Monday, July 17, 2017

ვ ი დ ე ო - ოთარ აბესაძის დაკავებასთან დაკავშირებით ახალი დეტალი გახდა ცნობილი

თბილისის მერიის თანამშრომლის ოთარ აბესაძის დაკავებასთან დაკავშირებით, ახალი ინფორმაცია გახდა ცნობილი.

მსახიობის ლევან კვარაცხელიას თქმით, საქმეში ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ზვიად ჩიხლაძე, რომელიც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომელია, ბრალდებულ ოთარ აბესაძეს მან დააკავშირა. კვარაცხელია ამბობს, რომ მისთვის უცნობი იყო, რატომ გამოართვა ჩიხლაძემ მერიის თანამშრომლის საკონტაქტო ნომერი. 
14 ივლისს, ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ ოთარ აბესაძეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 
ოთარ აბესაძეს ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 13 ივლისს წაუყენეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე 12 ივლისს დააკავა. 
გამოძიებამ დაადგინა, რომ ოთარ აბესაძე მოქალაქეებს მდინარე მტკვარზე, ტივზე კაფეს მოწყობის ნებართვების დაჩქარებული წესით აღებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდ ქრთამი, 3 000 აშშ დოლარი მოითხოვა. მან მოქალაქეებს განუმარტა, რომ არქიტექტურის, ქონების და ზედამხედველობის სამსახურებში ყველა საკითხი შეთანხმებული იყო, სამუშაოების დაწყება შეეძლოთ და ჯარიმებიც არ იქნებოდა.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


No comments:

Post a Comment