„ჯორჯიან
უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, 24, 25, 26 ივლისს საბურთალოს, ვაკისა და
მთაწმინდის რაიონებში, რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება რამდენიმე საათით
შეეზღუდება.
„24-26
ივლისს კომპანია გერმანელ ექსპერტებთან ერთად ცენტრალური მაგისტრალური
თუჯის მილის რეაბილიტაციას გეგმავს, რითაც ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
განსახორციელებელი სამუშაოების დასკვნით ეტაპზე გადავა. მომდევნო კვირის
დასაწყისში პეკინის ქუჩის მარცხენა მხარეს გამავალი 1000 მმ-იანი, 1.3 კმ
სიგრძის მაგისტრალის განახლება უახლესი ევროპული ტექნოლოგიით მოხდება,
რაშიც კომპანიას გერმანული ფირმის, RRT Ingenieurburo Weidt-ის ექსპერტები
დაეხმარებიან.
პარალელურად
განხორციელდება 1000 მმ-იანი ახალი, ევროსტანდარტის შესაბამისი
ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულის დამონტაჟება. ასევე, მოეწყობა 500 მმ-იანი
წყალსადენის ქსელის დამცლელი.
აღნიშნული
უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული და ტექნიკური სამუშაოების შეუფერხებლად
განხორციელებისთვის 24, 25, 26 ივლისს, დილის 11.00 სთ-დან საღამოს 19.00
სთ-მდე და საღამოს 23.00 სთ-დან დილის 08.00 სთ-მდე წყალმომარაგება
შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში:
თამარაშვილის, ნუცუბიძის და მიმდებარე ქუჩებს; ნუცუბიძის და ვაჟა-ფშაველას კვარტლებს;
ვაკის რაიონში:
ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, კეკელიძის, მცხეთის და მიმდებარე ქუჩებს.
მთაწმინდის
რაიონში, ბაგებს, წყნეთს და კიკეთს 24-იდან 26 ივლისის ჩათვლით
წყალმომარაგება შეეზღუდება 17.00 სთ-დან მომდევნო დღის 13.00 საათამდე;
კომპანია მიმდინარე სამუშაოებისას მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის“, - აცხადებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“.
1tv.ge
No comments:
Post a Comment