Tuesday, April 2, 2019

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში დღეს კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ამჯერად რაჭაში დაფიქსირდა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

3.4 მაგნიტუდის (ML) სიდიდის მიწისძვრა თბილისის დროით 11:30 საათზე ონთან მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ონიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 3კმ-ში, სოფელ ნაკიეთში დაფიქსირდა.
1 აპრილს, ყვარელთან 3,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
imedinews.ge

საქართველოს ბანკში გენერალური დირექტორის მოადგილეები გადადგნენ

საქართველოს ბანკმა მენეჯმენტში ცვლილებების შესახებ განაცხადა.
დირექტორთა საბჭოს და მათ მიერ დაკავებულ პოზიციები დატოვეს გენერალური დირექტორის მოადგილეებმა: დავით წიკლაურმა და რამაზ კუკულაძემ. ფინანსური მიმართულებით ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას დაიკავებს სულხან გვალია.
სულხანს გვალიას საბანკო სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის საქართველოს ბანკში არაერთ მმართველ თანამდებობას იკავებდა. მათ შორის, მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს ბანკის საკრედიტო რისკების (2005-2012) და კორპორაციული საბანკო საქმიანობის მიმართულებას (2012-2016) ხელმძღვანელობდა. სულხან გვალია არის კომპანია „E-Space”-ს დამფუძნებელი და დირექტორი, ასევე არის „ინეკობენკში“ (სომხეთი) სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე, ვასილ ხოდელს ჩაანაცვლებს გიორგი ფაილოძე. ამავე დროს, ვასილ ხოდელი დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე რჩება.
გიორგი ფაილოძე ბანკს უერთდება Evercore-დან, საინვესტიციო საბანკო ფირმის ლონდონის ოფისიდან, სადაც ის სტრატეგიულ კონსულტაციებს ახორციელებდა კორპორაციული და კერძო საინვესტიციო კომპანიებისთვის სხავდასხვა დარგებში. გიორგი სხვადასხვა დროს იკავებდა წამყვან თანამდებობებს საბანკო სფეროში, მათ შორის ნიუიორკში Citi Investment Bank-ში, შემდეგ Evercore-ში ნიუ იორკის ოფისში და ბოლოს ლონდონის ოფისში. გიორგის დამთავრებული აქვს Cornell University-ის მენეჯმენტის სკოლა, MBA ხარისხით.
ბანკის დირექტორთა საბჭოში განხორციელებული ცვლილების მიხედვით მცირე და საშუალო (SME) ბიზნესი და SOLO ცალკე მიმართულებებად გაიყოფა.
მცირე და საშუალო (SME) ბიზნესის მიმართულებას უხელმძღვანელებს ზურაბ მასურაშვილი, რომელიც მიკრო და მცირე ბიზნესის დაკრედიტების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ხოლო SOLO ბიზნეს მიმართულებას უხელმძღვანელებს ეთუნა ირემაძე, რომელიც საქართველოს ბანკში, წლების განმავლობაში, კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტში VIP დირექტორის და SOLO-ს მიმართულებით პრემიუმ საბანკო მომსახურების ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა.
ეთუნა საქართველოს ბანკის გუნდს კომპანია „ჯორჯიან გლობალ უთილითის“ (GGU) გენერალური დირექტორის მოადგილის, პოზიციიდან უერთდება.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

Monday, April 1, 2019

რა აკლია თქვენს ორგანიზმს თუ შოკოლადის ან ყველის მოთხოვნილება გაქვთ და რა პროცესები ვითარდება შიმშილობის დროს?

რო­დე­საც რა­ი­მე საკ­ვე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა ჩნდე­ბა, ასეთ დროს ორ­გა­ნიზ­მი ცდი­ლობს, რა­ღაც მი­გა­ნიშ­ნოთ. წარ­მო­გიდ­გენთ პრო­დუქ­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს, რო­მელ­თა მი­მართ მო­თხოვ­ნი­ლე­ბის ზრდა ორ­გა­ნიზ­მში გარ­კვე­ულ ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ნაკ­ლე­ბო­ბას ნიშ­ნავს:

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

თუ შო­კო­ლა­დის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა გაქვთ, ეს ნიშ­ნავს, რომ ორ­გა­ნიზმს მი­ნე­რა­ლე­ბი აკ­ლია.
თუ ყი­ნუ­ლის წუწვნა გინ­დე­ბათ, ეს შე­იძ­ლე­ბა ანე­მი­ის ნი­შა­ნი იყოს და თქვენ სხე­ულს რკი­ნა აკ­ლდეს. თუ ყი­ნუ­ლის მო­თხოვ­ნი­ლე­ბას­თან ერ­თად მო­თენ­თი­ლო­ბა­საც გრძნობთ, აუ­ცი­ლებ­ლად ეჩ­ვე­ნეთ ექიმს.
რო­დე­საც ტკბი­ლი სა­სუსნა­ვე­ბის გა­უ­თა­ვე­ბე­ლი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა გაქვთ, ეს ნიშ­ნავს, რომ მი­ნე­რალ ქრო­მის ნაკ­ლე­ბო­ბას გა­ნიც­დით.
თუ ხორ­ცე­უ­ლი გინ­დე­ბათ, ორ­გა­ნიზმს მეტი რკი­ნა ესა­ჭი­რო­ე­ბა, ან შე­საძ­ლოა, ნაკ­ლე­ბი ოდე­ნო­ბის თუ­თი­ას აწ­ვდით მას.
ყვე­ლის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა ნიშ­ნავს, რომ კალ­ცი­უ­მის ნაკ­ლე­ბო­ბას გა­ნიც­დით.
თუ ნახ­შირ­წყლებს ეტა­ნე­ბით, შე­საძ­ლოა, ეს იმის ნი­შა­ნი იყოს, რომ ამი­ნომ­ჟა­ვა ტრიპ­ტო­ფა­ნი გაქვთ ორ­გა­ნიზ­მში და­ბა­ლი.
შიმ­ში­ლო­ბა ადა­მი­ა­ნის­თვის სტრეს-ფაქ­ტორს წარ­მო­ად­გენს. ამ დროს ძლი­ერ­დე­ბა ად­რე­ნო­კორ­ტი­კო-ტრო­პუ­ლი ჰორ­მო­ნის, კა­ტე­ქო­ლა­მი­ნე­ბის, გლუ­კა­გო­ნის, გლუ­კო­კორ­ტი­კო­ი­დე­ბი­სა და ვა­ზოპ­რე­სი­ნის სეკ­რე­ცია. ჩა­მოთ­ვლი­ლი ჰორ­მო­ნე­ბი ააქ­ტი­უ­რე­ბენ ლი­პა­ზას - ცხი­მე­ბის დამ­შლელ ფერ­მენტს - და ხელს უწყო­ბენ ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლი­დან ცხი­მე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას. ამ დროს სის­ხლში ცხი­მე­ბი გა­და­დის ძი­რი­თა­დად თა­ვი­სუ­ფა­ლი ცხი­მო­ვა­ნი მჟა­ვე­ბის სა­ხით, რო­მელ­თაც შე­უძ­ლი­ათ, ორ­გა­ნიზ­მი რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში საკ­მა­რი­სი ენერ­გი­ით უზ­რუნ­ველ­ყონ. ნორ­მა­ლუ­რი წო­ნის ადა­მი­ანს "ენერ­გე­ტი­კუ­ლი ცხი­მის" და­ახ­ლო­ე­ბით 9 კგ-მდე მა­რა­გი აქვს.
შიმ­ში­ლო­ბის დროს სის­ხლში ქვე­ით­დე­ბა გლუ­კო­ზის შემ­ცვე­ლო­ბა, რაც იწ­ვევს ინ­სუ­ლი­ნის გა­მო­ყო­ფის შემ­ცი­რე­ბას და გლუ­კა­გო­ნის სეკ­რე­ცი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბას. გლუ­კა­გო­ნის გავ­ლე­ნით ღვიძ­ლში გლი­კო­გე­ნი იშ­ლე­ბა, წარ­მო­იქ­მნე­ბა გლუ­კო­ზა და, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ცხი­მე­ბი ნახ­შირ­წყლე­ბის ალში იწ­ვის
შიმ­ში­ლო­ბის დროს საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბელ ტრაქ­ტში პე­რის­ტალ­ტი­კის (შე­კუმ­შვი­თი მოძ­რა­ო­ბე­ბის) დაქ­ვე­ი­თე­ბა აღი­ნიშ­ნე­ბა, რაც შეკ­რუ­ლო­ბის ერთ-ერთი მი­ზე­ზია. შიმ­ში­ლო­ბას თან სდევს აპა­თია, ძი­ლად მი­ვარ­დნა, გო­ნებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის, მეხ­სი­ე­რე­ბი­სა და ყუ­რა­დღე­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა. იშ­ვი­ათ­დე­ბა სუნ­თქვა. შიმ­ში­ლო­ბის მე­ო­რე პე­რი­ოდ­ში რე­სურ­სე­ბის ეკო­ნო­მია სით­ბოს გაბ­ნე­ვის შემ­ცი­რე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს, ვი­თარ­დე­ბა კა­ნის შე­და­რე­ბი­თი იშე­მია (სის­ხლნაკ­ლე­ბო­ბა) და კან­თან ერ­თად ეცე­მა მთე­ლი სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რა.
  • შიმ­ში­ლო­ბის პირ­ველ დღე-ღა­მეს ნახ­შირ­წყლე­ბი ორ­გა­ნიზმს ენერ­გი­ის 80%-ით უზ­რუნ­ველ­ყოფს. მხო­ლოდ 10-15% მო­დის ცხი­მე­ბის წი­ლად. 12-24 სა­ა­თის შემ­დეგ ღვიძლსა და კუნ­თებ­ში გლი­კო­გე­ნის მა­რა­გი ილე­ვა და ამ ხნის შემ­დეგ ღვიძ­ლი­სა და კუნ­თე­ბის ენერ­გე­ტი­კულ მო­თხოვ­ნი­ლე­ბას თა­ვი­სუ­ფა­ლი ცხი­მო­ვა­ნი მჟა­ვე­ბი უზ­რუნ­ველ­ყოფს.
  • შიმ­ში­ლო­ბის მე­სა­მე დღე-ღა­მეს ორ­გა­ნიზ­მი ენერ­გი­ის 30-40%-ს ცხი­მე­ბის ჟან­გვით იღებს, 40-60%-ს კი - ნახ­შირ­წყლე­ბის ჟან­გვით. ლი­პო­ლი­ზი, ცხი­მე­ბის და­ჟან­გვის პრო­ცე­სი, უმ­თავ­რე­სად შიმ­ში­ლო­ბის მე-2-მე-7 დღე­ებ­ში დო­მი­ნი­რებს. ტვი­ნი ამ პე­რი­ოდ­ში, ისე­ვე რო­გორც შიმ­ში­ლო­ბამ­დე, ენერ­გე­ტი­კუ­ლი და­ნა­ხარ­ჯე­ბი­სათ­ვის ისევ გლუ­კო­ზას ან გლი­კო­გე­ნურ ამი­ნომ­ჟა­ვებს იყე­ნებს.
  • თა­ვი­სუ­ფა­ლი ცხი­მო­ვა­ნი მჟა­ვე­ბის ღვიძ­ლში მა­სი­უ­რი გა­დას­ვლი­სა და და­ჟან­გვის გამო წარ­მო­იქ­მნე­ბა დიდი ოდე­ნო­ბით აცე­ტილ-კო­ენ­ზიმ A. ამ უკა­ნას­კნე­ლის­გან სინ­თეზ­დე­ბა კე­ტო­ნუ­რი სხე­უ­ლე­ბი: აცე­ტო­ნი, აცე­ტოძ­მარმ­ჟა­ვა და სხვა. ვი­თარ­დე­ბა კომ­პენ­სი­რე­ბუ­ლი მე­ტა­ბო­ლუ­რი აცი­დო­ზი - მჟა­ვა­ტუ­ტო­ვა­ნი წო­ნას­წო­რო­ბის დარ­ღვე­ვის ფორ­მა, რო­მელ­საც ახა­სი­ა­თებს ანი­ონ­თა და კა­თი­ონ­თა თა­ნა­ფარ­დო­ბის გა­დახ­რა ანი­ონ­თა მა­ტე­ბის­კენ. გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი აცი­დო­ზის კომ­პენ­სი­რე­ბას ცდი­ლობს რო­გორც სა­სუნ­თქი სის­ტე­მა (ინ­ტე­სი­უ­რად გა­მო­ი­ყო­ფა CO2), ასე­ვე თირკმე­ლე­ბი. ამ დროს ადა­მი­ა­ნი უჩი­ვის თა­ვის ტკი­ვილს, სი­სუს­ტეს, თავ­ბრუხ­ვე­ვას, გუ­ლის­რე­ვას.
  • აცი­დო­ზი ძლი­ერ­დე­ბა შიმ­ში­ლო­ბის მე-6-დან მე-10 დღემ­დე, რის შემ­დე­გაც ვი­თარ­დე­ბა აცი­დო­ზუ­რი კრი­ზი და ადა­მი­ა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა მკვეთ­რად უმ­ჯო­ბეს­დე­ბა. აცი­დო­ზუ­რი კრი­ზი ფაქ­ტობ­რი­ვად ორ­გა­ნიზ­მის ენ­დო­გე­ნუ­რი (ში­ნა­გა­ნი) კვე­ბის რე­ჟიმ­ზე გა­დას­ვლის შე­დე­გია. ამ დროს გული და ტვი­ნი "ერ­გე­ბა", ეგუ­ე­ბა ენერ­გო­მო­თხოვ­ნი­ლე­ბა­თა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას კე­ტო­ნუ­რი სხე­უ­ლე­ბის და­ჟან­გვის ხარ­ჯზე, აცი­დო­ზი მცირ­დე­ბა და ადა­მი­ანს ად­ვი­ლად გა­და­აქვს შიმ­ში­ლო­ბა. დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია, რომ აცი­დო­ზი შიმ­ში­ლო­ბის დროს კომ­პენ­სი­რე­ბუ­ლი და გარ­კვე­ულ­წი­ლად სა­სარ­გებ­ლო­ცაა. ის ხელს უწყობს სის­ხლში გახ­სნი­ლი ნახ­ში­რორ­ჟან­გის ფიქ­სა­ცი­ას ფო­ტო­სინ­თე­ზის პრინ­ცი­პით. ამ დროს კე­ტო­ნუ­რი სხე­უ­ლე­ბის უტი­ლი­ზა­ცია (გა­ხარ­ჯვა) წინ უძღვის მათ დაგ­რო­ვე­ბას. აცი­დო­ზუ­რი კრი­ზის მომ­დევ­ნო პე­რი­ოდ­ში მო­შიმ­ში­ლე­თა სხე­უ­ლის წონა ყო­ველ­დღი­უ­რად უფრო ნაკ­ლე­ბად მცირ­დე­ბა, ვიდ­რე წინა პე­რი­ოდ­ში. შიმ­ში­ლო­ბის შე­დე­გად უმ­ჯო­ბეს­დე­ბა ნუკ­ლე­ი­ნის მჟა­ვე­ბის სინ­თე­ზი. ამ სინ­თე­ზის­თვის ძი­რი­თად ნედ­ლე­ულს წარ­მო­ად­გენს ნახ­ში­რორ­ჟან­გი და კე­ტო­ნუ­რი სხე­უ­ლე­ბი, და­მა­ტე­ბით ნედ­ლე­ულს კი - პირ­ველ რიგ­ში პა­თო­ლო­გი­უ­რი ქსო­ვი­ლის (ნა­წი­ბუ­რე­ბის, შე­ხორ­ცე­ბე­ბის, სიმ­სივ­ნუ­რი წარ­მო­ნაქ­მნე­ბის) ბა­ლას­ტუ­რი ცი­ლე­ბი და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ - კუნ­თე­ბი­სა და სხვა ორ­გა­ნო­ე­ბის ცი­ლე­ბი.
  • ambebi.ge

იცოდით, რომ ქალები.

იცოდით, რომ კენიაში, მასაების ტომში, კპცებს ცოლის მკვლელობისთვის არ სჯიან. ვინაიდან შეუძლებელია თვითმკვლელობისათვის დასაჯო ადამიანი?!

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მაშინ როდესაც ინდოეთში ქალები სპეციალური ჯოხებით დადიან, რათა მოძალადეებს ახლოს მისვლის საშუალება არ მისცენ
ბრაზილიაში შავკანიან მხოლოდ 10 პროცენტისთვისაა შესაძლებელი მამოგრაფია და საშვილოსნოს სკრინინგი.
ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში კი ქალებს ოჯახის მამრობითი წევრების წერილობითი ნებართვა სჭირდებათ, რომ იმუშაონ.
ხოლო მეზობელ თურქეთში კი ყოველდღე საშუალოდ სამ ქალს კლავენ, ოჯახური ძალადობის შედეგად.
საქართველოში ქალთა მდგომარეობა ერთი შეხედვით, შეიძლება ისე სავალალოდაც არ გამოიყურებოდეს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ თვალსაზრისით მოწინავეთა რიგებში ნამდვილად არ ვართ.
საუდის არაბეთში ქალებს უფლება ეძლევათ მანქანა მართონ, მეურვე მამაკაცის თანხმობით.
ძველ რომში ქალებს თითქმის არაფრის უფლება არ ქონდათ. ალაბამაში ქმრებს უფლება აქვთ სცემონ თავიანთ ცოლებს ჯოხით, თუ ჯოხის დიამეტრი არ აღემატება ცერი თითის დიამეტრს
თუმცა დღეს იბრძვიან ქალები უფლებების დასაცავად. და მსოფლიოში არსებობს კვლევა, რომ პროცენტულად მაღალია ბიზნეს კომპანიების წარმატებები ქალთა ჩართულობით.
intermedia.ge

რომის პაპმა მესის ღმერთთან შედარებას მკრეხელობა უწოდა

რომის პაპის თქმით, ლიონელ მესისა და ღმერთის ერთმანეთთან შედარება მკრეხელობაა. ამის შესახებ La Sexta წერს. 
ფრანცისკეს თქმით, ადამიანები „ბარსელონას" ფეხბურთელს ღმერთს მხოლოდ იმის გამო ადარებენ, რომ მისი თამაშის გამო აღფრთოვანება გამოხატონ, სინამდვილეში კი მესის თაყვანისცემა საჭირო არ არის. „მესი ძალიან კარგია, მაგრამ ის ღმერთი არ არის", - აღნიშნა პონტიფიკოსმა.
რომის პაპი, ისევე, როგორც მესი, არგენტინელია და ის კლუბ „სან-ლორენსოს" გულშემატკივარია.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მუსოლინის შესახებ ჯიმ ქერის ნახატი დიქტატორის შვილიშვილმა შეურაცხყოფად მიიღო

მსახიობმა ჯიმ ქერიმ Twitter-ზე მის მიერ დახატული ნახატი გამოაქვეყნა, რომელზეც იტალიელი დიქტატორი ბენიტო მუსოლინი და მისი საყვარელი კლარა პეტაჩია გამოსახული. "იმ შემთხვევაში თუ გაინტერესებთ სადამდე მივყავართ ფაშიზმს", - წერს ქერი ნახატის აღწერაში
1945 წლის 28 აპრილს მუსოლინი და პეტაჩი ერთ-ერთ იტალიურ სოფელში ჩაცხრილეს. შემდეგ მათი ცხედრები მილანში ჩაიტანეს, სადაც ბენზინგასამართ სადგურზე თავდაყირა ჩამოკიდეს.
ჯიმ ქერის პოსტი ბენიტო მუსოლინის შვილიშვილმა, ალესანდრა მუსოლინიმ შეურაცხყოფად აღიქვა და მსახიობს "ნაბიჭვარი" უწოდა. ამასთან, პოსტის ქვეშ სხვა კომენტარის ავტორებსაც ეჩხუბა, მათ შორის ევროპის პოლიტიკის მიმართულებით ანალიტიკოსსა და სპეციალისტს, ევან ო'კონელს
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ძიძად მუშაობდა... იმ ბავშვის დედამ ნახა, რომელსაც უვლიდა" - რა ვიცით მილანში გარდაცვლილ 27 წლის გოგონაზე

31 მარ­ტის დი­ლას, მი­ლან­ში 27 წლის ქარ­თვე­ლი მეცო-სოპ­რა­ნო იზა ქავ­თა­რა­ძე გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. გო­გო­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვანო სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში სწავ­ლობ­და, სექ­ტემ­ბერ­ში კი სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად იტა­ლი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა. ქავ­თა­რა­ძე ახ­ლა­ხან მი­ლა­ნის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში უგა­მოც­დოდ ჩა­ი­რი­ცხა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზებს ექ­სპერ­ტი­ზა და­ად­გენს, მა­ნამ­დე კი იტა­ლი­უ­რი პრე­სა აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას სა­თა­უ­რით - "ჰე­რო­ი­ნის კი­დევ ერთი მსხვერ­პლი", რო­მელ­შიც სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ შა­ბათს, და­ახ­ლო­ე­ბით, სა­ღა­მოს 10 სა­ა­თის­თვის, მი­ლან­ში, მა­უ­რი მა­კის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სას­ტუმ­როს ერთ-ერთ ნო­მერ­ში ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი გო­გო­ნას ცხე­და­რი იპო­ვეს. რო­გორც სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ქარ­თვე­ლი გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზად ნარ­კო­ტი­კე­ბის ზე­დო­ზი­რე­ბა სა­ხელ­დე­ბა, რა­საც იზას ოჯა­ხის წევ­რე­ბი გა­მო­რი­ცხა­ვენ.
არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იზა ქავ­თა­რა­ძეს გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და და გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი შე­საძ­ლოა ეს გახ­და.
ია შა­ლი­კაშ­ვი­ლი, იზას მა­მი­და:
"იზა ძა­ლი­ან კე­თილ­შო­ბი­ლი, ნი­ჭი­ე­რი, შრო­მის­მოყ­ვა­რე და თბი­ლი გო­გო­ნა იყო. თბი­ლი­სის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სექ­ტემ­ბერ­ში სტუ­დენ­ტუ­რი ვი­ზით მი­ლან­ში წა­ვი­და სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად. თავ­და­პირ­ვე­ლად სა­მუ­სი­კო სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლობ­და, შემ­დეგ კი მი­ლა­ნის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში შე­ი­ტა­ნა სა­ბუ­თე­ბი. რო­დე­საც მისი მო­ნა­ცე­მე­ბი უნა­ხავთ, ახ­ლა­ხან უგა­მოც­დოდ ჩა­უ­რი­ცხავთ კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში.
ვი­ნა­ი­დან იზას ოჯა­ხი ხელ­მოკ­ლედ ცხოვ­რობ­და, სწავ­ლის­თვის სა­ჭი­რო ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ზე იზამ თა­ვად იზ­რუ­ნა და ერთ სო­ლი­დურ ოჯახ­ში ბავ­შვის ძი­ძად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. რა­ღაც სა­ში­ნე­ლე­ბა გავ­რცელ­და იზა­ზე, თით­ქოს ნარ­კო­ტი­კი გახ­და მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი, რაც სი­სუ­ლე­ლეა და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი. ასე­თი რომ ყო­ფი­ლი­ყო, რო­მე­ლი ოჯა­ხი ან­დობ­და ასეთს თა­ვის შვილს მო­სავ­ლე­ლად?
გარ­დაც­ვა­ლე­ბის წინა ღა­მით, ანუ გუ­შინ­წინ, იზამ მშობ­ლებს ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი გა­მო­უგ­ზავ­ნა, სა­დაც აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ჰყვე­ბო­და, რო­გო­რი კმა­ყო­ფი­ლი და ბედ­ნი­ე­რი იყო ფე­დე­რი­კა ფა­ბის ოჯახ­საც, სა­დაც ცხოვ­რობ­და და მუ­შა­ობ­და, სიყ­ვა­რუ­ლით მო­იხ­სე­ნი­ებ­და მათ.
ambebi.ge