Saturday, September 19, 2015

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

14 სექტემბრიან 27 ოქტომბრის ჩათვლით,პროფესიული განათლების მიღების მსურვეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს და ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას. მიღება განხორციელდება 150-ზე მეტ, მათ შორის, 45 ევროპული სტანდარტების შესაბამისად შემუშავებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ 33 საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამ ეტაპზე რეგისტრაცია 5 000-მდე აპლიკანტმა გაიარა. მათ შორის 100-მდე მსურველი შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირია.


ასევე რეგისტრაცია მიმდინარეობს ქობულეთის პროფესიულ კოლეჯშიც „ახალი ტალღა“. კოლეჯი აღჭურვილიუახლესი აპარატურით და ტექნიკით, ამავე დროს სტუდენტებისთვის ფუნქციონირებს  სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებელი და რესტორანი.

მარიამ ჰედუ@ შამილაძე
განათლების სახლის ჟურნალისტი

No comments:

Post a Comment