Friday, March 1, 2019

რაში მდგომარეობს ბედნიერი სიყვარულის საიდუმლო

პატივისცემა, მხარდაჭერა, პატიების უნარი, კარგი სექსი და იუმორი: კარგი ურთიერთობებისთვის ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, თუმცა გადამწყვეტ როლს, როგორც აღმოჩნდა გენები ასრულებენ"- ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild-ი წერს. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ახალი კვლევის ფარგლებში იელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 37-დან 90 წლამდე ასაკის ქორწინებაში მყოფი 178 პარტნიორი გამოკითხეს. მათ კითხვები ურთიერთობებში განცდილ ბედნიერებაზე, კმაყოფილებასა და უსაფრთხოდ ყოფნის სურვილზე დაუსვეს.
შემდეგ სპეციალისტებმა კვლევის მონაწილეების ნერწყვის ანალიზი ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ უფრო ბედნიერი პარტნიორები ისინი აღმოჩნდნენ, რომლებსაც ჰორმონების რეცეპტორების განსაზღვრული კომბინაცია ჰქონდათ.
საუბარია ოქსიტოცინზე, რომელსაც სიყვარულისა და სინაზის ჰორმონს უწოდებენ. „ოქსიტოცინი ორგაზმის დროს გამოიყოფა, ასევე ამცირებს სტრესს"- ნათქვამია სტატიაში.
როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ურთიერთობებში საკმარისია ერთი პარტნიორიც, რომელსაც რეცეპტორების ეს ვარიანტი ახასიათებს
imedinews.ge

ქართული მითოლოგია - ზადენი

ზადენი იყო ღმერთი წარმართი პროტოქართველებისა. ხელნაწერთა ტრადიციის მიხედვით ზადენის კულტი მეფე ფარნაჯომმა შემოიღო ძვ.წ. მე-2 საუკუნის პირველ ნახევარში. წერილობითი ისტორიული წყარო ზადენის სახელს მცხეთის ახლოს ზადენის ციხის სახელწოდებასთან აკავშირებს. - "ამან ფარნაჯომ მეფემან, უმატა ყოველთა ციხე-ქალაქთა შენება, და ამან აღაშენა ციხე ზადენი და შექმნა კერპი სახელით ზადენ, და ამართა ზადენს (ქცI, 29:1-2

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

წარმართულ იბერიასა და კოლხეთში მითრას რწმენის არსებობის შესახებ პირველად ნიკო მარმა აღნიშნა და მან ზადენი მითრად მიიჩნია. ნიკო მარი ამბობს: 
🙏 საქართველოს საპატრიარქო.
ზადენი უეჭველად ავესტას იაზატას ან სპარსულ იაზდანს წარმოადგენს, რომელიც კეთილ გენიას ნიშნავს, განსაკუთრებით მითრას და შემდეგ კეთილ ღვთაებასო. ამასთანავე ის ამბობს, რომ ქართულ მატეანეში არმაზის შემდეგ, მეორე ადგილას ზადენ-მითრას კულტი იყო. 
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ასევე მაზდეანურ რწმენაში ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაებაა. მითრა თავის ჰიმნებში მოხსენიებულია, როგორც კეთილი ღვთაებაზადენს არმაზთან ერთად თაყვანს სცემდნენ, როგორც უხვი მოსავლის მომყვან ღმერთს და სამყაროს ერთმპყრობელს. ქრისტიანობის გავრცელების შემდგომ, მეოთხე საუკუნეში, კავკასიის იბერიაში გაუქმდა ზადენის კულტი. "ზადენი" სოფლის სახელად გვხვდება სამხრეთ საქართველოშიც, კერძოდ მესხეთში.
საინტერესოა ისიც, რომ ტოპონიმი ზედაზენი არის წარმომდგარი ორი სიტყვის შეერთებით - ზედა ზადენი. ზოგიეთი მკვლევარი ზადენს ასევე უკავშირებს ლუვიურ სანტასს ან ჰიტიტურ სანდონს.
ნიკო მარის და ზემოთ მოყვანილი ამ ორი ვარიანტისგან განსხვავებით, სხვა ვერსიით უხვი მოსავლისა და ნაყოფიერების ღვთაება ზადენი შესაძლებელია ყოფილიყო მიწათმოქმედებისა და ნაყოფიერების ღვთაების, იუპიტერის მამის, რომაული სატურნის (ბერძნული მითოლოგიის კრონოსის) იბერო-კავკასიური ნაირსახეობა. ამ ორი ღვთაების ერთმანეთთან გაიგივებას არც მათი სახელწოდებების ფონეტიკური მონაცემები უნდა უშლიდეს ხელს.
თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით, ზადენი ანუ ზადნენ - აპოლონია: "მეფემამ ფარნაჯომ აღაშენა ციხე ზადენისა და აღმართა კერპი ზადენად წოდებული. ესე არს წვიმისა და ნაყოფთა აღმომცენებელი. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ზემოთ დასახელებული არცერთი ვერსია არ შეესაბამებოდეს სიმართლეს და ზადენის კულტი საიდანმე კი არ შემოსულიყო. არამედ წარმოშობილიყო ადგილობრივად.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ქართული ღმერთის - ზადენის სახელი უწოდეს მეცნიერებმა ჯუჯა პლანეტის ცერესის სამხრეთ ჰემისფეროში მდებარე კრატერს'
intermedia.ge

ვინიციუსი:„სიზმარშიც ვერ ვნახავდი, რომ ასეთი რამ მოხდებოდა, გაოცებული ვარ“

ვინიციუს ჟუნიორი ბრაზილიის ნაკრებში გამოიძახეს. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა...

„როდესაც გავიგე, რომ ნაკრებში გამომიძახეს, გაოცებული დავრჩი. სიზმარშიც კი ვერ ვნახავდი, რომ ასეთი რამ მოხდებოდა.“

„ეს არის დიდი მოტივაცია, რომელიც დამეხმარება, რომ მეტი პროგრესი ვაჩვენო.
Halamadrid.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

2018 წლიდან დღემდე ევროკავშირის 20 ქვეყანაში საქართველოს 137 მოქალაქე დააკავეს

2018 წლიდან დღემდე, ევროკავშირის 20 ქვეყნის მასშტაბით საქართველოს 137 მოქალაქეა დაკავებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, მათ შორის 9 ე.წ. კანონიერი ქურდია.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

„საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლიდან დღემდე, ფრანგ, ბერძენ, ესპანელ და პოლონელ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 20 მასშტაბური ერთობლივი ოპერაცია ჩაატარა, რომელთა შედეგად, მძიმე დანაშაულების ბრალდებით დაკავებულ იქნა საქართველოს 137 მოქალაქე, მათ შორის 9 ე.წ. კანონიერი ქურდი“, - განაცხადა ჭელიძემ
imedinews.ge

ბანგლადეში როჰინჯა მუსლიმებს აღარ შეიფარებს

ბანგლადეში გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მიმართავს და აცხადებს, რომ მიანმარიდან ბანგლადეშში მიგრაციის მსურველ მეტ როჰინჯა მუსლიმს აღარ მიიღებს. ამის შესახებ BBC წერს. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ბანგლადეშის უსაფრთხოების მდივანი მიანმარს როჰინჯების უკან დაბრუნების პროცესში „ცრუ დაპირებებში“ ადანაშაულებს.
ბანგლადეშში მიანმარიდან მიგრირებული 740 ათასზე მეტი როჰინჯა მუსლიმი ცხოვრობს. გაერო კრიზისს, როგორც ეთნიკურ წმენდას ისე მოიხსენიებს. უფლებადამცველი ორგანიზაციები მიანმარს როჰინჯების უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. მიანმარი ბრალდებებს უარყოფს.
მიანმარში ვითარება 2017 წლის 25 აგვისტოს შემდეგ გამწვავდა. ამ დღეს „როჰინჯა არაკანას გადარჩენის არმიის“ დანებით და ხელნაკეთი ბომბებით შეიარაღებულმა მებრძოლებმა კოორდინირებული თავდასხმა მოაწყეს მიანმარის არმიის ბაზასა და პოლიციის საგუშაგოებზე. 
როჰინჯა - ეთნიკური ჯგუფია, რომელიც მიანმარის შტატ რაკჰაინში ცხოვრობს და ტერიტორიის მკვიდრად მიაჩნია თავი, თუმცა ისტორიკოსების უმეტესობა მიიჩნევს, რომ როჰინჯები ბრიტანული კოლონიალიზმის პერიოდში ბანგლადეშიდან მიანმარში ჩაასახლეს
imedinews.ge

Thursday, February 28, 2019

7 ფაქტორი, რომლებიც ანგრევს წყვილების ურთიერთობას

სიყვარულს მხოლოდ ცოცხალი ემოციების განცდა და ფაქტობრივად, ფრენის მოგვრა კი არ შეუძლია, ის ხშირად ხდება შფოთვის მიზეზი და ეს ბუნებრივი მდგომარეობაა, რომელიც კონტროლს ექვემდებარება. თუმცა, ზღვარს გადაბიჯება არ ღირს, გადაჭარბებული ემოციები ან კომპლექსები წყვილების ურთიერთობისთვის საზიანოა და შეიძლება ნგრევა გამოიწვიოს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

საჭიროა შეგეძლოთ საფრთხის შეგრძნების უნარი, რათა თავიდან აიცილოთ ურთიერთობის კრახი. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ იმ ძირითად ფაქტორებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნიან წყვილის ურთიერთობას და შემოგთავაზებთ გადარჩენის გზებსაც.შიში, რომელზეც გვაქვს საუბარი, სიყვარულის პირველივე ეტაპზე იჩენს თავს და ის ბავშვობიდან მოდის. იმ პერიოდიდან, როდესაც მშობლების მხრიდან მის უარყოფას, უსიყვარულობას ან უპატივცემულობას ჰქონდა ადგილი. ასეთი პიროვნება ბევრს ცდილობს, რომ შეავსოს ის, რაც ყოველთვის აკლდა, ამიტომ უჭირს სათანადოდ შეაფასოს საკუთარი თავი, პარტნიორი ან სიტუაცია
როგორ მოვიქცე?

ჰკითხეთ საკუთარ თავს - "მართლა არ ვარ მისი შესაფერისი? რატომ?" კითხვებზე პასუხით მიხვდებით, რომ დროა გათავისუფლდეთ ამ პიროვნებისგან და შეწყვიტოთ თითოეული სიტყვის და ნაბიჯის კონტროლი მის გამო, ნებისმიერი გაურკვევლობა ყოველთვის იწვევს განგაშს.
სიყვარულში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეგეძლოს მიღება და გაცემა - სითბოსი, სიყვარულის, ზრუნვის, დროის, გონებრივი ძალის და სხვა რესურსების. ხშირად ეს ბალანსი დარღვეულია - ადამიანი ან ვერ გასცემს, ან აკლია ეს ყველაფერი.

ზოგი მიიჩნევს, რომ მხოლოდ საჩუქრები და კომპლიმენტები განიხილება ურთიერთობისას; ზოგი ცდილობს თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა; ზოგს კი ეს ურთიერთობა მორიგ გატაცებად მიაჩნია.

როგორ მოვიქცე?
დაფიქრდით, მარტოობაში ხელსაყრელი არაფერია. პროდუქტიულად განიხილეთ თქვენს პარტნიორთან თქვენი მომავალი, გაცვალეთ აზრები და გაუზიარეთ შიშის შესახებ. აუცილებლად მოისმინეთ მისი პოზიციაც.






3. სიახლოვის ემოციური შიში.
ეს შიში ასევე მჭიდრო კავშირშია წინა პუნქტთან. პიროვნება ხდება დაუცველი: სულ უფრო შორდება პირად სივრცეს და იმატებს პასუხისმგებლობის გრძნობა. ხვდება, რომ პატივი უნდა სცეს სხვის "ტერიტორიას" და ეჭვქვეშ აყენებს საკუთარ შესაძლებლობებს და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისთვის მზადყოფნას.

როგორ მოვიქცე?

აუცილებლად გაითვალისწინეთ წინა პუნქტის რჩევა და ის, რომ წარსულის გამოცდილება არ უზრუნველყოფს მომავალს. ნუ შეგეშინდებათ ახალი დღის და ახალი ცხოვრების.




4. ერთად ცხოვრების შიში.
ყველას ეშინია იმის, რომ სიყვარულის ნავი ერთ დღესაც აუცილებლად დაიმსხვრევა. ხასიათის შეუთავსებლობის, ძილის, კვების რეჟიმისა და სხვა ფაქტორების გამო არაერთი წყვილის ურთიერთობა განადგურდა. როდესაც ვდგებით ახალი ცხოვრების დაწყების წინაშე, გვიპყრობს შიში, რომ გავანდგურებთ საკუთარს, ან მის ცხოვრებას.

როგორ მოვიქცე?

ნუ იჩქარებთ დაოქრწინებას, შეგიძლიათ ხშირად შეხვდეთ პარტნიორს, უკეთ გაიცნოთ, ერთად იმოგზაუროთ, დაისვენოთ ზღვაზე და დარწმუნდეთ, რომ თქვენი ხასიათი ეწყობა და ერთმანეთის ჩვევები არ გაღიზიანებთ.




5. საერთო ღირებულებების არარსებობის შიში.
შეხედულებების დამთხვევა, საერთო ფასეულობებისა და ინტერესების არსებობა არის საფუძველი, საიდანაც საიმედო და ძლიერი ურთიერთობები შენდება. თუმცა, შეუძლებელია იპოვო ისეთი ადამიანი, რომელიც სრულიად მოერგება შენს ფიქრებს და შეეწყობა ხასიათს.

როგორ მოვიქცე?

აუცილებლად გაიცანით პარტნიორი ქორწინებამდე. ისაუბრეთ პრობლემებზე, თქვენს აზრებზე ამასთან დაკავშირებით, დადებით და უარყოფით ემოციებზე, ისწვალეთ მოლაპარაკებები და დათმობები, განიხილეთ პრობლემა სხვადასხვა კუთხით.




6. ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლის შიში
გრძელვადიანი ურთიერთობა გვთავაზობს რაღაც გარკვეულს - საერთო ბინას, შვილს, შემოქმედებით პროექტს და ა.შ. და ეს ცხოვრების ლოგიკური გაგრძელებაა.

როგორ მოვიქცე?

მოგწონთ მასთან ურთიერთობა? ესეიგი ეს ორი პიროვნების კავშირის გამძლეობაა. იგივე კითხვა მას დაუსვით და თუ დადებით პასუხს მიიღებთ, რაც დიდი ალბათობით დადებითი იქნება, გააგრძელეთ მასზე ზრუნვა და ყურადღება.




7. გრძნობების გაცივების შიში.
intermedia.ge

დღეიდან სურსათის ეტიკეტირების ახალი წესი ამოქმედდა

სურსათის შესახებ ეტიკეტით ინფორმაციის მიწოდება დღეიდან ახალი წესებით რეგულირდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამ რეგულაციის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაქსიმალური ინფორმაცია გაყიდვაში არსებული პროდუქტის შესახებ და ამით ხელი შეუწყოს მათი ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვას.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ამ რეგულაციის მიხედვით, ეტიკეტზე დასატანი სავალდებულო ინფორმაციის ჩამონათვალი იზრდება. მათ შორის, სავალდებულო ხდება, განთავსდეს ინფორმაცია სურსათის უვნებელ მოხმარებასთან დაკავშირებითაც. სურსათის შემადგენლობა შესაძლებელია, საზიანო იყოს მომხმარებელთა გარკვეული კატეგორიისა თუ ჯგუფებისთვის, ამიტომ აცულებელია სრულყოფილი ინფორმაციის დატანა.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ ეტიკეტზე ყველაფერთან ერთად, განათავსებენ ინფორმაციას კვებითი ღირებულების შესახებ, რაც განსაკუთრებული კვებითი საჭიროების მქონე მომხმარებელს არჩევანის შესაძლებლობას მისცემს.
განისაზღვრა ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის შრიფტის ზომა და სურსათის შესახებ ინფორმაციის ფორმაც. ის უნდა იყოს: ზუსტი, მკაფიო, მომხმარებლისათვის ადვილად გასაგები. ადგილი კი სადაც ის განთავსება, აუცილებელია იყოს თვალსაჩინო.
რა უნდა იცოდეთ სურსათის ეტიკეტირების ახალ წესზე - ვრცლად ამის შესახებ ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე.
imedinews..ge