Thursday, February 28, 2019

დღეიდან სურსათის ეტიკეტირების ახალი წესი ამოქმედდა

სურსათის შესახებ ეტიკეტით ინფორმაციის მიწოდება დღეიდან ახალი წესებით რეგულირდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამ რეგულაციის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაქსიმალური ინფორმაცია გაყიდვაში არსებული პროდუქტის შესახებ და ამით ხელი შეუწყოს მათი ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვას.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ამ რეგულაციის მიხედვით, ეტიკეტზე დასატანი სავალდებულო ინფორმაციის ჩამონათვალი იზრდება. მათ შორის, სავალდებულო ხდება, განთავსდეს ინფორმაცია სურსათის უვნებელ მოხმარებასთან დაკავშირებითაც. სურსათის შემადგენლობა შესაძლებელია, საზიანო იყოს მომხმარებელთა გარკვეული კატეგორიისა თუ ჯგუფებისთვის, ამიტომ აცულებელია სრულყოფილი ინფორმაციის დატანა.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ ეტიკეტზე ყველაფერთან ერთად, განათავსებენ ინფორმაციას კვებითი ღირებულების შესახებ, რაც განსაკუთრებული კვებითი საჭიროების მქონე მომხმარებელს არჩევანის შესაძლებლობას მისცემს.
განისაზღვრა ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის შრიფტის ზომა და სურსათის შესახებ ინფორმაციის ფორმაც. ის უნდა იყოს: ზუსტი, მკაფიო, მომხმარებლისათვის ადვილად გასაგები. ადგილი კი სადაც ის განთავსება, აუცილებელია იყოს თვალსაჩინო.
რა უნდა იცოდეთ სურსათის ეტიკეტირების ახალ წესზე - ვრცლად ამის შესახებ ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე.
imedinews..ge

No comments:

Post a Comment