Friday, March 1, 2019

ცნობილია ეკონომიკის დარგები, რომლებიც უფრო მეტ ადამიანს კლავს ვიდრე ასაქმებს

აშშ-ში ცნობილია ინდუსტრიის ორი დარგი, რომელმაც ყველაზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა - წერს Techcult.  

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

აღმოჩნდა რომ ეს დარგებია თამბაქოს წარმოება და ქვანახშირის მოპოვება. ეს შედეგი მეცნიერებმა სპეციალური მათემატიკური მოდელის შექმნის შემდეგ გამოთვალეს.  
მკვლევარი ჯოშუა პირსი, რომელიც კომპანია Michigan Tech მუშაობს შექმნა რამდენიმე მათემატიკური მოდელი, რომელიც კონკრეტული ინდუსტრიის პოტენციურ ფასს ითვლის, რის შედეგადაც დგინდება, თუ ამ სეგმენტში საქმიანობამ რამდენი ადამიანი იმსხვერპლა. 
ბოლო მონაცემებით აშშ-ის თამბაქოს ინდუსტრიაში  ტექნოლოგიური ჯაჭვის შესადგენად 124 342 სამუშაო ადგილია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ აქტიური და პასიური მოწევის შედეგად აშშ-ში ყოველ წელს 0,5 მილიონი ადამიანი კვდება. პასიური მოწევის შედეგად თამბაქოს ინდუსტრია ყოველ მეოთხე მუშას კლავს. 
ქვანახშირის მოპოვების სეგმენტში მდგომარეობა უფრო მძიმეა. ამ დარგში დასაქმებულია 51 800 ადამიანი. წელიწადში კვდება 10-15 მუშა. თუმცა ქვანახშირის წვის შედეგად ქვეყანაში 52 000 ადამიანი კვდება. 
თუ კაცობრიობა ქვანახშირის მოპოვებაზე უარს იტყვის და სათბობის ალტერნატიულ წყაროებზე გადავა, სიკვდილის მაჩვენებელი შემცირდება. 
რისთვის არის საჭირო ჯოშუა პირსის მათემატიკური მოდელი? იმისთვის, რომ ცხადად ვიგრძნოთ ცვლილებების აუცილებლობა ეკონომიკის სეგმენტებში და გატარდეს რეფორმები. ეს მწვავე სოციალური საკითხია, რომელიც უკავშირდება სამსახურის დაკარგვას, მაგრამ საკითხის დასმა გარდაუვალია.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment