Saturday, July 22, 2017

თბილისის მერია „ქართველთა მარშის“ წარმომადგენლებისთვის გაგზავნილ წერილს აქვეყნებს

დედაქალაქის მერია „ქართველთა მარშის“ წარმომადგენლებისთვის გაგზავნილ წერილს აქვეყნებს, სადაც განმარტებულია, რომ საზოგადოებრივის წესრიგის დაცვის მიზნით, მერიას მიაჩნია, „ქართველთა მარშის“ აქცია აღმაშენებლის გამზირის ნაცვლად ჩატარდეს სხვა ადგილას ან სხვა დროს.
წერილში  ასევე ნათქვამია, რომ  2017 წლის 17 ივლისს თბილისის მერიას წერილობით მიმართა ,,ევროპული საქართველო მოძრაობა თავისუფლებისათვის" პოლიტიკურმა გაერთიანებამ, მიმდინარე 23 ივლისს, მარჯანიშვილის მოედანსა და აღმაშენებლის გამზირზე  დაგეგმილი აქციის ჩატარებასთან დაკავშირებით. 
„განგიმარტავთ ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-10 მუხლს, რომლის შესაბამისად საზოგადოებრივი წესრიგის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, ტრანსპორტის ნორმალური მუშაობის უზრუნველსაყოფად ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, გაფრთხილების მიღებიდან სამი დღის განმავლობაში, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირების თანდასწრებით განიხილოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილისა და დროის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი და წერილობით გადასცეს მათ რეკომენდაცია ამის შესახებ, თუ სხვა აქციის (რომელზედაც გაფრთხილება უფრო ადრე იქნა შეტანილი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში) ჩატარება დაგეგმილია იმავე ადგილზე და იმავე დროს. 
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მიმდინარე წლის 23 ივლისს დაგეგმილი აქციების მიმდინარეობისას, შესაძლებელია მოხდეს კონფლიქტის ესკალაცია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიზანშეწონილად მიაჩნია, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით თქვენ მიერ დაგეგმილი მშვიდობიანი აქცია ჩატარდეს სხვა ლოკაციაზე ან სხვა თარიღში“, - აღნიშნულია წერილში, რომელსაც თბილისის მერია ავრცელებს.
„არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში“- ამ სახელწოდების აქციის გამართვას „ევროპული საქართველო“ აღმაშენებლის გამზირზე 23 ივლისს გეგმავს.
1tv.ge

👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად


👍  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment