Wednesday, July 26, 2017

ინფორმაცია გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრატურის პროგრამებზე მიღების შესახებ



ინფორმაცია მაგისტრატურის პროგრამებზე მიღების, წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის, საგამოცდო საკითხებისა და გამოცდების ვადების თაობაზე
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას 2017-2018 სასწავლო წლისათვის მაგისტრატურის საფეხურის შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
·       საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი;
·       საბანკო საქმე;
·       რეკრეაციული ტურიზმი;
·       ბიზნესის ადმინისტრირების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა (IMBA);
·       კერძო სამართალი;
·       სისხლის სამართალი;
·       მასობრივი კომუნიკაცია.

მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა უნდა
წარმოადგინონ:
·       პირადი განცხადება რექტორის სახელზე (სამაგისტრი პროგრამის მითითებით);
·       პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან/და პასპორტის ასლი;
·       ოთხი ფერადი (3x4) ფოტოსურათი და ელ. ვერსია CD-ზე;
·       ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (2017 წლის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ. სამართლის ფაკულტეტისათვის სავალდებულოა ნიშნების ფურცელი);
·       წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი;
·       ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
·       უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
·       უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

საბუთების მიღება იწარმოებს:

·       ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი - 2017 წლის 4 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა); ჩარიცხვა: 29 .09.2017 .
·       სამართლის ფაკულტეტი - 2017 წლის 30 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა); ჩარიცხვა: 28 .09.2017 .
·       სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 2017 წლის 30 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა); ჩარიცხვა: 30 .09.2017 .
-----------------------------------------------------------------------------------
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
ტელ: 2 66 15 12; 2 24 65 90; 2 66 23 41
ელ. ფოსტა: info@gttu.edu.ge                                                           ვებ გვერდი: www.gttu.edu.ge

👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად


👍  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


No comments:

Post a Comment