ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ სკოლებში მასწავლებლების დასაქმების სქემა არაერთგვაროვანი და ბუნდოვანია, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არაკვალიფიციური კადრების მოხვედრის რისკებს ზრდის. კონკრეტულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ გაგზავნილი 20 ვაკანსიიდან, კანდიდატის რეზიუმეთი მხოლოდ 10 სკოლა დაინტერესდა და ინტერვიუ შესთავაზა. ორ შემთხვევაში ელექტრონული ფოსტის მეშვეობით კანდიდატს შეატყობინეს უარი, სადაც მიზეზად მითითებული იყო არასაკმარისი კვალიფიკაცია, დანარჩენ 8 შემთხვევაში, საჯარო სკოლების მხრიდან გამოხმაურება არ ყოფილა.
“სკოლებში წარდგენილი რეზიუმე, არსებული მაღალი კვალიფიკაციის გამო, აჩენდა მოლოდინს, რომ სკოლების მხრიდან იქნებოდა დაინტერესება და სულ მცირე, კანდიდატს ინტერვიუზე მისვლას შესთავაზებდნენ, რაც არ დადასტურდა. გამოცხადებულ ვაკანსიებზე დასაქმებული კადრების რეზიუმეების ანალიზიდან ჩანს, რომ შეთავაზებულ კანდიდატურას ჰქონდა უფრო მაღალი კვალიფიკაცია, ვიდრე მათ, ვინც რეალურად დასაქმდა აღნიშნულ სკოლებში”, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის მიერ გაკეთებულ დასკვნაში.
აღნიშნულმა უწყებამ ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში კადრების მართვა შეისწავლა და განათლების სამინისტროს დაავალა შეიმუშაოს მექანიზმი, რათა პედაგოგების დასაქმება უფრო გამჭვირვალე და სამართლიანი პროცესი გახდეს.
edu.aris.ge
სხვაგან არ ვიცი რა ხდება ... ქუთაისში თანხა უნდა გადაუხადო დირექტორს ან ნაცნობი უნდა გყავდეს დირექტორი ან მოადგილე, სხვაგვარად შეუძლებელია საჯარო სკოლაში შეღწევა...
ReplyDelete