Thursday, September 8, 2016

ახალი iPhone 7 – როდიდან და რა ფასად შეეძლებათ ქართველ მომხმარებლებს მისი შეძენა?

7 სექტემბერს, სპეციალურ პრეზენტაციაზე Apple-მა ახალი iPhone 7 წარადგინა. მისი დიზაინი მნიშვნელოვნად არ არის შეცვლილი, თუმცა მონაცემებში მნიშვნელოვანი სიახლეა.
iPhone 7-ის ზომა 4,7 ინჩია. ის 12 მეგაპიქსელიანი კამერითაა აღჭურვილი. რაც შეეხება iPhone 7 Plus-ს, მისი ზომა 5,5 ინჩია და აღჭურვილია ასევე 12 მეგაპიქსელიანი, თუმცა ფართო-კუთხის ორმაგი კამერით (wide-angle and telephoto), ასევე გააჩნია 2x ოპტიკური ზუმი.
ორივე მოწყობილობა Apple-ის A10 პროცესორზე მუშაობს, რაც როგორც კომპანიაში ამბობენ, IPHONE 7-ის სისწრაფეს, წინა მოდელთან შედარებით, ორჯერ გაზრდის.
ახალ Iphone-ს აღარ ექნება ყურსასმენის სტანდარტული შესაერთებელი. ამიერიდან ყურსასმენები (EarPods) ტელეფონის ერთადერთ, Lighning შესაერთებელში მოთავსდება.
ასევე მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ Iphone 7-ის მფლობელებს, მისი დასველების აღარ შეეშინდებათ. ახალი IPhone წყალგამძლეა.

ახალი iPhone 7 და 7 Plus-ის წინასწარი შეკვეთები ეფლის ვებ-გვერდზე 9 სექტემბრიდან დაიწყება. ამ თარიღიდან ერთი კვირის შემდეგ კი, ის მაღაზიებშიც იქნება ხელმისაწვდომი. APPLE-ს ოფიციალურ საიტზე iPhone 7-ის ფასი 649$-დან იწყება,  iPhone 7 Plus-ის კი 769$-დან.
იმის მიუხედავად, რომ საქართველოში IPHONE -ს ოფიციალური წარმომადგენლები არ ჰყავს, ქართველ მომხმარებლებს სკანდალური IPHONE +, IPHONE 7-საც სკანდალურ ფასად სთავაზობს.
256 GB-იანი iPhone 7-ის შეკვეთა მსურველებს 16 სექტემბერიდან შეეძლებათ – 7777 ლარად შეეძლებათ.
17 სექტემბერს ფასი 5555 ლარამდე ეცემა; 18 სექტემბერს – 4444 ლარამდე; 19 სექტემბერს – 3333 ლარამდე; ხოლო  20 სექტემბერს ახალი IPHONE-ის შეკვეთა 2599 ლარი დაგიჯდებათ. 32GB  iPhone 7 -ის შეძენა  20 სექტემბრიდან კი 2199 ლარად შეგეძლებათ.
ფასების შესახებ ინფორმაცია “ფორტუნას” IPLUS-ში დაუდასტურეს. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ შეკვეთიდან IPHONE 7 -ის ჩამოსვლისთვის რამდენიმე სამუშაო დღეა საჭირო.

ასე, რომ თუ არა ქართველი მომხმარებელი გადაწყვეტს, რომ მის ხელში iphone 7 სხვებზე რამდენიმე დღით ადრე გაჩნდეს, ამისთვის რამდენიმე ათასი ლარით მეტის გადახდა მოუწევს.

ვ ი დ ე ო

fortuna.ge

1 comment: