Sunday, July 23, 2017

ვ ი დ ე ო - ლექცია 5. მარკეტინგის 3M-ი (უფასო კურსი თქვენი წარმატებისთვის)

ეს მომხმარებელთან ეფექტიანი კომუნიკაციის მარტივი, მაგრამ მძლავრი მეთოდი გახლავთ.
ჯერ განსაზღვრეთ კონკრეტული ბაზარი, მერე შექმენით ზუსტი მესიჯი, ბოლოს კი შეარჩიეთ საუკეთესო საშუალება მესიჯის გადასაცემად.
ეს მეთოდი გასაოცრად მატივი და ძალიან ეფექტურია. მისი ლოგიკა ყველასთვის უდავოა. ამის მიუხედავად, მარკეტინგული კომუნიკაციის უმეტესი შეცდომა და მარცხი იმის შედეგად ხდება, რომ არ მისდევენ ამ მარტივ ხერხს. 
ერთი, ყველა პროდუქტის თუ სერვისისთვის განსაზღვრეთ სამიზნე ბაზარი – ან, შესაძლოა, რამდენიმე სხვადასხვა ბაზარი. ეს არის M1: ბაზარი (the Market).
მეორე, ყოველი ბაზრისთვის, შექმენით მესიჯი (message). თუ პროდუქტი გადის რამდენიმე ბაზარზე, თითოეული ბაზრისთვის შეიძლება განსხვავებული მესიჯი იყოს საჭირო. რასაკვირველია, მესიჯში ხაზი უნდა იყოს გასმული მომხმარებლის სარგებელზე. სწორედ მესიჯი გახლავთ M2.
M3 – ეს საშუალებაა (Medium). ეს გახლავთ გამტარი, რომელსაც გამოვიყენებთ ყოველი ბაზრისთვის ყოველი მესიჯის მისაწოდებლად. საშუალება უნდა ავირჩიოთ იმის მიხედვით, თუ რა იქნება საუკეთესო ხერხი ცალკეულ ბაზარზე კონკრეტული მესიჯის გასატანად. მოცემული ბაზრის მომხმარებელზე ფოკუსირებით ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ ისეთი საშუალება, რაც მათთვისაა შესაფერისი.
ეს ყველაფერი ძალიან ლოგიკური და გონივრულია. მაშ, რატომ ხდება, რომ ადამიანები ამას ვერ იგებენ?
ჩვეულებრივი შეცდომა გახლავთ ის, რომ ადამიანები 3M-ს არასწორი თანმიმდევრობით იყენებენ. თავდაპირველად ისინი ირჩევენ საშუალებას, მანამდე, სანამ მესიჯზე დაფიქრდებოდნენ და ბაზარს შეარჩევდნენ. ისინი მონუსხულები არიან ერთი კონკრეტული საშუალებით და გადაწყვეტენ მის გამოყენებას, სანამ დაფიქრდებოდნენ, რამდენად შეეფერება ის მოცემულ მესიჯს ან ბაზარს. ეს შეიძლება მოხდეს მაშინაც, როცა ვიყენებთ სოციალურ მედიას (რადგან მოდაშია), მაშინაც, როცა ვიყენებთ ვებსაიტს (რადგანაც სხვას ყველას აქვს) ან დაბეჭდილ ბროშურას (რადგან სპეციალური შეთავაზება მივიღეთ).
ამ საშუალებათაგან (მედიათაგან) თითოეული თავისთავად არც ცუდია და არც კარგი; ამ თვისებებს ის იძენს მხოლოდ იმის მიხედვით, თუ რამდენად ეფექტიანად შეუძლია კონკრეტულ ბაზარზე კონკრეტული მესიჯის მიტანა. 
ასე რომ, ფრთხილად იყავით, არ გამოიყენოთ 3M არასწორი მიმდევრობით. მარკეტინგის 3M-ის სწორი თანმიმდევრობით გამოყენებით ჩვენი მარკეტინგული კომუნიკაცია უფრო გამიზნული, უფრო ზუსტი და უფრო წარმატებული ხდება.

👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად


👍  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


No comments:

Post a Comment