Sunday, April 29, 2018

ტრამპისა და მაკრონის დარგული მუხა თეთრი სახლის ეზოდან გაუჩინარდა


აშშ-ში თეთრი სახლის ეზოდან გაქრა მუხა, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტისდროს დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა დარგეს. ხის გაუჩინარებას ყურადღება Daily Mail-ის ჟურნალისტებმა მიაქციეს და ცარიელ ადგილს ფოტოც გადაუღეს.
მუხის ადგილზე ახლა ჩვეულებრივი ბალახია და ნერგის კვალიც არსად ჩანს.
მუხა მაკრონმა საფრანგეთიდან, ბელოს ტყიდან ჩამოიტანა, სადაც 1918 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს, ამერიკელი ჯარისკაცების მონაწილეობით ბელო ვუდის სახელწოდებით ცნობილი ბრძოლა გაიმართა და მასში 9 ათასი საზღვაო ქვეითი დაიღუპა.
მაკრონის თქმით ამ ხეს ყველასთვის უნდა შეეხსენებინა საფრანგეთისა და აშშ-ის ღრმა კავშირების შესახებ.
თეთრ სახლს მუხის გაუჩინარების შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

მაიკ პომპეო: ირანი ტერორიზმის დამფინანსებელია


ირანი რეგიონში დესტაბლიზაციის შემქმნელი და ტერორიზმის დამფინანსებელია. ამის შესახებ აშშ-ის ახლადარჩეულმა სახელმწიფო მდივანმა ერ-რიადში პირველი ოფიციალური ვიზიტისას განაცხადა. ინფორმაციას WSJ ავრცელებს.
მაიკ პომპეოს განმარტებით, შეერთებული შტატები მის ევროპელ მოკავშირეებთან აქტიურად თანამშრომლობს, რათა ირანის ბირთვული შეთანხმების საკითხი მოგვარდეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მიაჩნია, რომ არსებული ფორმით წარმოდგენილი გარიგება ნდობას არ იმსახურებს. 
პრესკონფერენციაზე საუბრისას პომპეომ დონალდ ტრამპის ნათქვამი კიდევ ერთხელ გააჟღერა და განმარტა, რომ შესაძლოა შეერთებულმა შტატებმა ირანის ბირთვული შეთანხმება დატოვოს. 
მანამდე ირანის პრეზიდენტი ამბობდა, რომ დასავლეთს 2015 წლის გარიგების შეცვლის უფლება არ ჰქონდა. 
ამ თემაზე 22 აპრილს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა  მუჰამედ ჯავად ზარიფმა CBS-სთან ისაუბრა და დასძნა, რომ თუ აშშ შეთანხმებას დატოვებს, თეირანი ბირთვულ პროგრამას განაახლებს.
ირანმა და ექვსმა შუამავალმა ქვეყანამ 2015 წლის 14 ივლისს ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს ირანული ატომის მრავალწლიანი პრობლემის დარეგულირების მიმართულებით. ამ შეთანხმების ფარგლებში მიიღეს მოქმედების გეგმა, რომლის საფუძველზეც ირანს აშშ-ის, ევროკავშირის და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დადებული ეკონომიკური და ფინანსური სანქციები უნდა მოხსნოდა. ეს გეგმა 2016 წლის 16 იანვრიდან ამოქმედდა.
მაიკ პომპეო, რომელმაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე ფიცი გასულ კვირას დადო, ერ-რიადის შემდეგ ჩასვლას გეგმავს იორდანიასა და პალესტინაში. მანამდე მაიკ პომეომ პირველად მიიღო მონაწილეობა სახელმწიფო მდივნის რანგში ბრიუსელში გამართული ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

ერაყში რუსეთის 19 მოქალაქეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს


ერაყის სასამართლომ რუსეთის 19 მოქალაქეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ყველა მათგანი ქალია. ამის შესახებ ტელეარხი Al Sumaria იუწყება.
მათ ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ადანაშაულებენ. სხვა დეტალები უცნობია. 
25 თებერვალს ერაყში ჯიჰადისტებთან კავშირისთვის 16 თურქ ქალს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

ნიკოლოზ ბასილაშვილი სტამბოლის ტურნირზე ფრანგ ჟერემი შარდის დაუპირისპირდება

სტამბოლის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია. გაირკვა, რომ ქართველი ჩოგანი ტამბოლის ტურნირის პირველ წრეში ფრანგ ჟერემი შარდის დაუპირისპირდება. 
გამარჯვების შემთხვევაში ნიკოლოზი 1/8-ფინალში ჯეიმს მილმანსა და დუშან ლაიოვიჩს შორის უკეთესს გაეჯიბრება. 

სტამბოლის ტურნირის ძირითადი ბადის შეხვედრები ხვალიდან დაიწყება, პირველ  ნომრად კი ხორვატი მარინ ჩილიჩინიკოლოზ ბასილაშა განთესილი. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

Saturday, April 28, 2018

ფაშინიანმა აქციების ახალი ტალღა დააანონსა

სომეხმა ოპოზიციონერმა ნიკოლ ფაშინიანმა მოქალაქეებს აქციების განახლებისკენ მოუწოდა. ქალაქ იჯევანში მიტინგის დროს, მან 29 აპრილს აქციების ახალი ტალღა დააანონსა. ამის შესახებ ინფორამციას "ინტერფაქსი" ავრცელებს.
"სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციები უნდა განახლდეს. ხალხის გამარჯვება გარანტირებული უნდა იყოს",  - განაცხადა პოლიტიკოსმა. 
ერევანში საპროტესტო აქციების მეთექვსმეტე დღეა. ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერმინისტრი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან გადადგა. ამას წინ 11-დღიანი საპროტესტო აქციები უძღოდა, რომელშიც დემონსტრანტები სერჟ სარგსიანის ხელისუფლებიდან წასვლას მოითხოვდნენ. სარგსიანის ნაცვლად პრემიერმინისტრის მოვალეობას დროებით ვიცეპრემიერი კარენ კარაპეტიანი ასრულებს. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

მდინარაძე: ყველა ამომრჩეველს შეუძლია, საკუთარი არჩევანი თავისუფლად დააფიქსიროს

ხონში არჩევნები მიმდინარეობს უჩვეულოდ მშვიდ ვითარებაში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. ინფორმაციას 1TV ავრცელებს. 
„ყველა ამომრჩეველს აქვს საშუალება, საკუთარი არჩევანი თავისუფლად დააფიქსიროს. ეს შედეგებზეც დადებითად აისახება, რაც შეეხება ჩვენს კანდიდატს, ჩვენი მონაცემებით ის დამაჯერებლად იმარჯვებს. უნდა გავაფორმოთ ის გამარჯვება, რომელსაც ღირსეულად აღწევს ჩვენი ღირსეული კანდიდატი“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.
ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. მოქალაქეები 54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტში ვანისა და ხონის მაჟორიტარს ირჩევენ.  შუალედურ არჩევნებში 6 კანდიდატი მონაწილეობს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

მეცნიერები: ქალები უფრო ხშირად ქორწინდებიან იმ კაცებზე, რომლებიც ხელს ძლიერად ართმევენ


აშშ-ის კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კაცის ხელის ჩამორთმევასთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ხელის ჩამორთმევის სტილი პირდაპირ არის დაკავშირებული ქალებთან ურთიერთობაში წარმატებასთან. ამის შესახებ გამოცემა Independent-ი წერს. 
მეცნიერები აცხადებენ, რომ სუსტი ძალისხმევის ხელის ჩამორთმევის მქონე კაცები უფრო იშვიათად ქორწინდებიან, ვიდრე ისინი, ვინც ხელს ძლიერად ართმევს. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ქალები ქვეცნობიერ დონეზე უპირატესობას ანიჭებენ ასეთ პარტნიორებს, რადგან ფიქრობენ, რომ პიროვნება ძლიერი და ჯანმრთელი მამაკაცია. 
კვლევაში მონაწილეობა 5 ათასმა ადამიანმა მიიღო, რომელიც 1923 წლიდან 1948 წლებს შორის დაიბადნენ.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/