Saturday, March 2, 2019

როგორ უნდა შეიცვალოს "ხრუშჩოვკების" ფასადი, რომლებიც ამახინჯებენ თბილისს - იდეა მერს

თბი­ლი­სის მე­რი­ის ვებ-გვერ­დზე ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ მო­ქა­ლა­ქე­თა იდე­ე­ბის მი­ღე­ბა გრძელ­დე­ბა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ამ ეტაპ­ზე ვებგ­ვერ­დზე 388 მიმ­დი­ნა­რე, 277 დაბ­ლო­კი­ლი, 466 არ­შემ­დგა­რი იდეა ფიქ­სირ­დე­ბა. 17 იდეა გან­ხილ­ვის პრო­ცეს­შია, ორი უკვე შე­თან­ხმე­ბუ­ლი, 1 კი უარ­ყო­ფი­ლია.
„ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი“ მიმ­დი­ნა­რე გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან ერთ-ერთს გთა­ვა­ზობთ, რო­მე­ლიც ე.წ ხრუშ­ჩოვ­კე­ბის ფა­სა­დე­ბის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ას ეხე­ბა.
"იდეა გუ­ლის­ხმობს არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბის, ე.წ ხრუშ­ჩოვ­კე­ბის სა­ხეც­ვლი­ლე­ბას, რომ­ლე­ბიც ფა­სა­დით გა­მო­დი­ან ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩა­ზე და ამა­ხინ­ჯე­ბენ ქა­ლა­ქის იერ­სა­ხეს, ასე­ვე არ აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ცხოვ­რე­ბელ სტან­დარ­ტებს.
შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი სრუ­ლი­ად მორ­გე­ბუ­ლი და ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ზე. პრო­ექ­ტში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია არა­მარ­ტო ფა­სა­დუ­რი რე­კონ­სტრუქ­ცია, არა­მედ ფუნ­ქცი­უ­რი ცვლი­ლე­ბაც (თბო­მო­დერ­ნი­ზა­ცია, გამ­წვა­ნე­ბა და ა.შ), რო­მე­ლიც გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის სტან­დარ­ტებს და ქა­ლა­ქის ერ­თი­ან იერ­სა­ხე­საც მო­ა­წეს­რი­გებს.
სარ­გე­ბე­ლი ქა­ლაქს:
იერ­სა­ხე - იმ ტი­პობ­რი­ვი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის მო­დერ­ნი­ზა­ცია, რომ­ლე­ბიც ფა­სა­დით გა­მო­დი­ან ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩა­ზე და ამა­ხინ­ჯე­ბენ ქა­ლა­ქის იერ­სა­ხეს.
ეკო­ლო­გია - რად­გან ქა­ლა­ქის ეკო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა, ამი­ტომ ტი­პობ­რი­ვი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის მო­დერ­ნი­ზა­ცია ხდე­ბა თბო­ი­ზო­ლა­ცი­ის პა­ნე­ლე­ბი­თა და გამ­წვა­ნე­ბით წა­ი­კი­თხეთ ვრცლად და იხი­ლეთ ფო­ტო­ე­ბი
ambebi.ge

როდის მოიმატებს ტემპერატურა საქართველოში - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

დღეს და ხვალ სა­ქარ­თვე­ლო­ში ნა­ლე­ქი­ა­ნი ამინ­დი შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა, 4 მარ­ტი­დან კი, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით გა­მო­ი­და­რებს, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­რე­მოს ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 6 მარ­ტის ჩათ­ვლით სა­ქარ­თვე­ლო­ში უმე­ტე­სად უნა­ლე­ქო ამინ­დი შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა.
"ხვალ მთა­ში თოვ­ლის სა­ხით ნა­ლე­ქის ინ­ტენ­სი­ვო­ბა შე­სუს­ტდე­ბა და დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში დე­და­ქა­ლაქ­სა და აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ქარი გაძ­ლი­ერ­დე­ბა. ჰა­ე­რის მაქ­სი­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა დღეს და ხვალ დაბ­ლობ­ში +4,+9 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა, მთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში 0,+5, მა­ღალ მთა­ში კი -5,0.
4 მარ­ტი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ი­და­რებს. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა მო­მა­ტე­ბას და­ი­წყებს, რაც რამ­დე­ნი­მე დღე გაგ­რძელ­დე­ბა. 6 მარ­ტის ჩათ­ვლით უმე­ტე­სად უნა­ლე­ქო ამინ­დი შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა.
რაც შე­ე­ხე­ბა თბი­ლისს, ხვალ, დი­ლის სა­ა­თებ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია მცი­რე წვი­მა, დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში კი და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ქარი გაძ­ლი­ერ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა დოდო გვა­ზა­ვამ.
ambebi.ge

2 მარტიდან ტაქსის მძღოლები ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობას უფასოდ შეცვლიან

ტაქსის მძღოლები, რომლებსაც ავტომობილის თეთრად გადაღებვის ვალდებულება აქვთ, მომსახურების სააგენტოში ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობას უფასოდ შეცვლიან. ინფორმაციას მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

რეგულაცია დღეიდან, 2 მარტიდან ამოქმედდა. გადაწყვეტილება იმ მძღოლებზე ვრცელდება, რომლებიც ტაქსის ლიცენზიას ფლობენ და ამავდროულად რეგულაციის თანახმად ავტომობილის ფერს შეცვლიან.
სარეგისტრაციო მოწმობის შესაცვლელად მოქალაქემ ავტომობილის ფერის შეცვლის შემდეგ, მომსახურების სააგენტოში, მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ტაქსის ლიცენზია უნდა წარადგინოს, 
ტაქსის მძღოლებს სატრანსპორტო საშუალების ახალი სარეგისტრაციო მოწმობის აღება მომსახურების სააგენტოს ყველა სერვისცენტრი შეუძლიათ.
1 მარტიდან ტაქსის მძღოლებზე ავტომობილის გადაღებვისა და ქიმიური წმენდის ვაუჩერი გაიცემა. 
მისამართები, სადაც ტაქსის მძღოლები ვაუჩერების აღებას შეძლებენ შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე. 
თბილისის საკრებულომ ტაქსებთან დაკავშირებული რეგულაციები 2018 წლის 7 დეკემბერს დაამტკიცა
imedinews.ge

რეალი“-„ბარსელონა“ [23:45]

მატჩი:„რეალი“-„ბარსელონა“
დრო: 23:45
სტადიონი: ბერნაბეუ

მადრიდის „რეალის“ სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა: კურტუა, კარვახალი, რამოსი, ვარანი, რეგილონი, კაზემირო, მოდრიჩი, კროოსი, ბეილი, ბენზემა, ვინიციუსი
Halamadrid.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

სასკოლო არდადეგები 8 მარტს დაიწყება და 15 მარტამდე გაგრძელდება

სასკოლო არდადეგები 8 მარტს დაიწყება და 15 მარტამდე გაგრძელდება. საქართველოს განათლების სამინისტროს ბრძანების მიხედვით საგაზაფხულო არდადეგები ყველა საჯარო სკოლა  ეხება,   საბავშვო  ბაღებში კი  საგაზაფხულო არდადეგები არ იქნება.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ჩვეულებრივ რეჟიმში იმუშავებენ და  მხოლოდ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებულ უქმე დღეებში დაისვენებენ
ajaratv.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

Friday, March 1, 2019

ვენაში დაკარგული ქართველი სტუდენტი იპოვეს

ვე­ნა­ში და­კარ­გუ­ლი ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტი, ანრი ლო­მი­ძე იტა­ლი­ა­ში იპო­ვეს. ლო­მი­ძეს, რო­მე­ლიც ავ­სტრი­ა­ში სას­წავ­ლებ­ლად იმ­ყო­ფე­ბა, 5 დღე ეძებ­დნენ.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

რო­გორც AMBEBI.GE-ს ლო­მი­ძის ახ­ლობ­ლებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, ის ფლო­რენ­ცი­ის ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბა და მას სა­ვა­რა­უ­დოდ ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა.
ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბის გამო მი­იყ­ვა­ნეს. ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში უც­ნობ­მა მო­ქა­ლა­ქემ და­ტო­ვა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლო­მი­ძე კონ­ტაქ­ტუ­რია, თუმ­ცა ჯერ კვლე­ვებს გა­დის და არ და­კი­თხუ­ლა.
რო­გორც ცნო­ბი­ლია, ანრი ლო­მი­ძის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას წინ უკ­რა­ი­ნელ სტუ­დენ­ტებ­თან უთან­ხმო­ე­ბა უძღო­და, რის გა­მოც ლო­მი­ძემ მათ­თან ერ­თად ნა­ქი­რა­ვე­ბი სახ­ლი და­ტო­ვა და ამის შემ­დეგ მისი კვა­ლი და­ი­კარ­გა.
AMBEBI.GE-ს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კონ­ფლიქ­ტის შემ­დეგ, ლო­მი­ძე ავ­სტრი­ი­დან დე­დას­თან წა­ვი­და, რო­მე­ლიც იტა­ლი­ა­ში ემიგ­რა­ცი­ა­შია. თუმ­ცა, რად­გან მე­გობ­რებ­მა დე­და­მისს შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რომ ახალ­გაზ­რდა ბიჭი და­ი­კარ­გა, ქალი იტა­ლი­ი­დან ავ­სტრი­ა­ში ჩა­ვი­და შვი­ლის სა­ძებ­ნე­ლად. სა­ვა­რა­უ­დოდ, ამის შემ­დეგ ანრი ლო­მი­ძე დე­დას ვე­ღარ და­უ­კავ­შირ­და, თუმ­ცა რა მოხ­და შემ­დეგ, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.
ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებს 5 დღე აწარ­მო­ებ­და ავ­სტრი­ის პო­ლი­ცია და ახლა საქ­მე­ზე ძი­ე­ბა და­ი­წყო იტა­ლი­ურ­მა მხა­რე­მაც.
ambebi.ge

ცნობილია ეკონომიკის დარგები, რომლებიც უფრო მეტ ადამიანს კლავს ვიდრე ასაქმებს

აშშ-ში ცნობილია ინდუსტრიის ორი დარგი, რომელმაც ყველაზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა - წერს Techcult.  

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

აღმოჩნდა რომ ეს დარგებია თამბაქოს წარმოება და ქვანახშირის მოპოვება. ეს შედეგი მეცნიერებმა სპეციალური მათემატიკური მოდელის შექმნის შემდეგ გამოთვალეს.  
მკვლევარი ჯოშუა პირსი, რომელიც კომპანია Michigan Tech მუშაობს შექმნა რამდენიმე მათემატიკური მოდელი, რომელიც კონკრეტული ინდუსტრიის პოტენციურ ფასს ითვლის, რის შედეგადაც დგინდება, თუ ამ სეგმენტში საქმიანობამ რამდენი ადამიანი იმსხვერპლა. 
ბოლო მონაცემებით აშშ-ის თამბაქოს ინდუსტრიაში  ტექნოლოგიური ჯაჭვის შესადგენად 124 342 სამუშაო ადგილია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ აქტიური და პასიური მოწევის შედეგად აშშ-ში ყოველ წელს 0,5 მილიონი ადამიანი კვდება. პასიური მოწევის შედეგად თამბაქოს ინდუსტრია ყოველ მეოთხე მუშას კლავს. 
ქვანახშირის მოპოვების სეგმენტში მდგომარეობა უფრო მძიმეა. ამ დარგში დასაქმებულია 51 800 ადამიანი. წელიწადში კვდება 10-15 მუშა. თუმცა ქვანახშირის წვის შედეგად ქვეყანაში 52 000 ადამიანი კვდება. 
თუ კაცობრიობა ქვანახშირის მოპოვებაზე უარს იტყვის და სათბობის ალტერნატიულ წყაროებზე გადავა, სიკვდილის მაჩვენებელი შემცირდება. 
რისთვის არის საჭირო ჯოშუა პირსის მათემატიკური მოდელი? იმისთვის, რომ ცხადად ვიგრძნოთ ცვლილებების აუცილებლობა ეკონომიკის სეგმენტებში და გატარდეს რეფორმები. ეს მწვავე სოციალური საკითხია, რომელიც უკავშირდება სამსახურის დაკარგვას, მაგრამ საკითხის დასმა გარდაუვალია.
imedinews.ge