Friday, July 28, 2017

შავი ზღვის სანაპიროზე 3-5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი

შავი ზღვის სანაპიროზე 3-5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი, აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 28 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 30 ივლისის დილამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში მოსალოდნელი დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარის გამო, ზღვაზე შესაძლებელია 3–5 ბალიანი შტორმი აღინიშნოს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, სანაპირო ზოლზე განთავსებულ საგუშაგოებზე წითელი ალმებია აღმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაში შესვლა აკრძალულია. 
მაშველები სანაპიროსთან მყოფებს რამდენიმე ენაზე მოუწოდებენ, რომ მოსალოდნელი შტორმის გამო, ზღვაში არ შევიდნენ.
ipn.ge

👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად


👍  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment