგტონში (Washington, D.C.) ოთხშაბათი, 15 ივნისი - შაბათი, 18 ივნისი: მონაწილეები ესწრებიან საორიენტაციო შეხვედრას ვაშინგტონში (Washington, D.C.) შაბათი, 19 ივნისი - 22 ივნისი: მონაწილეები სან-ფრანცისკოში, კალიფორნია (San Francisco, CA) ოთხშაბათი, 22 ივნისი - 26 ივნისი, მონაწილეები ოსტინში, ტეხასი (Austin, TX) კვირა, 26 ივნისი - 29 ივნისი, მონაწილეები ნიუ-იორკ სითიში, ნიუ-იორკი (New York City, NY) ოთხშაბათი, 29 ივნისი, მონაწილეები ბრუნდებიან საქართველოში
„ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ პროექტში მონაწილეობაზე რეგისტრაცია გამოცხადდა
2015 წლის1-2 დეკემბერს სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებითა და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით მასწავლებლებისთვის გაიმართება სემინარი„ნატო – არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“.
პროექტის მიზანია მასწავლებლების ინფორმირება ნატოს მიზნებისა და ამოცანების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების მიმდინარე პროცესებისა დაგლობალური უსაფრთხოების მშენებლობაში საქართველოს როლის შესახებ. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ლიტვის რესპუბლიკის ელჩთან, ექსპერტებთან, ნატოს სამეკავშირეო ოფისსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.
სემინარში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისისსაჯარო და კერძო სკოლის გეოგრაფიის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების 10მასწავლებელს, რომელიც პირველი გამოხატავს ამ სემინარზე დასწრების სურვილს.
სემინარზე დასარეგისტრირებლად გამოგვიგზავნეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:mariam.japaridze503@gmail.com
Wednesday, November 25, 2015
ეროვნული ბიბლიოთეკა სკოლას - მოსწავლეებისთვის უცხო სიტყვათა განმარტებები
როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ რამდენიმე წუთის წინ საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია -
ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, კერძოდ ლექსიკონების ძალიან პოპულარული ელექტრონული რესურსის შემქნელმა გუნდმა, დაიწყო ახალი, მნიშვნელოვანი პროექტი - ეროვნული ბიბლიოთეკა სკოლას. თქვენ შეგიძლიათ სასკოლო ლიტერატურულ ტექსტებში გამოყენებული მოსწავლეებისთვის უცხო სიტყვათა განმარტებების ამ ბმულზე ნახვა http://www.nplg.gov.ge/civil/statiebi/saskolo.htm
დღეს ქართველ მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილს 27 წელი შეუსრულდებოდა
დღეს ქართველ მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილს 27 წელი შეუსრულდებოდა.
კანადის ქალაქ ვანკუვერის 2010 წლის ზამთრის XXI ოლიმპიური თამაშები საქართველოსათვის ტრაგიკულად დაიწყო. თამაშების გახსნის ოფიციალური ცერემონიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, 12 თებერვალს უისტლერის საციგაო ტრასაზე საცდელი დაშვებისას ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი ფატალურ შემთხვევას ემსხვერპლა.
რა შეიცვლება გეოგრაფიის გამოცდაზე ეროვნული გამოცდების ელექტრონულად ჩაბარებისას
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელ დავით გოგელიძის განცხადებით, მისაღებ გამოცდებზე გეოგრაფია არჩევითი საგნების ლიდერია. სტატისტიკურად, მისი ჩაბარების სურვილი ყველაზე მეტ აბიტურიენტს აქვს.
ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, 2016 წელს, გამოცდების ნაწილობრივ ელექტრონულად ჩაბარების დროს, აბიტურიენტებს შინაარსობრივი კუთხით განსაკუთრებული ცვლილებები არ ელით, თუმცა შესაძლოა, შეიცვალოს საგამოცდო დრო.
„შარშან ჩვენი ტესტი იყო 70-ქულიანი და გახდა 60-ქულიანი, ასევე შარშან საგამოცდო დრო გახდა 2 საათი და 30 წუთი, ნაცვლად 3 საათისა. ჩვენ ვგეგმავთ საცდელ ტესტირებებს, გამოვცდით ამ ელექტრონულ ფორმატს და იმ შემთხვევაში თუ აუცილებლობა იქნება, ბავშვებს გაუჭირდებათ ან დროში ვერ ჩაეტევიან, აუცილებლად დაემატება დრო, თუმცა ქულების რაოდენობა – 60 არ შეიცვლება. ამას ყველაფერს ჩვენ გვაჩვენებს საცდელლი ტესტირება“,- განაცხადა დავით გოგელიძემ გადაცემაში „გამოცდებიდან გამოცდებამდე.“
საგამოცდო პროცედურა
აბიტურიენტებს ისევ ექნებათ საშუალება იმუშაონ შავ ფურცელზე და შემდეგ გადაათეთრონ პასუხების ფურცელზე. ყველა დავალება განთავსებული იქნება ერთ გვერდზე და აბიტურიენტი ორი კლავიშით იმუშავებს, გადავა წინა ან უკანა გვერდზე. რაც შეეხება ღია დავალებებს, ტექსტებს ან დიაგრამებს, ასეთ შემთხვევაში დავალება იქნება მოცემული ერთ გვერდზე, ხოლო კითხვები მეორე გვერდზე.
რეკომენდაციები აბიტურიენტებს
ვურჩევდი აბიტურიენტებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ გეოგრაფიული ტექსტის ანალიზზე, დიაგრამებისა და ცხრილების კითხვაზე და ისეთ დავალებებზე, სადაც საკუთარი აზრის გამოთქმა და არგუმენტირებულად ჩამოყალიბება არის საჭირო, რომელიც მათ ტრადიციულად უჭირთ ხოლმე. უნდა მოემზადონ მე-6 – მე-11 კლასის გრიფირებული სახელმძღვანელოებით.
დავალებების სირთულე, რაოდენობა და შინაარსობრივი მხარე
იქნება არჩევითი სახის დავალებები, რუკის, ცხრილების/დიაგრამების და ტექსტის ანალიზზე.
რაც შეეხება სირთულეს, ჩვენი მოთხოვნები ეყრდნობა ერვნულ სასწავლო გეგმას. რა მოთხოვნებსა და უნარებსაც ითხოვს ეროვნული სასწავლო გეგმა ზუსტად ამას შეესაბამება ჩვენი ტესტები.
Sunday, November 22, 2015
არ შეიძლება მშობლისადმი უღირსად მოქცევა - ილია მეორე
არ შეიძლება მშობლისადმი უღირსად მოქცევა. მშობელი ეს არის ღვთისგან მადლმოსილი და მას ეძლევა მადლი, რათა გადასცეს თავის შვილებს და ეს არ უნდა დაჰკარგოთ, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
პატრიარქმა ისაუბრა მშობლის პატივისცემაზე და კიდევ ერთხელ გაიხსენა თავისი რჩევა, რომ შვილებმა ყოველდღიურად დალოცვა სთხოვონ და ხელზე ემთხვიონ მშობლებს.
უწმინდესის თქმით, როგორც ჩანს, მრევლმა ამას სათანადო ყურადღება არ მიაქცია, რითაც ადამიანები საკუთარ თავს ვნებენ. "მინდა დღეს ვისაუბრო ერთ საკითხზე, რომელიც მარადიული და მძიმე საკითხია. ეს არის მშობლისა და შვილის დამოკიდებულება. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როდესაც მშობლებს არ ესმით შვილების და შვილებს არ ესმით მშობლების. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა აზროვნება, შეხედულება, მსოფლმხედველობა განსხვავდება. აი, ამიტომ ხშირია კონფლიქტი მათ შორის. თქვენ იცით, რომ ერთ-ერთი კანონი, რომელიც ღმერთმა მისცა კაცობრიობას, არის: "პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა", მაგრამ ამით არ მთავრდება, "რათა კეთილი გეყოს შენ და მრავალჟამიერ იყო ქვეყანასა ზედა". ამიტომ მე მინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო თქვენს დამოკიდებულებას მშობლების მიმართ. მშობლის შეიძლება არ გესმოდეს, შეიძლება განსხვავებული აზრი გქონდეთ შენ და მშობელს, მაგრამ შენ ვალდებული ხარ, მშობლის საშუალებით მიიღო მადლი ღვთისა, მადლისა სულისა წმინდისა და ამით კეთილ გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა", - ბრძანა პატრიარქმა.
მან ასევე თავისი სტუდენტობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ სახლში დაბრუნებისას ყოველთვის ცდილობდა, რაიმეთი გაეხარებინა მშობლები და მათთვის საჩუქრები გაეკეთებინა. "თქვენ უნდა ეცადოთ, რომ რაღაცით ასიამოვნოთ თქვენს მშობელს. გირჩევთ, მთავარი ყურადღება მიაქციოთ ამ საკითს", - განაცხადა უწმინდესმა.
საკვირაო ქადაგების შემდეგ პატრიარქმა რამდენიმე გვარი და ასევე კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრი დალოცა.
იხილეთ ბმული: მშობლისადმი უღირსად მოქცევა არ შეიძლება - ილია მეორე
პატრიარქმა ისაუბრა მშობლის პატივისცემაზე და კიდევ ერთხელ გაიხსენა თავისი რჩევა, რომ შვილებმა ყოველდღიურად დალოცვა სთხოვონ და ხელზე ემთხვიონ მშობლებს.
უწმინდესის თქმით, როგორც ჩანს, მრევლმა ამას სათანადო ყურადღება არ მიაქცია, რითაც ადამიანები საკუთარ თავს ვნებენ. "მინდა დღეს ვისაუბრო ერთ საკითხზე, რომელიც მარადიული და მძიმე საკითხია. ეს არის მშობლისა და შვილის დამოკიდებულება. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როდესაც მშობლებს არ ესმით შვილების და შვილებს არ ესმით მშობლების. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა აზროვნება, შეხედულება, მსოფლმხედველობა განსხვავდება. აი, ამიტომ ხშირია კონფლიქტი მათ შორის. თქვენ იცით, რომ ერთ-ერთი კანონი, რომელიც ღმერთმა მისცა კაცობრიობას, არის: "პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა", მაგრამ ამით არ მთავრდება, "რათა კეთილი გეყოს შენ და მრავალჟამიერ იყო ქვეყანასა ზედა". ამიტომ მე მინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო თქვენს დამოკიდებულებას მშობლების მიმართ. მშობლის შეიძლება არ გესმოდეს, შეიძლება განსხვავებული აზრი გქონდეთ შენ და მშობელს, მაგრამ შენ ვალდებული ხარ, მშობლის საშუალებით მიიღო მადლი ღვთისა, მადლისა სულისა წმინდისა და ამით კეთილ გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა", - ბრძანა პატრიარქმა.
მან ასევე თავისი სტუდენტობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ სახლში დაბრუნებისას ყოველთვის ცდილობდა, რაიმეთი გაეხარებინა მშობლები და მათთვის საჩუქრები გაეკეთებინა. "თქვენ უნდა ეცადოთ, რომ რაღაცით ასიამოვნოთ თქვენს მშობელს. გირჩევთ, მთავარი ყურადღება მიაქციოთ ამ საკითს", - განაცხადა უწმინდესმა.
საკვირაო ქადაგების შემდეგ პატრიარქმა რამდენიმე გვარი და ასევე კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრი დალოცა.
იხილეთ ბმული: მშობლისადმი უღირსად მოქცევა არ შეიძლება - ილია მეორე
Saturday, November 21, 2015
ინგლისური ენის ძირითადი წინდებულები, ყველაზე მარტივი განმარტება
გთავაზობთ ინგლისური ენის წინდებულებს განმარტებებით და მაგალითებით.
at
1. აღნიშნავს ადგილის გარემოებას;
2. დროს (საათებში)
მაგალითად:
She is at school.
She is sitting at my table.
Let us meet at 5 p.m.!
She is sitting at my table.
Let us meet at 5 p.m.!
in
1. აღნიშნავს ადგილის გარემოებას
2. დროს (თვეებში, წლებში);
მაგალითად:
He is in the study.
The book is in my table.
Summer begins in June.
It took place in 2002.
This article is written in English.
The book is in my table.
Summer begins in June.
It took place in 2002.
This article is written in English.
on
1. ადგილის გარემოება (ჰორიზონტალურ ან ვერტიკალურ მდგომარეობაში);
2. რაიმეს შესახებ;
3. დრო (დღეებში).
მაგალითად:
The book is on my table.
The picture is on the wall.
This is an article on history.
I was born on the 5th of November.
The picture is on the wall.
This is an article on history.
I was born on the 5th of November.
from
1.მიმართულება;
2. დრო.
მაგალითად:
The train is coming from Moscow.
Take the pencil from the table.
I’ll be busy from 10 a.m.
Take the pencil from the table.
I’ll be busy from 10 a.m.
to
1.მიმართულება;
2.დრო ( რაღაც მომენტიდან)
მაგალითად:
We came to Moscow.
They went to the theatre.
I’ll be busy from 10 p.m. to 3 p.m.
Give this book to me.
They went to the theatre.
I’ll be busy from 10 p.m. to 3 p.m.
Give this book to me.
since
დრო (რაღაც მომენტიდან)
მაგალითად:
I’ll have a rest since July till August.
till
დრო (რაღაც მომენტამდე)
მაგალითად:
Till Friday I’ll be very busy.
into
მიმართულება ( შიგნით)
მაგალითად
Put the book into the bag.
onto
მიმართულება (რაღაცის ზედაპირზე)
მაგალითად:
Put the pen from the drawer onto the table.
before
დრო (რაცაც დრომდე)
მაგალითდ:
The accident took place before our era.
after
დრო ( რაღაცის შემდეგ)
მაგალითად:
I went there after the stopped.
about
1. რაღაცის შესახებ;
2.ადგილი;
3. დრო ( დაახლოებით)
მაგალითად:
Please, tell me about him.
Come about 2 p.m.
It was about noon, when she came home.
Come about 2 p.m.
It was about noon, when she came home.
for
1. დრო (კონკრეტული პერიოდი)
2. მიზანი;
3. რაღაცისთვის;
4. მიმართულება ზმნასთან to leave
მაგალითად:
I have lived there for 2 years.
I went for a walk.
That is a present for you.
We left for St. Petersburg at 10 p.m.
I went for a walk.
That is a present for you.
We left for St. Petersburg at 10 p.m.
during
დრო (დროის რაღაც მონაკვეთი)
მაგალითად:
I was in the countryside during my weekend.
of
რაღაცისთვის
მაგალითად:
All the students of this group passed the exams perfectly.
You must never think of him badly.
You must never think of him badly.
with
1. რაღაცით;
2. რაღაცასთან ერთად;
3 რაღაცისგან.
მაგალითად:
We write with pens.
He went to the station with her.
His face was pale with fear.
He went to the station with her.
His face was pale with fear.
by
1. ვის მიერ;
2. ადგილი ( რაღაცასთან ახლოს);
3.დრო (რაღაც მომენტისთვის).
მაგალითად:
This poem was written by Pushkin.
He was standing by the window.
He had already come by 3 p.m.
He was standing by the window.
He had already come by 3 p.m.
between
რაღაცებს შორის
მაგალითად:
The father divided the apples between his 2 sons.
among
ადგილის გარემოება ( ორ რაღაცას შორის)
მაგალითად:
The farther divided the apples among all his children.
except (for)
გარდა
მაგალითად:
Everybody likes it except me.
besides
გარდა
მაგალითად:
There were 5 boys in the room besides me.
over
ზემოდან, მაღლა, განმავლობაში
მაგალითად:
A flight over the lake — полёт над озером.
Over the last five years — за последние пять лет.
Over the last five years — за последние пять лет.
below
ქვემოთ
მაგალითად:
Below zero — ниже нуля.
out
გარეთ
მაგალითად:
My crossbow is already out.
behind
უკან
მაგალითად:
The sun is behind a cloud.
ულამაზესი საახალწლო გარე განათებები დამონტაჟდა რუსთაველის გამზირზე
დედქალაქი ახალი წლის შესახვედრად აქტიურად ემზადება. გუშინ, ულამაზესი საახალწლო გარე განათებები დამონტაჟდა რუსთაველის გამზირზე.
Thursday, November 19, 2015
2016 წლის ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამა დამტკიცდა
2016 წლის ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამა დამტკიცდა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტროს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
საგამოცდო პროგრამები
გთავაზობთ TOEFL-ის მოსამზადებელ კურსს
განათლების სახლი და
პროფესორი თამარ მირიანაშვილი, სწავლების 20 წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, გთავაზობთ TOEFL-ის მოსამზადებელ კურსს:
TOEFL-ის გამოცდა შედგება ოთხი დამოუკიდებელი ნაწილისაგან:
Listening ანუ მოსმენილი ტექსტის გაგება–გააზრება;
Reading
ანუ ტექსტის კითხვით აღქმა;
Writing
ანუ გამართული წერის უნარი (წერილი/ესე);
Speaking
ანუ თავისუფლად საუბრის უნარი.
– კურსის ოპტიმალური ხანგრძლივობა: 15 კვირა
– მეცადინეობა ტარდება მცირე ჯგუფებში კვირაში ორჯერ
–სასურველია,
რომ თქვენი ენის ცოდნის დონე იყოს intermediate ან advance
–კურსის
დაწყებამდე
ჩატარდება
ტესტირება
–სწავლის
ფასი:
1 გაკვეთილი (1,5 სთ) - 40
ლარი
ყველა ჩვენი კურსდამთავრებული წარმატებულია!
დაგვიკავშირდით და გახდით წარმატებული:
ტელ.: 2 14 80 24, 599 201096; ელ-ფოსტა: hedu.ge@gmail.com
მის.: ვაჟა-ფშაველას გამზ. # 43 (პროფკავშირების კულტ.ცენტრი), ოთახი #215
დაგვიკავშირდით და გახდით წარმატებული:
ტელ.: 2 14 80 24, 599 201096; ელ-ფოსტა: hedu.ge@gmail.com
მის.: ვაჟა-ფშაველას გამზ. # 43 (პროფკავშირების კულტ.ცენტრი), ოთახი #215
#toefl
Subscribe to:
Posts (Atom)