სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პოსტზე 4 წლის ვადით ზურაბ ხონელიძე აირჩიეს.
ზურაბ ხონელიძე აკადემიური საბჭოს ყველა წევრმა ერთხმად აირჩია. მან 8 ხმა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ რექტორობის კანდიდატები იყვნენ:
ზურაბ ხონელიძე- საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი;
ინდირა ძაგანია-ჭოჭუა- ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
კახა ქეცბაია - ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, სსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი.
reportiori.ge
No comments:
Post a Comment