Friday, July 28, 2017

ზღვის მაცოცხლებელი ჰაერი

ზაფხულის დადგომისთანავე გვიზიდავს ზღვის სანაპირო, ცხელი ქვიშა და მცხუნვარე მზე. მიზეზი მარტივია: ზღვა გვხიბლავს სივრცითა და სილამაზით, ტალღების ხმაური კი გვამშვიდებს. ზღვის უკიდეგანო სივრცე გვაჯადოებს და გვამშვიდებს. სწორედ ზღვასთან ასოცირდება ყველაზე სასიამოვნო დასვენება.

ზღვის წყალი შეიცავს დიდი რაოდენობით მიკროელემენტებს, პრაქტიკულად მენდელეევის მთელ ცხრილს. სწორედ ამით აიხსნება ზღვის ჰაერის სამკურნალო თვისებები, რომელიც, გარდა მაღალი ხარისხის იონიზაციისა, განთქმულია ბრომის, იოდის, ნატრიუმის ქლორიდისა და ადამიანისთვის სასარგებლო სხვა ნივთიერებების მაღალი კონცენტრაციით. ზღვის ჰაერში არ არის ბაქტერია და მტვერი.


ხოლო ღელვისას სანაპიროზე ყოფნა განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან ეს ჰაერი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და ხელს უწყობს ორგანოებისა და ქსოვილების ჟანგბადით გამდიდრებას ერითროციტების კედლებზე უარყოფითად დამუხტული იონების ზემოქმედების ხარჯზე. იონიზაცია ერითროციტებს სისხლძარღვებში უკეთ მოძრაობის საშუალებას აძლევს. უარყოფითად დამუხტული იონები აუმჯობესებენ ფილტვების ვენტილაციას, ხელს უწყობენ ჟანგბადის უკეთ ათვისებას, გამოყოფენ ნახშირორჟანგს, აუმჯობესებენ გულის მუშაობას. ზღვის ჰაერი ააქტიურებს როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი შრომის უნარს, აძლიერებს იმუნურ, ნერვულ და კუნთოვან სისტემას, ეხმარება ძვლის ქსოვილის გაძლიერებას, აუმჯობესებს В ჯგუფისა და С ვიტამინების სინთეზს. ზღვის ჰაერი ზრდის ჰემოგლობინის მაჩვნებელს და სისხლში ერითროციტების რაოდენობას, ააქტიურებს სუნთქვასა და სისხლის მიმოქცევას. ის დამამშვიდებლად მოქმედებს ფსიქიკაზე და ხელს უწყობს რელაქსაციას.

ზღვის ჰაერში არსებული იოდი დადებითად მოქმედებს ფარისებრ ჯირკვალზე, აახალგაზრდავებს კანს. კალიუმისა და იოდის ურთიერთქმედება კი აწესრიგებს არტერიულ წნევას, გულის კუნთის მუშაობას, ხელს უწყობს მჟავატუტოვანი და უჯრედებსა და ქსოვილებში წყლის ბალანსის ნორმალიზებას. ზღვის ჰაერში ყველა მიკროელემენტი ისეა დაბალანსებული, რომ ორგანიზმზე თერაპიულად მოქმედებს. ზღვის ჰაერში არსებული მაგნიუმი აძლიერებს ნერვულ სისტემას, ამიტომ ადამიანი მშვიდდება და ნაკლებად მგრძნობიარეა გარე გამღიზიანებლებისადმი. რაც უფრო ახლოსაა ზღვა, მით უფრო სასარგებლოა ჰაერი.

ზღვის ჰაერით მკურნალობა არ საჭიროებს განსაკუთრებულ ძალისხმევას, ამისთვის საკმარისია მხოლოდ მისი შესუნთქვა. განსაკუთრებით სასარგებლოა შტორმის დროს სეირნობა. ამ დროს ჰაერი გამდიდრებულია ჟანგბადითა და ოზონით.

განსაკუთრებით სასარგებლოა სანაპიროზე ძილი. ის გვეხმარება გულის დაავადებების დროს, მომატებული წნევისას, ხსნის დაღლილობას და კურნავს უძილობას, ატონიზირებს ორგანიზმს, აუმჯობესებს განწყობას. სანაპიროზე ძილის დროს სუფთავდება ბრონქები, სისხლი ჯერდება აუცილებელი მიკროელმენტებით.

ზოგიერთი ქრონიკული დაავადების დროს ზღვაზე დასვენება, შესაძლოა, სერიოზული პრობლემების მიზეზად იქცეს.

თავის შეკავება ჯობს შემდეგი დაავადებებისას:

  • ინფექციური დაავადებები;
  • ფილტვებისა და ბრონქების მწვავე დაავადებები;
  • იოდზე ალერგია;
  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევები;
  • კანის ზოგიერთი დაავადება;
  • ორსულობა;
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები;
  • სიმსივნური პროცესები;
  • თირკმელების მწვავე დაავადებები;
  • ჰერპესის ხშირი რეციდივები.

ზღვაზე დასვენება არასასურველია სისტემური, ანთებითი აუტოიმუნური დაავადებების: სისტემური წითელი მგლურას, დერმატოპოლიმიოზიტის, რევმატოიდული ართრიტის დროს. ულტრაიისფერმა სხივებმა შეიძლება ანთება გაამწვავოს, ის ასტიმულირებს იმუნურ სისტემას, რაც აუტოიმუნური დაავადებების დროს უკუნაჩვენებია.

ოსტეოართროზის შემთხვევაში დასაშვებია ყველა სახსრის დაზიანების დროსაც კი, ოსტეოპოროზისას ძალიან სასარგებლოა ზღვის კურორტებზე ყოფნა. მზის სხივები ასტიმულირებს D ვიტამინის გამომუშავებას, რაც სახსრების დისტროფიული დაზიანებისას აუცილებელია.

სიფრთხილე მართებთ მათ, ვისაც ბრონქული ასთმა და ალერგია აწუხებს. მათთვის მთის ჰაერი უფრო სასარგებლოა. გასათვალისწინებელია ზაფხულის პერიოდში აყვავებული მცენარეებიც.

გააგრძელე კითხვა


👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად


👍  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment