Sunday, July 23, 2017

საქართველოში დღეს წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი; აღმოსავლეთ საქართველოში კი ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვაც.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, დროგამოშვებით გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა სანაპირო რაიონებში +24,+ 26 გრადუსი, კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთში +26,+28 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი მოსალოდნელია +34, +38 გრადუსი.

24-25 ივლისს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 25 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი და შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა სანაპირო რაიონებში +24,+26 გრადუსი. დაბლობში +25,+27 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +31,+36 გრადუსი.
ipn.ge


No comments:

Post a Comment