Monday, July 17, 2017

ვ ი დ ე ო - ჯავახიშვილის ქუჩაზე დაკავებულის ადვოკატი - ამოღებულია დაფხვნილი აბი, დანიშნულია ექსპერტიზა


ვარდების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე არსებულ სკვერში ოპერატიული შეტყობინების საფუძველზე, ჩხრეკის შედეგად დაკავებული გიორგი გიორგიძე ქალაქის მთავარ სამმართველოში რჩება. 
როგორც დაკავებულის ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ პოლიციის სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ამოღებული ნივთიერება ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი, მისი პასუხი კი დღეს გახდება ცნობილი.
„ამოღებულია აბი, თავისუფალ ბრუნვაშია და სააფთიაქო ქსელებში ურეცეპტოდ იყიდება, თუმცა გამოძიებას უნდა დარწმუნდეს, რომ ამოღებული ნივთიერება ნარკოტიკული საშუალება არ არის და ამიტომ დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა, რის შედეგადაც დადასტურდება, რომ ამოღებული ნივთიერება არ წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებას. სწორედ ამის შემდეგ გათავისუფლდება დაკავებული პირი. ჩხრეკა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს პრობლემაზე, რაც ზოგადად ახლავს ამ ოპერატიულ ინფორმაციას. როგორც მოგეხსენებათ, არ არსებობს გადამოწმების სამართლებრივი მექანიზმი ოპერატიული ინფორმაციის, ნებისმიერი ოპერატიული შეტყობინების საფუძველზე შეიძლება გაგჩხრიკონ და დაგაკავონ, რაც ძალიან დიდი ხარვეზია. ჩხრეკის დროს მე უკვე ვიღებდი საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობას, როგორც დამსწრე. სამართალდამცველებმა ადგილზე მისი პირადი ნივთები ამოიღეს, რომელიც ჩვენი თანდასწრებით დაილუქა. დაკავებულმა ყველა დოკუმენტზე მოაწერა ხელი“, - განაცხადა გიორგი მახარაძემ. 
ადვოკატის განმარტებით, აღნიშნული აბი დაკავებულს დაფხვნილი ჰქონდა და შესაბამისად, სამართალდამცველებმა ის ფხვნილის სახით ამოიღეს
შეგახსენებთ, ვარდების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე (ყოფილი ელბაქიძის აღმართი) არსებულ სკვერში გიორგი გიორგიძის გაჩერებას და მის ჩხრეკას ახალგაზრდის მეგობრების მხრიდან პროტესტი და ხმაური მოჰყვა. ადგილზე მცირე ინციდენტსაცჰქონდა ადგილი. როგორც გიორგიძის ახლობლები აცხადებდნენ, სამართალდამცველები ახალგაზრდისთვის ნარკოტიკული საშუალების ჩადებას ცდილობდნენ. ჩხრეკის შემდეგ, სამართალდამცველებმა ახალგაზრდა დააკავეს და თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.
1tv.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება



No comments:

Post a Comment