ლადო ასათიანის უცნობი ლექსის ფაქსიმილე კომაროვის სკოლის მოსწავლემ
ნიკუშა ნასარიძემ მისი აწ განსვენებული ბაბუის, გურამ ნასარიძის არქივში
აღმოაჩინა.
ლექსი “გალაკტიონს” 1939 წლით არის დათარიღებული . როგორც “ფოსტალიონს”
ნიკუშა ნასარიძის ბებიამ. ლედი სვანიძემ განუცხადა, ლექსის შესახებ მხოლოდ
ის ახსოვს, რომ ბ-ნ გურამს ის მისმა ებრაელმა მეგობარმა დაუტოვა ისრაელში
საცხოვრებლად გადასვლის წინ.
გალაკტიონს
საქართველოში შენს გარდა მგოსანს
დღეს ქების შაირს არ ვეტყვი არა!
შენა ხარ ლექსის მეორედ მოსვლა
და რომ არ გითხრა, ივარგებს განა?
ხან ამაყი ხარ, გულანათრთოლი
ხან კი ბავშვივით ხარ დარცხვენილი
ხან მოცახცახე ვერხვის ფოთოლი
შემოდგომისას ძირს დაცვენილი
რით გაგაკვირვო? რით გაქო? ბოლოს
ერთს გეტყვი მარტო შეგირდი შენი
ჩვენში მგოსანი შენა ხარ მხოლოდ
რომ სიცოცხლე და ლექსები შვენის!
1939. ლადო ასათიანი
postalioni.com
No comments:
Post a Comment