✔ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მრავალფუნქციური ფსიქოლოგიის კლინიკა ფუნქციონირებს. ბსუ-ს ფსიქოლოგები ფსიქო-სოციალურ დახმარებას უწევენ ძალადობის მსხვერპლ ან რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებს, ახალგაზრდებს, მათი ოჯახის წევრებს, შშმ და გსსმ პირებს.
➡ კლინიკის ბაზაზე გახსნილია სპეციალურად აღჭურვილი ზრდასრულთა ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპიის ოთახები. ასევე მოქმედებს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შექმნილი „ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების ცენტრი“.
👉 ფსიქოლოგიის კლინიკაში მუშაობა მიმდინარეობს შემდეგი პროგრამებით:
➡ ABA თერაპია
➡ადრეული განვითარების ინდივიდუალური და ჯგუფური პროგრამა
➡ მშობელთა გაძლიერების პროგრამა
➡ენისა და მეტყველების თერაპია.
ცენტრს უკვე ჰყავს 20-მდე ბენეფიციარი.
👌 კლინიკის მუშაობაში აქტიურად არიან ჩართული ფსიქოლოგიის პროგრამის ბაკალავარიატის და მაგისტრატურის სტუდენტები, რომლებიც კლინიკის კოორდინატორისა და სპეციალისტების ხელმძღვანელობით თანამშრომლობენ ბაღებთან, სკოლებთან. უკვე ჩატარდა ტრენინგები სკოლებში შემდეგ თემებზე: „აირჩიე პროფესია“, „გარდატეხის ასაკის კრიზისი“, „როგორ დავიცვათ თავი ძალადობისგან?“. სტუდენტები კლინიკის ბაზაზე აწარმოებენ კვლევებს და მონაწილეობენ ბენეფიციართა დიაგნოსტირებასა და მოკლევადიანი მიზნების განხორციელებაში.
No comments:
Post a Comment