Thursday, July 27, 2017

ზოგადი უნარების გამოცდაში ზღვარი აბიტურიენტთა 15%–მა ვერ გადალახა – რთული ვარიანტია III

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების გამოცდაში ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 15%–მა. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა გამოცდების შეჯამების მიზნით დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
მაია მიმინოშვილის ცნობითვე, ზოგადი უნარების გამოცდის შედეგების გაცნობა აბიტურიენტებს დღეს შეეძლებათ. 12:00 საათზე შედეგები უკვე გამოქვეყნდება.
“რაც შეეხება ზოგადი უნარების გამოცდის შედეგებს დღეს გამოქვეყნდება. რთულ ვარიანტად გამოცხადდა მესამე ვარიანტი და შესაბამისად, ამ ვარიანტში გამსვლელი ქულა იქნება 21. სხვა ვარიანტებში კი 24. წინა წელთან შედარებით განსხვავება არ გვაქვს”, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
ჯამში წლევანდელ ეროვნულ გამოცდაზე არგამოცხადებულ აბიტურიენტთა რაოდენობა 3%–ია.
სააპელაციო პროცესი ყველა გამოცდის შედეგის გამოცხადების შემდგომ დაიწყება და 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
edu.aris.ge

👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

👍  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

1 comment:

  1. ანუ მესამე ვარიანტში თუ 21 აიღო აბიტურიენტმა გადალახულად ეთვლება??????

    ReplyDelete