თბილისის მერიის გადაწყვეტილები, ვაკის პარკი -კუს ტბა გაერთიანდება და კულტურული მემკვიდრეობის სტატატუსი მიენიჭება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა.
"ჩვენ მივიღეთ ქალაქისთვის კიდევ ერთი ძალიან სასიკეთო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - იზრდება ვაკის პარკის ტერიტორიული საზღვრები. კერძოდ, პარკს უერთდება კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია და მთლიანი ფართობი ექცევა 1 საკადასტრო კოდის ქვეშ, რაც მთავარია - მთელ ამ სივრცეს ენიჭება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის მერის განმარტებით, დღეის მდგომარეობით, ვაკის პარკის ფართობი 18 ჰა-ს შეადგენს და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის შეერთების შემდეგ, პარკის საზღვრები 34 ჰა-მდე გაიზრდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ქალაქს შეემატება კიდევ ერთი დაცული რეკრეაციული ზონა, რომელსაც მიენიჭება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
ipress.ge
No comments:
Post a Comment