- დღეს დილით შევიტყვეთ ეს უბედური ამბავი. წესიერი და მშრომელი დეიდაშვილი დამეღუპა. მისი ცხოვრების მანძილზე შრომის და სწავლის მეტი არაფერი გაუკეთებია. კოკა 27 წლის იყო, პროფესიით ენერგეტიკოსი გახლდათ, კარგად სწავლობდა და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საკუთარი პროფესიითაც მუშაობდა, მაგრამ ოჯახს ეს შემოსავალი არ ყოფნიდა და როცა მისი ძმა სტუდენტი გახდა, გადაწყვიტა მშენებლობაზე დაეწყო მუშაობა. ბავშვობაში დაობლდა, მამა გარდაეცვალა, მას და მის ძმას დედა ზრდიდა. სკოლის დამთავრების შემდეგ კოკა ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო. მისი ძმისთვის სწავლის თანხა რომ გადაეხადა და ოჯახს შემოსავალი ჰქონოდა, ამიტომ დაიწყო მშენებლობაზე მუშაობა და სამწუხაროდ, ამ საქმეს შეეწირა.
გააგრძელეთ კითხვა
No comments:
Post a Comment