Tuesday, July 15, 2014

ქართული უნივერსიტეტები ამერიკულ დიპლომებს გასცემენ, რას ითვალისწინებს 30 მილიონიანი პროექტი

ქართული უნივერსიტეტები ამერიკულ დიპლომებს გასცემენ, რას ითვალისწინებს 30 მილიონიანი პროექტი სამი ქართული უნივერსიტეტი, 30 მილიონიანი ტრანში და სან დიეგოს უნივერსიტეტის მიერ საქართველოში განხორციელებული საბაკალავრო პროგრამები. სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" პროექტ "სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020"-ის პრეზენტაცია გაიმართა.

დღესვე ამერიკულმა უნივერსიტეტმა საქართველოს მთავრობასთან მემორანდუმი გააფორმა და სტუდენტებისთვის ღია კარის დღე გამართა.
პრეზენტაციას პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.

თუ რას ითვალისწინებს მემორანდუმი, ამ საკითხზე ჟურნალისტებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ესაუბრა.

მინისტრის შეფასებით, საუნივერსიტეტო ცხოვრებაში გარდატეხა ხდება და ხელმოწერილი დოკუმენტი წინ გადადგმული ნაბიჯია.

"ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. კორპორაციის კომპაქტის ფარგლებში ვიწყებთ უშუალოდ პროგრამის განხორციელებას. უკვე ჩატარდა წინა მოსამზადებელი სამუშაოები. კომპაქტი ძალაში შევიდა ივნისის თვეში. დღეს ხელშეკრულება გავაფორმეთ და ვიწყებთ პროფესორ-მასწავლებლების მომზადებას, უნივერსიტეტების გაძლიერებას, ლაბორატორიების მშენებლობას და ინფრასტრუქტურის მოწყობა. 2015 აკადემიური წლიდან ჩვენს სტუდენტებს ახალ მიმართულებებს შევთავაზებთ,"-განაცხადა თამარ სანიკიძემ.

პროექტის ფარგლებში ამერიკისა და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებისგან შემდგარი კონსორციუმი საქართველოში საბაკალავრო პროგრამებს განახორციელებს. აღნიშნული პროექტის შედეგად კურსდამთავრებულები საქართველოში ამერიკულ დიპლომებს მიიღებენ საინჟინრო, ტექნოლოგიებსა და საბუნებისმეტყველო სპეციალობებში. სპეციალობების შერჩევა ბაზრის კვლევის შედეგად მოხდა. პროექტის ბიუჯეტი კი 30 მილიონი აშშ დოლარია.

აღნიშნული პროექტისთვის ჯავახიშვილის, ილიასა და ტექნიკური უნივერსიტეტები სამ ეტაპიანი საერთაშორისო ტენდერის შედეგად შეირჩა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით სან დიეგოს უნივერსიტეტი ელექტრული ინჟინერიის, ქიმიისა და კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამებს განახორციელებს.

"თვისობრივად ახალი პროექტი საქართველოში თანამედროვე საინჟინრო სკოლას შექმნის. ფაქტობრივად ჩვენ ახალი წონის ინჟინრებს მოვამზადებთ, რომლებსაც ექნებათ საერთაშორისო აღიარების დიპლომი და მათ სამსახურებრივი უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნება როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით. ეს არის ახალი შესაძლებლობებსა და ახალი ტექნოლოგიების შემოსვლა,"-განაცხადა თსუ-ს რექტორმა ვლადიმერ პაპავამ.

პროექტის თანახმად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპიუტერული ინჟინერიისა და ელექტრული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამები უნდა განხორციელდეს, ხოლო ტექნიკურ უნივერსიტეტში ელექტრული ინჟინერიისა და ქიმიის პროგრამები.

"სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართულ სივრცეში თავისი საგანმანათლებლო სტანდარტით შემოდის. ანუ საუბარია იმაზე, რომ 4 პროფესიული მიმართულებით საქართველოში დამკვიდრდება ამერიკული სტანდარტი. ეს ნიშნავს ხარისხს, ეს ნიშნავს მაღალი დონის ლაბორატორიებს და ეს ნიშნავს ჩვენი სტუდენტების დიდ პერსპექტივას"- ასე აფასებს პროექტს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, პროგრამების განხორციელება უკვე ახალი სასწავლო წლიდან დაიწყება.

პროექტი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე 140 მილიონიანი კომპაქტის ფარგლებში ხორციელდება რომელიც ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.

ეკა არის© წივწივაძე

edu.aris.ge

რა მოლოდინები აქვს "naec"-ს პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგების გამოქვეყნებამდ

რა მოლოდინები აქვს "naec"-ს პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგების გამოქვეყნებამდე პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები დასრულდა. წელს სერტიფიცირებული პედაგოგის სტატუსის მოსაპოვებლად შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 18 641 პედაგოგი დარეგისტრირდა, თუმცა გამოცდებზე არგამოცხადებულთა რიცხვი საკმაოდ მაღალი იყო. საბოლოოდ რამდენი პედაგოგი მიიღებს აგვისტოს თვეში სერთიფიცირებულის დოკუმენტს, ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

როგორ ჩატარდა საგამოცდო პროცესი, რა სიახლეები იყო წლევანდელ გამოცდაზე და რა შანსები აქვთ პედაგოგებს სერტიფიკატის მოსაპოვებლად?! ამ საკითხებზე Aris.ge-განათლებას სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელები ესაუბრნენ.

წლევანდელ გამოცდაზე მასწავლებლებმა გამოცდები პროფესიული უნარებში, სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, ქართულ ენა და ლიტერატურაში, ქართულში, როგორც მეორე ენაში, მათემატიკაში, ისტორიაში, სამოქალაქო განათლებაში, გეოგრაფიაში, ბიოლოგიაში, ქიმიაში, ფიზიკასა და უცხო ენებში ჩააბარეს. სასერტიფიკაციო გამოცდაზე გავიდნენ დაწყებითი საფეხურის პედაგოგებიც.

"პედაგოგების საგამოცდო ტესტებზე ყველა საგნობრივი ჯგუფი მუშაობს. მათემატიკის საგამოცდო ტესტებს მათემატიკის საგნობრივი ჯგუფი ამზადებს. ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფი შესაბამისი საგნის პედაგოგებისთვის მუშაობს. რაც შეეხება დაწყებითი კლასის პედაგოგების საგამოცდო ტესტებს- მათ შერეული ჯგუფი ამზადებს, რომელიც სხვადასხვა ჯგუფის და პროფესიების პირებისგან არის დაკომპლექტებული. ამ ჯგუფში მათემატიკოსებიც შედიან ფილოლოგებიც და ფსიქოლოგებიც,"- განუცხადა Aris.ge-განათლებას ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელმა სოფო დოლიძემ.

იმისათვის, რომ პედაგოგმა ზღვარი გადალახოს და სერტიფიცირებულის სტატუსი მოიპოვოს, მაქსიმალური ქულის 60% უნდა დააგროვოს.ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღანელის თქმით, ბარიერი საკმაოდ მაღალია და მას საშუალოდ გამოცდაზე გასული პედაგოგების მხოლოდ 30% ლახავს.

"პრაქტიკის მიხედვით, ჩაბარების პროცენტული მაჩვენებელი სხვადასხვაგვარია. თუმცა საშუალოდ 30% გახლავთ. ეს ძალიან მაღალი ციფრია, რადგან პედაგოგების სასერტიფიკაციო გამოცდაზე ბარიერი მაღალია და არ არის ისეთი სიმბოლური, როგორიც აბიტურიენტების შემთხვევაში. სტანდარტი საკმაოდ მაღალია და ჩვენც პედაგოგებს მაღალ მოთხოვნებს ვუყენებთ. აქედან გამომდინარე 30% დაბალი მაჩვენებელი არ არის. თუმცა პროფესიული უნარებში სხვადასხვა შედეგი იდება,"-აღნიშნავს სოფო დოლიძე.

განსხვავებულ შედეგს აჩვენებენ ის პედაგოგები, რომლებიც გამოცდაზე უცხო ენას აბარებენ. უცხო ენის ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, ბარიერს პედაგოგების თითქმის ნახევარი წარმატებით ლახავს.

"შარშან ასე იყო და სავარაუდოდ წელსაც ასე იქნება – უცხო ენის გამოცდაზე პედაგოგების ნახევარი იჭრება. ჩაბარებას მხოლოდ ნახევარი ახერხებს. სამწუხაროდ, ნახევარს ბარიერის გადალახვა უჭირს,"– აცხადებს რუსუდან ტყემალაძე.

აღსანიშნავია, რომ ქართულის, როგორც მეორე ენის გამოცდა წელს პირველად ჩატარდა. გამოცდა იმ პედაგოგებმა ჩააბარეს, რომლებიც სახელმწიფო ენას არაქართულენოვან სკოლებში ასწავლიან.

"ამ გამოცდაზე სულ 437 პედაგოგი იყო დარეგისტრირებული, მაგრამ გამოცდაზე 350 გამოვიდა. ეს ტესტები სირთულით განსხვავდება იმ ტესტებისგან, რომელსაც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები აბარებენ, რადგან სპეციფიკა რადიკალურად განსხვავებულია. განსხვავებულია მეთოდიკაც. აქ ძირითადად აქცენტი პრაქტიკული ქართულის ცოდნაზეა. პედაგოგებს ვუმოწმებთ მეტყველებასაც, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ტესტი რთული იყოს. მომავალ წელს ჩემს საგნობრივ ჯგუფში ცვლილებები დაგეგმილი არ გვაქვს, მაგრამ ამ გამოცდის შედეგი გვიჩვენებს რა ხარვეზები იყო და რა შეგვიძლია გამოვასწოროთ, "- ამბობს ქართული ენის ჯგუფის ხელმძღვანელი გოგი მაჭავარიანი.

რაც შეეხება მოლოდინებს, იქიდან გამომდინარე, რომ ქართულში, როგორც მეორე ენაში ტესტირება წელს პირველად ჩატარდა, გოგი მაჭავარიანს მოსალოდნელ შედეგებზე წინასწარი პროგნოზის გაკეთება უჭირს.

რაც შეეხება იმ პედაგოგებს, რომლებიც ქართულ ენას ქართულ სკოლებში ასწავლიან, მაჭავარიანის თქმით, სერტიფიცირების გამოცდას ყოველ წელს სტაბილურად საშუალო შედეგზე აბარებენ. "საშუალოდ ერთი მესამედი ზღვარს ლახავს",- აღნიშნა მაჭავარიანმა.

Aris.ge-განათლება დაინტერესდა, იქნება თუ არა არსებითი ცვლილება სასერტიფიკაციო გამოცდებზე მომავალ წელს.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ამბობენ, სიახლეებს პედაგოგებს თითქმის ყოველწლიურად სთავაზობენ. არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალში სერტიფიცირებული პედაგოგის სტატუსის მოპოვება უკვე მუსიკისა და ფიზკულტურის პედაგოგებმაც შეძლონ. თუმცა მათთვის ამ ეტაპზე პროფესიულ უნარებში საგამოცდო ტესტები შექმნილი არ არის. როგორც,"ნაეკში" ამბობენ, "პედაგოგებისთვის ტესტების შექმნას ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება და ამ საქმეს ცენტრი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უდგება".

ეკა არის© წივწივაძე
edu.aris.ge

Monday, July 14, 2014

ვინ ჩაირიცხება უმაღლესში გამოცდის გარეშე - განათლების შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა

ვინ ჩაირიცხება უმაღლესში გამოცდის გარეშე - განათლების შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა საქართველოს უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები შედის. მინისტრთა კაბინეტმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე შესაბამისი კანონპროექტი განიხილა, რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.

კანონპროექტის მოკლე აღწერაში, რომელიც Aris.ge-განათლებამ ექსკლუზიურად მოიპოვა, წერია: ის პირები, რომლებიც სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სწავლას უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე გააგრძელებენ.

ეროვნული გამოცდების გვერდის ავლით უმაღლესებში მოხვდებიან ის პირებიც, რომელთაც განათლება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აქვთ მიღებული. უფრო კონკრეტულად კი ცვლილება გულისხმობს: "საქართველოს მთავრობისთვის უფლებამოსილების მინიჭებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით განსაზღვროს საქართველოს იმ მოქალაქის, ასევე პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე იმ პირის სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა, ოდენობა და პირობები, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების აღიარების შემდეგ, სწავლას განაგრძობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე;

კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილე, საქართველოს ნაკრები გუნდის წევრის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის დამტკიცების უფლებამოსილება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიენიჭება.

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონპროექტი შემდეგ ცვლილებებსაც ითვალისწინებს:

"სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის, აბსოლუტური ქულით რანჟირების დოკუმენტის, სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის და საერთო სამაგისტრო გამოცდების აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტის დამტკიცების უფლებამოსილების მინიჭებას;

•გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამას და გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილე სტუდენტთან დაკავშირებული რეგულაციების შემოღებას;

•საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაძლებლობის მიცემას იყოლიოს მინიმუმ ერთი კოლეგიური ორგანო.

•საქართველოს მთავრობისათვის სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესის დამტკიცების უფლებამოსილების მინიჭებას".

ეკა არის© წივწივაძე
edu.aris.ge

Thursday, July 10, 2014

საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. ღონისძიებას დაესწრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე. კონფერენციაში მონაწილეობენ იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინსტიტუტების დირექტორები და წამყვანი სპეციალისტები, კიოლნის, ახენისა და დიუსელდორფის უნივერსიტეტების პროფესორები. კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვივნენ მეცნიერები აშშ-იდან, იტალიიდან, ინგლისიდან, შვეიცარიიდან. კონფერენცია სტუ-ში ორ დღეს გაგრძელდება.

კონფერენციის დაწყებამდე ხელი მოეწერა მემორანდუმებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინსტიტუტებს – ენერგიისა და კლიმატის კვლევით ინსტიტუტსა და პეტერ გრიუნბერგის ინსტიტუტს შორის. მემორანდუმები ითვალისწინებს აღნიშნულ ინსტიტუტებში სტუ-ს ბაკალავრიატისა ან მაგისტრატურის ერთი სტუდენტის ინტერნშიპზე მიწვევას,  6 კვირის განმავლობაში, გერმანული მხარის დაფინანსებით.


შეგახსენებთ:  საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისადმი გაწეული თანადგომისა და დახმარებისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრს, პროფესორ სებასტიან შმიდტსა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ ჰანს შტროერს, მიენიჭათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორების წოდება. ჯილდო გერმანელ მეცნიერებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა გადასცა. რექტორმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო სებასტიან შმიდტისა და ჰანს შტროერის სამეცნიერო ბიოგრაფიები, მათი მოღვაწეობა და დამსახურება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე. გერმანელ პროფესორებს სტუ-ის მედლები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. შმიდტმა და შტროერმა მადლობა გადაუხადეს დამსწრე საზოგადოებას და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საჩუქარი გადასცეს. გერმანელს სტუმრებს საპატიო ჯილდო მიულოცეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსმა ოთარ ზუმბურიძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრმა ზვიად კოვზირიძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, გიორგი შარვაშიძემ, იულიხის კვლევითი ცენტრის პროფესორმა ანდრო კაჭარავამ.

Wednesday, July 9, 2014

დირექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა საყურადღებოდ

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები

2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები


2016 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები   



2016 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე გამოყენებული ტესტები 


2017 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე გამოყენებული ტესტები და სწორი პასუხები 

 

2017 წლის მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე გამოყენებული ტესტები




მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                                 ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

naec.ge

2014 წლის მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებზე გამოყენებული ტესტები






პროფესიული უნარები



ბიოლოგია
გეოგრაფიაისტორიასამოქალაქო განათლებაქიმიაფიზიკახელოვნებამათემატიკა









naec.ge