სიტყვა „მარკეტინგს“ მკაფიო განსაზღვრება უნდა მიეცეს, რადგანაც ის სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა შინაარსით ესმის.
ზოგი „მარკეტინგს“ იყენებს „გაყიდვის“ უფრო ნარჩევი სიტყვით მოსახსენიებლად. რასაკვირველია, გაყიდვა მარკეტინგული პროცესის ნაწილია, მაგრამ მარკეტინგი ამის გარდა ბევრ სხვა რამესც მოიცავს. ან ამ სიტყვას ხმარობენ ყველა სახის პრომოუშენის და რეკლამირების აღსანიშნად. ისევ და ისევ, ეს მარკეტინგის ნაწილია, მაგრამ არ მოიცავს ცნებას სრულად.
სინამდვილეში, მარკეტინგი ბევრად უფრო დიდი და ფართო ცნებაა, ვიდრე პრომოუშენი, რეკლამირება ან გაყიდვა. თავისი ყველაზე უფრო მომცველი მნიშვნელობით, მარკეტინგი ქოლგა-ტერმინია, რომლის შინაარსშიც შედის საწარმოს პოზიცია ბაზარზე თანასწორთა შორის, მისი კონკურენტული უპირატესობა და მის მიერ ბაზრის იმ სიცოცხლისუნარიანი სეგმენტების შერჩევა, რომელსაც თავად მოემსახურება.
ირჩევს რა ბაზრის კონკრეტულ სეგმენტებს (და, შედეგად, ირჩევს, საქმე არ ჰქონდეს ბაზრის სხვა სეგმენტებთან), მარკეტინგი აგრეთვე გულისხმობს მომხმარებელთან კომუნიკაციას ამ შერჩეულ ბაზრებზე.
ეს კომუნიკაცია გახლავთ დიალოგი და არა მონოლოგი. სხვა სიტყვბით რომ ვთქვათ, მარკეტინგი უნდა მოიცავდეს მომხმარებლის მოსმენას – ანუ ბაზრის კვლევას.
მხოლოდ ამ გზით შევძლებთ ზუსტი მესიჯის შედგენას, რომელიც მომხმარებელთა სხვადასხვა ტიპზე იქნება მორგებული. ამის მერე საჭიროა, თითოეული ეს მესიჯი ადრესატს მოცემული გარემოებისთვის ყველაზე უფრო შესაფერისი საშუალებით მიეწოდოს.
ეს ზუსტი მარკეტინგული მესიჯები იქმნება და მიეწოდება მეთოდით, რომელსაც „მარკეტინგის სამი M“ ჰქვია.
ამგვარად, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მარკეტინგი ბევრად მეტია, ვიდრე პრომოუშენი და გაყიდვა. ის არის მთელი ბიზნესის განხილვა მარკეტებთან მიმართებაში. მარკეტინგული იარაღების მთელი სპექტრის გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია, წარმატებას მივაღწიოთ კონკურენტებს შორის ეფექტიანი მანევრირების გზით და ჩვენ მიერ არჩეული მომხმარებლის ეფექტიანი მომსახურების გზით.
იმისთვის, რომ ჩვენი საწარმოები წარმატებული იყოს, გვჭირდება მარკეტინგის ყველა ასპექტის გამოყენება: სტრატეგიული მარკეტინგი, კონკურენტის კვლევა, საბაზრო პოზიციონირება, ბაზრის კვლევა და ბოლოს, მარკეტინგული მესიჯების მიწოდება.
მარკეტინგი სწორედ ყველა ამ ასპექტს ნიშნავს.
მოდით, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველაფერი, რის შემოთავაზებაც მარკეტინგს შეუძლია ჩვენთვის, რათა ჩვენი შემოქმედებითი საწარმო კიდევ უფრო წარმატებით განვავითაროთ.
ლექცია 2. მარკეტინგის სტრატეგია
culturepartnership.eu
No comments:
Post a Comment