მისი მხარდაჭერის მიზნით დღეს სკოლასთან საპროტესტო აქციას სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები მართავენ და დირექტორის თანამდებობაზე დაბრუნებას მოითხოვენ.
როგორც EDU.ARIS.GE-ს დირექტორის მოადგილე ნონა თოდუამ განუცხადა, განათლების სამინისტროს აუდიტმა საქმის წარმოება ანონიმური განცხადების საფუძველზე დაიწყო, რაც მათთვის მიუღებელია და არც აუდიტის დასკვნაში მოყვანილ ფაქტებს ეთანხმებიან სრულად.
როგორც მათთვის არის ცნობილი, სამინისტროს საპირფარეშოების მდგომარეობაზე სკოლა არ გაუფრთხილებია.
“აუდიტის დასკვნა საგანმანათლებლო რესურსცენტრს 21 ივლისს ჩაბარდა, ჩვენთან კი ორშაბათს შემოვიდა. ეს არის წარმოუდგენელი ფაქტი. ის რაც დოკუმენტში წერია გამუქებულია და სრულყოფილად სიმართლეს არ ასახავს. დასკვნაში საუბარია, რომ მოუწესრულებელია სკოლის ტუალეტი, არადა, საშუალო ვითარებაა. მხოლოდ წელს საპირფარეშოების მოწესრიგებისთვის შესაძენ სადეზინფექციო საშუალებებში 572 ლარი დაიხარჯა. ასევე სხვა მიზეზებიც წერია. დემნა ყალიჩავა გეგმავს მიმართოს სასამართლო უწყებას და სამართლებრივი გზით დაამტკიცოს თავისი სიმართლე. ჩვენ ძალიან წარმატებული სკოლა გვაქვს და ამაში სახელმწიფოს წვლილიც არის, მაგრამ ეს წარმოუდგენლად სამარცხვინო ფაქტია, რაც ახლა ხდება”, – განგვიცხადა დირექტორის მოადგილემ.
აღნიშნულ საჯარო სკოლაში სულ 248 მოსწავლე სწავლობს. სასწავლო პროცესი პირველიდან მე–12 კლასის ჩათვლით ხორციელდება. აუდიტის დასკვნაში არსებული ერთ–ერთი მიზეზი სწორედ მაღალკლასელთა დასწრებას უკავშირდება. კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, როდესაც აუდიტი სკოლას შესამოწმებლად ესტუმრა, მე–11 კლასი სკოლაში საერთოდ არ იმყუოფებოდა და საგაკვეთილო პროცესი ჩავარდნილი იყო.
edu.aris.ge
No comments:
Post a Comment