Monday, April 1, 2019

რა აკლია თქვენს ორგანიზმს თუ შოკოლადის ან ყველის მოთხოვნილება გაქვთ და რა პროცესები ვითარდება შიმშილობის დროს?

რო­დე­საც რა­ი­მე საკ­ვე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა ჩნდე­ბა, ასეთ დროს ორ­გა­ნიზ­მი ცდი­ლობს, რა­ღაც მი­გა­ნიშ­ნოთ. წარ­მო­გიდ­გენთ პრო­დუქ­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს, რო­მელ­თა მი­მართ მო­თხოვ­ნი­ლე­ბის ზრდა ორ­გა­ნიზ­მში გარ­კვე­ულ ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ნაკ­ლე­ბო­ბას ნიშ­ნავს:

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

თუ შო­კო­ლა­დის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა გაქვთ, ეს ნიშ­ნავს, რომ ორ­გა­ნიზმს მი­ნე­რა­ლე­ბი აკ­ლია.
თუ ყი­ნუ­ლის წუწვნა გინ­დე­ბათ, ეს შე­იძ­ლე­ბა ანე­მი­ის ნი­შა­ნი იყოს და თქვენ სხე­ულს რკი­ნა აკ­ლდეს. თუ ყი­ნუ­ლის მო­თხოვ­ნი­ლე­ბას­თან ერ­თად მო­თენ­თი­ლო­ბა­საც გრძნობთ, აუ­ცი­ლებ­ლად ეჩ­ვე­ნეთ ექიმს.
რო­დე­საც ტკბი­ლი სა­სუსნა­ვე­ბის გა­უ­თა­ვე­ბე­ლი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა გაქვთ, ეს ნიშ­ნავს, რომ მი­ნე­რალ ქრო­მის ნაკ­ლე­ბო­ბას გა­ნიც­დით.
თუ ხორ­ცე­უ­ლი გინ­დე­ბათ, ორ­გა­ნიზმს მეტი რკი­ნა ესა­ჭი­რო­ე­ბა, ან შე­საძ­ლოა, ნაკ­ლე­ბი ოდე­ნო­ბის თუ­თი­ას აწ­ვდით მას.
ყვე­ლის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა ნიშ­ნავს, რომ კალ­ცი­უ­მის ნაკ­ლე­ბო­ბას გა­ნიც­დით.
თუ ნახ­შირ­წყლებს ეტა­ნე­ბით, შე­საძ­ლოა, ეს იმის ნი­შა­ნი იყოს, რომ ამი­ნომ­ჟა­ვა ტრიპ­ტო­ფა­ნი გაქვთ ორ­გა­ნიზ­მში და­ბა­ლი.
შიმ­ში­ლო­ბა ადა­მი­ა­ნის­თვის სტრეს-ფაქ­ტორს წარ­მო­ად­გენს. ამ დროს ძლი­ერ­დე­ბა ად­რე­ნო­კორ­ტი­კო-ტრო­პუ­ლი ჰორ­მო­ნის, კა­ტე­ქო­ლა­მი­ნე­ბის, გლუ­კა­გო­ნის, გლუ­კო­კორ­ტი­კო­ი­დე­ბი­სა და ვა­ზოპ­რე­სი­ნის სეკ­რე­ცია. ჩა­მოთ­ვლი­ლი ჰორ­მო­ნე­ბი ააქ­ტი­უ­რე­ბენ ლი­პა­ზას - ცხი­მე­ბის დამ­შლელ ფერ­მენტს - და ხელს უწყო­ბენ ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლი­დან ცხი­მე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას. ამ დროს სის­ხლში ცხი­მე­ბი გა­და­დის ძი­რი­თა­დად თა­ვი­სუ­ფა­ლი ცხი­მო­ვა­ნი მჟა­ვე­ბის სა­ხით, რო­მელ­თაც შე­უძ­ლი­ათ, ორ­გა­ნიზ­მი რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში საკ­მა­რი­სი ენერ­გი­ით უზ­რუნ­ველ­ყონ. ნორ­მა­ლუ­რი წო­ნის ადა­მი­ანს "ენერ­გე­ტი­კუ­ლი ცხი­მის" და­ახ­ლო­ე­ბით 9 კგ-მდე მა­რა­გი აქვს.
შიმ­ში­ლო­ბის დროს სის­ხლში ქვე­ით­დე­ბა გლუ­კო­ზის შემ­ცვე­ლო­ბა, რაც იწ­ვევს ინ­სუ­ლი­ნის გა­მო­ყო­ფის შემ­ცი­რე­ბას და გლუ­კა­გო­ნის სეკ­რე­ცი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბას. გლუ­კა­გო­ნის გავ­ლე­ნით ღვიძ­ლში გლი­კო­გე­ნი იშ­ლე­ბა, წარ­მო­იქ­მნე­ბა გლუ­კო­ზა და, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ცხი­მე­ბი ნახ­შირ­წყლე­ბის ალში იწ­ვის
შიმ­ში­ლო­ბის დროს საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბელ ტრაქ­ტში პე­რის­ტალ­ტი­კის (შე­კუმ­შვი­თი მოძ­რა­ო­ბე­ბის) დაქ­ვე­ი­თე­ბა აღი­ნიშ­ნე­ბა, რაც შეკ­რუ­ლო­ბის ერთ-ერთი მი­ზე­ზია. შიმ­ში­ლო­ბას თან სდევს აპა­თია, ძი­ლად მი­ვარ­დნა, გო­ნებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის, მეხ­სი­ე­რე­ბი­სა და ყუ­რა­დღე­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა. იშ­ვი­ათ­დე­ბა სუნ­თქვა. შიმ­ში­ლო­ბის მე­ო­რე პე­რი­ოდ­ში რე­სურ­სე­ბის ეკო­ნო­მია სით­ბოს გაბ­ნე­ვის შემ­ცი­რე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს, ვი­თარ­დე­ბა კა­ნის შე­და­რე­ბი­თი იშე­მია (სის­ხლნაკ­ლე­ბო­ბა) და კან­თან ერ­თად ეცე­მა მთე­ლი სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რა.
  • შიმ­ში­ლო­ბის პირ­ველ დღე-ღა­მეს ნახ­შირ­წყლე­ბი ორ­გა­ნიზმს ენერ­გი­ის 80%-ით უზ­რუნ­ველ­ყოფს. მხო­ლოდ 10-15% მო­დის ცხი­მე­ბის წი­ლად. 12-24 სა­ა­თის შემ­დეგ ღვიძლსა და კუნ­თებ­ში გლი­კო­გე­ნის მა­რა­გი ილე­ვა და ამ ხნის შემ­დეგ ღვიძ­ლი­სა და კუნ­თე­ბის ენერ­გე­ტი­კულ მო­თხოვ­ნი­ლე­ბას თა­ვი­სუ­ფა­ლი ცხი­მო­ვა­ნი მჟა­ვე­ბი უზ­რუნ­ველ­ყოფს.
  • შიმ­ში­ლო­ბის მე­სა­მე დღე-ღა­მეს ორ­გა­ნიზ­მი ენერ­გი­ის 30-40%-ს ცხი­მე­ბის ჟან­გვით იღებს, 40-60%-ს კი - ნახ­შირ­წყლე­ბის ჟან­გვით. ლი­პო­ლი­ზი, ცხი­მე­ბის და­ჟან­გვის პრო­ცე­სი, უმ­თავ­რე­სად შიმ­ში­ლო­ბის მე-2-მე-7 დღე­ებ­ში დო­მი­ნი­რებს. ტვი­ნი ამ პე­რი­ოდ­ში, ისე­ვე რო­გორც შიმ­ში­ლო­ბამ­დე, ენერ­გე­ტი­კუ­ლი და­ნა­ხარ­ჯე­ბი­სათ­ვის ისევ გლუ­კო­ზას ან გლი­კო­გე­ნურ ამი­ნომ­ჟა­ვებს იყე­ნებს.
  • თა­ვი­სუ­ფა­ლი ცხი­მო­ვა­ნი მჟა­ვე­ბის ღვიძ­ლში მა­სი­უ­რი გა­დას­ვლი­სა და და­ჟან­გვის გამო წარ­მო­იქ­მნე­ბა დიდი ოდე­ნო­ბით აცე­ტილ-კო­ენ­ზიმ A. ამ უკა­ნას­კნე­ლის­გან სინ­თეზ­დე­ბა კე­ტო­ნუ­რი სხე­უ­ლე­ბი: აცე­ტო­ნი, აცე­ტოძ­მარმ­ჟა­ვა და სხვა. ვი­თარ­დე­ბა კომ­პენ­სი­რე­ბუ­ლი მე­ტა­ბო­ლუ­რი აცი­დო­ზი - მჟა­ვა­ტუ­ტო­ვა­ნი წო­ნას­წო­რო­ბის დარ­ღვე­ვის ფორ­მა, რო­მელ­საც ახა­სი­ა­თებს ანი­ონ­თა და კა­თი­ონ­თა თა­ნა­ფარ­დო­ბის გა­დახ­რა ანი­ონ­თა მა­ტე­ბის­კენ. გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი აცი­დო­ზის კომ­პენ­სი­რე­ბას ცდი­ლობს რო­გორც სა­სუნ­თქი სის­ტე­მა (ინ­ტე­სი­უ­რად გა­მო­ი­ყო­ფა CO2), ასე­ვე თირკმე­ლე­ბი. ამ დროს ადა­მი­ა­ნი უჩი­ვის თა­ვის ტკი­ვილს, სი­სუს­ტეს, თავ­ბრუხ­ვე­ვას, გუ­ლის­რე­ვას.
  • აცი­დო­ზი ძლი­ერ­დე­ბა შიმ­ში­ლო­ბის მე-6-დან მე-10 დღემ­დე, რის შემ­დე­გაც ვი­თარ­დე­ბა აცი­დო­ზუ­რი კრი­ზი და ადა­მი­ა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა მკვეთ­რად უმ­ჯო­ბეს­დე­ბა. აცი­დო­ზუ­რი კრი­ზი ფაქ­ტობ­რი­ვად ორ­გა­ნიზ­მის ენ­დო­გე­ნუ­რი (ში­ნა­გა­ნი) კვე­ბის რე­ჟიმ­ზე გა­დას­ვლის შე­დე­გია. ამ დროს გული და ტვი­ნი "ერ­გე­ბა", ეგუ­ე­ბა ენერ­გო­მო­თხოვ­ნი­ლე­ბა­თა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას კე­ტო­ნუ­რი სხე­უ­ლე­ბის და­ჟან­გვის ხარ­ჯზე, აცი­დო­ზი მცირ­დე­ბა და ადა­მი­ანს ად­ვი­ლად გა­და­აქვს შიმ­ში­ლო­ბა. დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია, რომ აცი­დო­ზი შიმ­ში­ლო­ბის დროს კომ­პენ­სი­რე­ბუ­ლი და გარ­კვე­ულ­წი­ლად სა­სარ­გებ­ლო­ცაა. ის ხელს უწყობს სის­ხლში გახ­სნი­ლი ნახ­ში­რორ­ჟან­გის ფიქ­სა­ცი­ას ფო­ტო­სინ­თე­ზის პრინ­ცი­პით. ამ დროს კე­ტო­ნუ­რი სხე­უ­ლე­ბის უტი­ლი­ზა­ცია (გა­ხარ­ჯვა) წინ უძღვის მათ დაგ­რო­ვე­ბას. აცი­დო­ზუ­რი კრი­ზის მომ­დევ­ნო პე­რი­ოდ­ში მო­შიმ­ში­ლე­თა სხე­უ­ლის წონა ყო­ველ­დღი­უ­რად უფრო ნაკ­ლე­ბად მცირ­დე­ბა, ვიდ­რე წინა პე­რი­ოდ­ში. შიმ­ში­ლო­ბის შე­დე­გად უმ­ჯო­ბეს­დე­ბა ნუკ­ლე­ი­ნის მჟა­ვე­ბის სინ­თე­ზი. ამ სინ­თე­ზის­თვის ძი­რი­თად ნედ­ლე­ულს წარ­მო­ად­გენს ნახ­ში­რორ­ჟან­გი და კე­ტო­ნუ­რი სხე­უ­ლე­ბი, და­მა­ტე­ბით ნედ­ლე­ულს კი - პირ­ველ რიგ­ში პა­თო­ლო­გი­უ­რი ქსო­ვი­ლის (ნა­წი­ბუ­რე­ბის, შე­ხორ­ცე­ბე­ბის, სიმ­სივ­ნუ­რი წარ­მო­ნაქ­მნე­ბის) ბა­ლას­ტუ­რი ცი­ლე­ბი და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ - კუნ­თე­ბი­სა და სხვა ორ­გა­ნო­ე­ბის ცი­ლე­ბი.
  • ambebi.ge

No comments:

Post a Comment