Thursday, July 27, 2017

როგორ გავიგოთ ეროვნული გამოცდების შედეგები – გამოცდები 2017

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აპლიკანტებისთვის 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
აბიტურიენტთა შედეგების ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდებზე www.online.naec.ge და მოკლე ტექსტური შეტყობინებით.
სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფაკიცო ნომერი. იქვე იქნება განთავსებული აბიტურიენტის ნაშრომის სკანირებული ასლი და მიღებული ქულა.
შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისთვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (ჯეოსელი, მაგთი, ბილაინი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე წითლად მითითებული) უნდა გაგზავნოს შემდეგ ნომერზე  – 9 3 3 3 3, რისი საფასურიც 50 თეთრია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ჩამონათვალში ფაკულტეტების წაშლა და დამატება აბიტურიენტებს აპელაციის განაცხადების შეტანის დასრულების დღემდე შეეძლებათ. რაც შეეხება თავად აპელაციას და მის ვადებს, ის გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გამოცხადდება.

👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

👍  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


No comments:

Post a Comment