Wednesday, November 20, 2013

ზოგადი უნარების გამოცდა ცვლილებებით ჩატარდება?

აბიტურიენტებისთვის, ზოგადი უნარების გამოცდების შეფასების სქემა შეიცვლება. გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციების გამართვა უკვე დაიწყო. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ცენტრი შეფასების ახალ პროექტზე მუშაობს, რომელსაც უმაღლესი სასწავლებლებისა და სკოლების წარმომადგენლებთან, და თავად აბიტურიენტებთან ერთად განიხილავს. 

"ზოგადი უნარების გამოცდაში პრობლემა იჩენს თავს, ვინაიდან კომპეტენციის მინიმალური ზღვარი არის გარტყმის ალბათობის მიჯნაზე. აქედან გამომდინარე გარკვეულ უსამართლობებს ვეჯახებით. სწორედ ამ უსამართლობის აღმოფხვრა გვინდა. ამჟამად, ზღვარი 25% -ია. როცა 4 პასუხია არჩევით, გარტყმის ალბათობაც 25% -ია. ეს გარკვეულ პრობლემებს იწვევს სამართლიანობის კუთხით. ვინც ახლოს არის ამ ზღვართან, უსამართლობას აწყდებიან. მაგალითად, წინა წლის სტატისტიკით, საგამოცდო ტესტის მე-3 ვარიანტი ყველაზე რთული იყო. ამ ვარიანტში 10% ჩაიჭრა (მე-4 ვარიანტში -6%). იძულებული ვართ, იმის გამო, რომ გარტყმის ალბათობის ზღვარზეა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ნედლ ქულაზე გადავჭრათ და შემდეგ უკვე სკალირების პროცედურას ვიწყებთ. ვისაც მე-3 ვარიანტი შეხვდა და მიიღო 20 ქულა, ჩაჭრილად ითვლება და იძულებული ვართ კონკურსის გარეთ დავტოვოთ. ჩვენი შეთავაზებით, კონკურსში მონაწილეობას ისინიც გააგრძელებენ, ვისაც რთული ვარიანტი შეხვდა,"- აცხადებს მიმინოშვილი.

მისი თქმით, საუბარია მხოლოდ რამდენიმე ქულაზე.

"2005 წელს სიმბოლური და არაფრსმთქმელი ზღვარი იყო, მერე 25%-მდე გაიზარდა, თუმცა შემდეგ უკვე ვეღარ მოვახერხეთ ზღვარის აწევა."

მინიმალური კომპეტენციის ზღვარის საკითხის პრობლემურობა, მიმინოშვილის თქმით, მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდებში იჩენს თავს, ვინაიდან სხვა დანარჩენ საგანში აბიტურიენტებს, ძირითადად, ღია დავალებების შესრულება უწევთ.

რადიო იმედი: 

რა ცვლილება იგეგმება 2014 წლის ზოგადი უნარების გამოცდაში?

No comments:

Post a Comment