Thursday, November 21, 2013

კონფერენცია პროფესიული განათლების სექტორში ხარისხის გაძლიერების ხელშეწყობაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით, 2012 წლის სექტემბრიდან ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ,,ხარისხის უზრუნველყოფისა და შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობის პროგრამა საქართველოს პროფესიული განათლების სექტორში”. აღნიშნული პროექტის განმახორციელებელია იტალიური ორგანიზაცია ,,IFOA”.
დღეს, პროექტის დასკვნითი კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და პროექტის ჯგუფის ხელმძღვანელმა თომას ბლექმა გახსნეს. კონფერენციაზე შეჯამდა პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები და წარმოდგენილი იქნა სასწავლო ფილმი მოდულური პროგრამების შემუშავების თაობაზე.
პროექტის ფარგლებში:
  • შემუშავდა პროფესიული განათლების ახალი სტრატეგია 2013-2020 წლებისთვის;
  • ევროპული ე.წ DACUM-ის მეთოდოლოგიის შესაბამისად, გადაიხედა პროფესიული სტანდარტები თხუთმეტ მიმართულებაში;
  • შემუშავდა მოდულურ პროგრამაზე გადასვლის კონცეფცია და დამხმარე მასალები;
  • დამასქმებელთა უშუალო მონაწილეობით, შემუშავდა საწარმოო პრაქტიკის განხორციელების გზამკვლევი და კურსდამთავრებულთა გამოკითხვის კითხვარები;
  • შემუშავდა ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელოები, როგორც თვითშეფასებისთვის, ასევე გარე შეფასებისთვის და სხვა.
    პროექტი ასევე ითვალისწინებდა პროფესიული განათლების სისტემაში ჩართული პირების გადამზადებას თითოეულ მიმართულებაში. მთლიანობაში გადამზადდა პროფესიული სასწავლებლებისა და ორგანიზაციების 1000-ზე მეტი წარმომადგენელი.

    კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ევროკავშირისა და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები.
    mes.gov.ge

    Wednesday, November 20, 2013

    საჯარო სკოლის დირექტორების სერტიფიცირების მეორე ეტაპი

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორების სერტიფიცირების მეორე ეტაპის - გასაუბრების განხორციელებას აგრძელებს.
    გასაუბრება გაიმართება იმ კანდიდატებთან, რომელთაც 2013 წელს წარმატებით გადალახეს სერტიფიცირების პირველი ეტაპი - ტესტირება. დანართის სახით იხილეთ გასაუბრების გრაფიკი. 
    კანდიდატებთან გასაუბრების  განრიგი  გამოქვეყნდება ეტაპობრივად  სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.
    სამინისტრო უზრუნველყოფს გასაუბრების გამჭვირვალედ, კვალიფიციურად, მიუკერძოებლად ჩატარებასა და კონკურსანტებისათვის თანაბარი პირობების შექმნას.
    გასაუბრება ჩატარდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (მის: თბილისი, დ. უზნაძის ქ. №52) სტრუქტურირებული გასაუბრების ფორმით. 
    mes.gov.ge

    ზოგადი უნარების გამოცდა ცვლილებებით ჩატარდება?

    აბიტურიენტებისთვის, ზოგადი უნარების გამოცდების შეფასების სქემა შეიცვლება. გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციების გამართვა უკვე დაიწყო. 

    შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ცენტრი შეფასების ახალ პროექტზე მუშაობს, რომელსაც უმაღლესი სასწავლებლებისა და სკოლების წარმომადგენლებთან, და თავად აბიტურიენტებთან ერთად განიხილავს. 

    "ზოგადი უნარების გამოცდაში პრობლემა იჩენს თავს, ვინაიდან კომპეტენციის მინიმალური ზღვარი არის გარტყმის ალბათობის მიჯნაზე. აქედან გამომდინარე გარკვეულ უსამართლობებს ვეჯახებით. სწორედ ამ უსამართლობის აღმოფხვრა გვინდა. ამჟამად, ზღვარი 25% -ია. როცა 4 პასუხია არჩევით, გარტყმის ალბათობაც 25% -ია. ეს გარკვეულ პრობლემებს იწვევს სამართლიანობის კუთხით. ვინც ახლოს არის ამ ზღვართან, უსამართლობას აწყდებიან. მაგალითად, წინა წლის სტატისტიკით, საგამოცდო ტესტის მე-3 ვარიანტი ყველაზე რთული იყო. ამ ვარიანტში 10% ჩაიჭრა (მე-4 ვარიანტში -6%). იძულებული ვართ, იმის გამო, რომ გარტყმის ალბათობის ზღვარზეა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ნედლ ქულაზე გადავჭრათ და შემდეგ უკვე სკალირების პროცედურას ვიწყებთ. ვისაც მე-3 ვარიანტი შეხვდა და მიიღო 20 ქულა, ჩაჭრილად ითვლება და იძულებული ვართ კონკურსის გარეთ დავტოვოთ. ჩვენი შეთავაზებით, კონკურსში მონაწილეობას ისინიც გააგრძელებენ, ვისაც რთული ვარიანტი შეხვდა,"- აცხადებს მიმინოშვილი.

    მისი თქმით, საუბარია მხოლოდ რამდენიმე ქულაზე.

    "2005 წელს სიმბოლური და არაფრსმთქმელი ზღვარი იყო, მერე 25%-მდე გაიზარდა, თუმცა შემდეგ უკვე ვეღარ მოვახერხეთ ზღვარის აწევა."

    მინიმალური კომპეტენციის ზღვარის საკითხის პრობლემურობა, მიმინოშვილის თქმით, მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდებში იჩენს თავს, ვინაიდან სხვა დანარჩენ საგანში აბიტურიენტებს, ძირითადად, ღია დავალებების შესრულება უწევთ.

    რადიო იმედი: 

    რა ცვლილება იგეგმება 2014 წლის ზოგადი უნარების გამოცდაში?

    ლიკა ღლონტი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე წერს


    მეგობრებო, ჩვენი პროექტის "უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების სტრატეგია" ფარგლებში ვმართავთ შეხვედრას განათლების საკითხებით დაინტერესებულ ჟურნალისტებთან. 
    შეხვედრას უმასპინძლებს ფონდი "ღია საზოგადოება – საქართველო" პარასკევს, 22 ნომებრს, 16:00 საათზე.


    დეტალური ინფრომაცია იხილეთ თანდართულ პრეს–რელიზში.

    Tuesday, November 19, 2013

    ცვლილება ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის განრიგში (ფიზიკა, ისტორია, გერმანული ენა)


    გთავაზობთ ახალ განრიგს: 

    ისტორია - 24 ნოემბერი - 10:00 სთ.

    ფიზიკა - 24 ნოემბერი - 12:30 სთ.

    გერმანული ენა - 25 ნოემბერი - 16:00 სთ.


    naec.ge

    Monday, November 18, 2013

    ვაკანსია

    "განათლების სახლი საქართველოსთვის" აცხადებს პროფესორ–მასწავლებლების ვაკანსიას შემდეგი მიმართულებებით:

    მათემატიკა
    ინგლისური ენა
    ფიზიკა
    ზოგადი უნარები
    სამაგისტრო უნარები (წაკითხულის გააზრება, ლოგიკური მსჯელობა, ანალიტიკური წერა, რაოდენობრივი მსჯელობა)
    წარმატების კანონები
    ინფორმაციული ტექნოლოგიები
    კომპიუტერული საოფისე პროგრამები
    გაძლიერებული ექსელი
    ფოტოშოპი
    პრემიერი
    ვებპროგრამირება
    ვებდიზაინი
    მონაცემთა ბაზები
    ოფისის მენეჯმენტი
    საქმის წარმოება
    ბიზნესის ადმინისტრირება
    საბანკო საქმე
    ჟურნალისტიკა
    ტურიზმი


    სავალდებულო მოთხოვნები:
    • უმაღლესი განათლება;
    • შესაბამისი მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი;
    • საოფისე პროგრამების ცოდნა;

    დაინტერესებულ მასწავლებლებს ვთხოვთ გამოაგზავნონ შემდეგი საბუთები:
    • რეზიუმე (CV);
    • სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 1 გვერდი, მიუთითეთ თქვენთვის მისაღები ანაზღაურების ოდენობა 1 საათში),
    • კურსის სასწავლო პროგრამა (აღწერილობა–გეგმა)

    აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ველში subject

    ტელ.: (+995 570)50 2915 / (+995 32)14 80 24 / (+995 599)201096
    ელფოსტა:hedu.ge@gmail.com, ganatlebissakhli2000@gmail.com,
    მის.: ვაჟა-ფშაველას გამზ. # 43 (პროფკავშირების კულტ.ცენტრი მეტრო "დელისთან"), ოთახი #212

    ფეისბუქი: www.facebook.com/GanatlebisSakhli2000
    ვები:         http://iheduge.blogspot.com/

    მეორადი ჩარიცხვების შედეგები

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მეორადი ჩარიცხვების შედეგებს აქვეყნებს.

    შედეგების სანახავად გადადით ბმულზე.