წაღვერის ტყეში გაჩენილი ხანძრის კერების ლიკვიდირებას 130 მეხანძრე-მაშველი და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ამ დრომდე ცდილობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ხანძრის სრული ლიკვიდაციისთვის შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს და ცდილობენ, ხანძრის სრული ლიკვიდირება უახლოეს საათებში მოხდეს.
ხანძარი წაღვერიდან 2 კილომეტრში, ტყეში გუშინ გაჩნდა. ხანძრის გავრცელების არეალი 6 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს.
ipn.ge
No comments:
Post a Comment