Tuesday, August 16, 2016

რომელ პროგრამებსა და უნივერსიტეტებს მიანიჭეს უპირატესობა აბიტურიენტებმა

გამოცდების და შეფასების ეროვნული ცენტრი 2016 წელს საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით აბიტურიენტების განაცხადების რაოდენობას აქვეყნებს. პირველი არჩევანის მიხედვით, 2776 აბიტურიენტმა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი შეარჩია. 1735-მა აბიტურიენტმა პირველი არჩევანი თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე გააკეთა. 1614-მა აბიტურიენრმა უნივერსიტეტების ჩამონათვალის პირველ არჩევანად ტექნიკური უნივერსიტეტის მშენებლობის ფაკულტეტი მიუთითა. შემდეგ მოდის, ისევ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერების და ხელოვნების ფაკულტეტი, რომელიც პირველადი არჩევების მიხედვით 1464 აბიტურიენტმა მიუთითა. ხოლო 1116 აბიტურიენტმა პირველადი არჩევანი შეაჩერა დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან პროგრამაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. 
წყარო


No comments:

Post a Comment