ეროვნული გამოცდების ციებ-ცხელება ჯერ არ დასრულებულა. მართალია, საბოლოო შედეგებამდე თითქმის ერთი თვე დარჩეენილი, მაგრამ დღეს უკვე დაზუსტებით ვიცით, რომელ ფაკულტეტებს აფინანსებს სახელმწიფო.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოწოდებული ინფორმაციით, სახელმწიფოს მიერ 100%-ით ფინანსდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის შემდეგი აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამები:
- მშენებლობა – 480 ადგილი;
- ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია – 430 ადგილი;
- არქიტექტურა – 100 ადგილი;
- მათემატიკა – 50 ადგილი;
- საინჟინრო ფიზიკა – 100 ადგილი;
- აგრარული ტექნოლოგიები – 110 ადგილი;
- სასურსათო ტექნოლოგია – 230 ადგილი;
- სატყეოსაქმე – 50 ადგილი;
- აგროინჟინერია – 50 ადგილი;
- მეცხოველეობა – 30 ადგილი;
- აგრონომია – 40 ადგილი;
- ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია – 30 ადგილი;
- ქიმია – 50ადგილი;
- მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია – 25 ადგილი;
- სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია – 20 ადგილი;
- სამთო და გეოინჟინერია – 70 ადგილი;
- მეტალურგია – 15 ადგილი;
- მასალათმცოდნეობა – 20 ადგილი.
„ალია“
No comments:
Post a Comment