Friday, December 11, 2015

ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს, ოთხშაბათ დღეს დაიწყება და ორი კვირა გაგრძელდება

ზამთრის არდადეგები მოახლოვდა. როგორც Aris.ge-განათლებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა განუცხადა, ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს ახალი წლამდე ორი დღით ადრე დაიწყება.
,,ყველა საჯარო სკოლაში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს, ოთხშაბათ დღეს დაიწყება და ორი კვირა გაგრძელდება. სასწავლო პროცესი კი 15 იანვარს, პარასკევ დღეს განახლდება,”- განაცხადა ლია გიგაურმა.

რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებში ზამთრის არდადეგების გამოცხადებას, არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღებს თავად უნივერსიტეტების ადმინისტრაცია განსაზღვრავს.
edu.aris.ge

No comments:

Post a Comment