Friday, July 28, 2017

ჯეფ ბეზოსმა გადაასწრო ბინ გეითსს და პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა

ჯეფ ბეზოსმა ბილ გეითსს პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტული ჩამოართვა. Amazon-ის დამფუძნებლის ქონებამ ისტორიაში პირველად, $90,6 მილიარდი შეადგინა. ჯეფ ბეზოსის ქონება $500 მილიონით მეტია ბილ გეითსისაზე. 

დღეს Amazon-ის აქციების ფასი კიდევ 1.6%-ით გაიზარდა, რამაც მის დამფუძნებელს 1,4 მილიარდი დოლარი მოუტანა. ამ მაჩვენებლით კი Forbes-ის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში ბეზოსმა პირველ ადგილზე გადაინაცვლა. 

Forbes მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიას 1987 წლიდან ადგენს. რეიტინგის პირველი ადგილი ბილ გეითსს 1996 წლიდან ეკავა. 20 წლის განმავლობაში კი სიის პირველი ადგილი ჯამში 7-მა ადამიანმა დაიკავა. ბეზოსი მესამე ამერიკელია, რომელიც პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა, ბილ გეითსისა და უორენ ბაფეტის შემდეგ. 

53 წლის ბეზოსი Forbes-ის ყველაზე მდიდარი 400 ადამიანის სიაში პირველად 1998 წელს მოხვდა. მარტში მისი ქონება $72 მილიარდს შეადგენდა და სიაში მესამე ადგილს იკავებდა.
bm.ge

👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად


👍  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment