Thursday, August 18, 2016

ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები ქართველ აბიტურიენტებს შორის

შეიძლება ითქვას, ბოლო რამდენი წელია მომავალი პროფესიის შერჩევის კუთხით საქართველოში ტენდენციები არ შეცვლილა, თუმცა ზოგიერთ პროფესიაზე მოთხოვნა გაიზარდა. 
სპეციალისტების შეფასებით, ამა თუ იმ პროფესიაზე გაზრდილი მოთხოვნა დასაქმების მაღალ ალბათობას უკავშირდება. 
ბიზნესი, სამართალი, ეკონომიკა, სამედიცინო და სამშენებლო - ეს ის პროფესიებია, რომელსაც აბიტურიენტები ყველაზე ხშირად ირჩევენ. 
როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, წლებია აბიტურიენტები უპირატესობას ეკონომიკური მიმართულების სპეციალობებს ანიჭებენ. 

„რამდენიმე წელია ტენდეციები შენარჩუნებულია და აბიტურიენტები ირჩევენ ეკონომიკას, ბიზნესს, მედიცინის სფეროს, რომელსაც მოსდევს სამართალი. ჟურნალისტიკაც მოთხოვნადია ხოლმე. წლევანდელ მონაცემებში ცვლილებები არ გვაქვს. თუმცა საგულისხმოა ის, რომ ინტერესი იზრდება საბუნებისმეტყველო მიმართულებების, როგორიცაა ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მიმართ. ამ პროფესიებზე მოთხოვნის გაზრდა, ჩემი სუბიექტური მოსაზრებით ორი ფაქტორითაა განპირობებული. პირველ რიგში, აბიტურიენტი დასაქმების მეტ შესაძლებლობას ხედავს. მეორე მიზეზი კი ე.წ. უფასო ფაკულტეტებია, რომელიც გარკვეულ ზეგავლენას ახდენს პროფესიების არჩევისას“, - აღნიშნავს მინდაძე. 
„წინა წლებს თუ შევადარებთ, სამშენებლო მიმართულებებზე მოთხოვნა ნამდვილად გაზრდილია. სტაბილურობას ინარჩუნებს ფილოლოგია, ისტორია. ასევე საინჟინრო სფეროსაც არჩევენ, უფრო მეტ შესაძლებლობას ხედავენ, ვიდრე ადრე იყო. ვფიქრობ, როდესაც აბიტურიენტი არჩევანს აკეთებს, თვლის, რომ ზუსტად იმ სფეროში იქნება წარმატებული და დასაქმებული“, - აცხადებს მინდაძე. 

ყოველწლიურად ეროვნულ გამოცდებს 40 ათასამდე აბიტურიენტი აბარებს, მინიმუმ 30 ათასი სტუდენტი ხდება. მათი უმეტესობა კი ყოველწლიურად მსგავს პროფესიებს ირჩევს. შრომის ბაზრის კვლევებს თუ გადავხედავთ, შრომის ბაზრისა და უმაღლესი სასწავლებლების მოთხოვნა ერთმანეთს არ ემთხვევა. შედეგად ვიღებთ იმას, რომ უკვე უნივერსიტეტდამთავრებულები ხშირად პროფესიისგან განსხვავებულ სფეროში იწყებენ მუშაობას.
შრომის ბაზრის 2015 წლის კვლევაში მოწინავე პოზიციებს დასაქმების კუთხით განათლების სფერო, უძრავი ქონება, მომსახურება, ვაჭრობა და მშენებლობა იკავებს. 

ტოპ 3 სფერო, რომელიც ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებმა პირველ არჩევნად შემოხაზეს:
ბიზნესი - 4 722 აბიტურიენტი, 
სამართალი - 4 182 აბიტურიენტი, 
ეკონომიკა - 2 091 აბიტურიენტი. 

ლიკა ამირაშვილი
bpn.ge

Wednesday, August 17, 2016

ზაზა ნადირაძე რიოს ოლიმპიადის ფინალში გავიდა

კანოე სპრინტში მიმდინარე შეჯიბრში ქართველი სპორტსმენი ზაზა ნადირაძე რიოს ოლიმპიადის ფინალში გავიდა. 

ზაზა ნადირაძემ ნახვერფინლაში 200-მეტრიანი დისტანცია 40.146 წამში დაფარა.

ფინალური ასპარეზობა 18 აგვისტოს გაიმართება.  

ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს კანოეში მონაწილე პირველად ჰყავს.

განათლების სახლი - დ ე ლ ი ს ზ ე, დიდ დ ი ღ ო მ შ ი! ბ ა თ უ მ შ ი! მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად:

განათლების სახლი - დ ე ლ ი ს ზ ე, დიდ დ ი ღ ო მ შ ი!
ბ ა თ უ მ შ ი!
მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად:
✔ სასურველ საგნებში,
✔ ს ა ა ტ ე ს ტ ა ტ ო,
✔ ერთიანი ე რ ო ვ ნ უ ლ ი,
✔ გ რ ა ნ ტ ი ს გაუმჯობესების/მოპოვების,
✔ ს ა მ ა გ ი ს ტ რ ო გამოცდებისთვის! 1-2-3-4 კაციანი ჯგუფები!
საუკეთესო პროფესორ–მასწავლებლები!
ყველა ჩვენი კურსდამთავრებული წ ა რ მ ა ტ ე ბ უ ლ ი ა!
დარეკეთ და გახდით წარმატებული:

განათლების სახლი - დ ე ლ ი ს ზ ე
T.: 2 14 80 24, 599 201096
მის.: ვაჟა-ფშაველას 43, კაბინეტი #215
მეტრო დელისთან (პროფ.კულტურის ცენტრი)

განათლების სახლი - დიდ დ ი ღ ო მ შ ი
T.: 2 14 80 24, 593 997917
მის.: იოანე პეტრიწის #3

განათლების სახლი - ბ ა თ უ მ ი
T.: (032) 2 14 80 24, 597 809993
მის.: ბათუმი, ნიკო ფიროსმანის #8

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfdt6OcL__npK3UUalL5-katgkOHLIGzbHwUeU_kCycl3v_3A/viewform

Tuesday, August 16, 2016

რიო 2016 - დავით ჩაკვეტაძე ოლიმპიური ჩემპიონია

რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული ჭიდაობაში ოქროს მედალი დავით ჩაკვეტაძემ (85 კგ.) მოიპოვა. 


რუსეთის სახელით მოასპარეზე ჩაკვეტაძემ ფინალურ შეხვედრაში უკრაინელ ჟან ბელენიუკს 9:2 სძლია და ოლიმპიური ოქროს მფლობელი გახდა.

ამ წონით კატეგორიაში საქართველოს ღირსებას რობერტ კობლიაშვილი იცავდა, რომელიც 1/8-ფინალში გერმანელ დენის კუდლასთან დამარცხდა. აღსანიშანვია, რომ გერმანელი სპორტსმენი ბრინჯაოს მფლობელი გახდა.

რომელ პროგრამებსა და უნივერსიტეტებს მიანიჭეს უპირატესობა აბიტურიენტებმა

გამოცდების და შეფასების ეროვნული ცენტრი 2016 წელს საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით აბიტურიენტების განაცხადების რაოდენობას აქვეყნებს. პირველი არჩევანის მიხედვით, 2776 აბიტურიენტმა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი შეარჩია. 1735-მა აბიტურიენტმა პირველი არჩევანი თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე გააკეთა. 1614-მა აბიტურიენრმა უნივერსიტეტების ჩამონათვალის პირველ არჩევანად ტექნიკური უნივერსიტეტის მშენებლობის ფაკულტეტი მიუთითა. შემდეგ მოდის, ისევ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერების და ხელოვნების ფაკულტეტი, რომელიც პირველადი არჩევების მიხედვით 1464 აბიტურიენტმა მიუთითა. ხოლო 1116 აბიტურიენტმა პირველადი არჩევანი შეაჩერა დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან პროგრამაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. 
წყარო


Monday, August 15, 2016

საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით აბიტურიენტების განაცხადებების რაოდენობა


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით აბიტურიენტების განაცხადებების რაოდენობას აქვეყნებს.

იხილეთ ცხრილი

Thursday, August 11, 2016

განათლების სახლისა და რადიო "ივერიის" ერთობლივი პროექტი "ჩვენი ცხინვალი"


მოუსმინეთ - აუდიო ჩანაწერი
განათლების სახლისა და რადიო "ივერიის" ერთობლივი პროექტი "ჩვენი ცხინვალი"
#10 გადაცემა, 2016.07.26, სტუმარი - ირინე გოჩაშვილი
საუბარს უძღვება გადაცემის ავტორი და წამყვანი ზაზა ცოტნიაშვილი
www.facebook.com/www.Hedu.Ge